Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება და მიმდინარე ეტაპზე ასტორნომიულ ციფრსაც მიუახლოვდა, რაც დღეის მდგომარეობით 222 მილიონ გამომწერს შეადგენს. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში სტრიმინგ გიგანტს საკუთარი შოუების, სერიალებისა თუ მხატვრული ფილმების წარმოება უწყობს ხელს, რომელიც აბსოლუტურდ ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. ასევე, მათ პროექტებში ჰოლივუდისა და ზოგადად სხვადასხვა ქვეყნების (რეგიონალური) ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას. სტრიმინგ გიგანტი თითქმის ყოველკვირეულად ახალ-ახალი, ხარისხიანი პროექტებით გვანებრიბრებს, სადაც მაყურებელთა უმეტესობისათვის საყვარელ მსახიობებს სთავაზობს როლებს. უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამაუწყებლო გიგანტის რჩეული რაიან რეინოლდსია, რომლის ახალი ფილმის თრეილერის პრემიერა სულ ახლახანს შედგა. არა ეს არც Red Notice-ია და არც 6 Underground, საუბარია The Adam Project-ზე…
უყურე The Adam Project-ის პროექტს
როგორც თრეილერიდან ხედავთ მოქმედება 13 წლის ადამის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, თუმცა მისი ცხოვრება ერთ ღამეს სრულად შეიცვლება. პატარა ადამი, რომელსაც Walker Scobell ასახიერებს მომავლიდან ბავშვობაში დაბრუნებულ საკუთარ თავს, დიდ ადამს (Rayan Reynolds) შეხვდება, რომელიც დროში მოგზაურობისას ავარიაში მოყვა. ორ ადამს, არაერთი სამეცნიერო ფანტასტიკის სტილის, რთული თავსატეხის ამოხსნა მოუწევს, რასაც აუცილელბად თავბრუდამხვევი ექშენი მოჰყვება. უფროს ადამს უმცროსი სახიფათო, თუმცა საკუთარი თავის აღმოჩენის გამაოგნებელ თავგადასავალში მიჰყავს, სადაც ისინი ერთად სანუკვარ ოცენბას აისრულებენ და ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვლილ მამას შეხვდებიან. თრეილერიდან მარტივი შესამჩნევია ის თუ რა სტილის ფილმი იქნება The Adam Project, ოჯახური, სათავგადასავლო კომედია, სადაც იუმორის ძირითადი ნაკადი რა თქმა უნდა რაიანზე იქნება აქცენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ რეინოლდსი ხშირად აღნიშნავს, რომ რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს ასახიერებს, ხშირად მის გმირებში ერთი და იგივე ნიშნები მარტივად შეინიშნება. ერთი სიტყვით დაგეგმილ ფილმშიც რაიანი გააკეთებს იმას რაც ყველაზე კარგად გამოსდის და მაყურბელსაც უყვარს, იქნება ენამახვილი, ქარიზმატული, სარკასტული და ირონიული, ასევე მზრუნველი და ერთგული, რა თქმა უნდა შესაბამი PG-13 რეიტინგის ფარგლებში და არა ისე როგორც მას მკვდარიაუზის ფრანჩიზაში ჩვევია!
ხსენებული მოკლე ანოტაციის გარდა, სხვა სახის ინფორამცია დაგეგმილი ფილმის შინაარსის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა პრემიერამდე ბევრი არ არის დარჩენილი, სადაც მაყურებელი სრულყოფილად შეიტყობს ყველაფერს. შეგახსენებთ, რომ ფილმის რეჟისორი შონ ლევია, რომელმაც რეინოლდსთან ერთად უკვე იმუშავა ერთ ფილმში, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგა – Free Guy. რეინოლდსა და სკობელს მარველის ვარსკვლავებიც შეუერთდებიან, ადამის გარდაცვლილი მამის როლს მარკ რუფალო შეასრულებს, ხოლო ჯენიფერ გარნერი და ზოი სალდანა სამსახიობო გუნდს ჯერ-ჯერობით უცნობი როლებით შეუერთდებიან.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის წინასწარი ჩვენებები სხვადასხვა ჯგუფებისათვის უკვე შედგა და მათი უმრავლესობა ფილმს ძალიან დადებითად ახასიათებს, ხოლო ზოგიერთი შედევრადაც კი მოიხსენიებს. ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ფილმი არის, სახალისო, ჩამთრევი, ემოციური და ნოსტალგიური. შედარებით უფროსი თაობა აღნიშნავს იმასაც, რომ 80-იანების სული შესანიშნავად არის გადმოცემული სურათში და მშვენივრად იმეორებს იმავე პერიოდის გარემოს. ზოგიერთი კი იმასაც აღნიშნავს, რომ ფილმის სტილიდან გამომდინარე სულ არ გეგმავდა სურათის ბოლოს ცრემლების დენას, თუმცა ასეთებიც ხშირი ყოფილა.
Th e Adam Project Netflix-ზე 2022 წლის 11 მარტს გამოვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ პირველი გამოხმაურებები The Adam Project-ის შესახებ დადებითი იყო, ხოლო ზოგიერთმა რაიან რეინოლდსისა და შონ ლევის უახლეს თანამშრომლობას 80-იან წლებში სრულყოფილი დაბრუნებაც კი უწოდა. Adam Project არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც Netflix-ის ჰორიზონტზე მოსჩანს. ნეთფლიქსს დაგეგმილი აქვს, The Grey Man, Knives Out 2, Slumberland და Enola Holmes 2, რომლებიც მიმდინარე წელსვე გამოვა