ჩვენს წინა სტატიაში მოგახსენეთ, „Warner“-ების იმ ფილმების შესახებ, რომელთა პრემიერებიც სამყაროში მიმდინარე ეპიდემიის გამო შეიცვალა. ასევე, მომდევნო სტატიაში ვნახეთ კინოსტუდიისა და „HBOMAX“-ის ერთობლივი თიზერ თრეილერი, სახელად „One Day Premiere“, რომელიც 2021-ში გვთავაზობდა „Mortal Kombat“-ის, „Dune“-ის, „Matrix 4“-ის, „Tom & Jerry“-ის, „Space Jam: Legacy-ის“, „Morbius“-ის, „Judas and The Black Messiah“-ის, „The Many Saints Of Newark“-ის, „Suicide Squad“-სა და „Godzilla vs Kong“-ის „HBOMAX“-ზე ნახვას . ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ სტუდია კინოთეტრებს გვერდს არ აუვლის, უბრალოდ თეატრალურ ჩვენებეთან ერთად ბლოკჯბასტერების ნახვა ონლაინ პლათფორმაზეც, HBMOMAX-ზეც იქნება შესაძლებელი. ამის გარდა „Warner“-ები პერიოდულად ზემოხსენებული ფილმების ოფიციალურ თრეილერებსაც ავრცელებენ, ახლა კი ე.წ „Monsterverse“-ის დროც დადგა…
„იმ დროს, როცა მონსტრები დედამიწაზე დაიარებიან, კაცობრიობა საკუთარი თავის გადასარჩენად ორი მონარქის, გოძილასა და კონგის შეჯახებას ცდილობს“. ეს სიტყვები „Godzilla vs Kong“-ის რეჟისორს, ადამ ვინგარდს ეკუთვნის.
ფილმის რეჟისორის სიტყვების შემდგომ თითქმის 3 წელიწადი გავიდა და ხანგრძლივი ლოდინის შემდგომ, ცოტახნის წინ „Godzilla vs Kong“-ის პირველი ოფიციალური თრილერის ნახვა გახდა შესაძლებელი:
უყურე Godzilla vs Kong-ის ოფიციალურ
თრეილერს adjaranet.com-ზე
პირველი თრეილერის ნახვისას რაც აუცილელბად აღსანიშნავი იყო ის, რომ ადამიანებს კონგი ჰყავთ დატყვევებული და გემის მეშვეობით შუა ოკიანეში გოძილასთან შესაბრძლოებლად მიჰყავთ. თრეილერიდან არ ჩანს როგორ შეძლეს ადამიანება კონგის დატყვევება, თუმცა ფაქტია, რომ მის მართვაში პატარა გოგონა დიდ როლს თამაშობს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა დამოკიდებულება აქვთ პატარა გოგონასა და გორილების მეფეს, თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ კონგი პატარა გოგონას ითვალისწინებს და იცავს კიდეც. ასევე, ნათლად ჩანს, რომ მეგრობრები ნიშნების ენით კონტაქტობენ და კონგს აბოლუტურად ყველაფერი ესმის. მეტი ინფორმაციის გაგება პირველი თრეილერიდან თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა ახლა, მაშინ როდესაც ფილმის პრემიერამდე სულ არაფერი რჩება ყველასაგან მოულოდნელად მეორე თრეილერის ნასვა გახდა შესაძლებელი:
https://t.co/VDHel8ip1h Here is the HD version if you need, Please enjoy your time. https://t.co/FCwMhWKeHO
— Katsumi_Mole (@vinctira) March 23, 2021
რაც პირველი თვალში გვხვდება არის ის, რომ დიზაინერებს კონგი ზედმეტად ანტრომორფული ჰყავთ შექმნილი, რაც ცოტა არ იყოს თვალს ჭრის. „მეფე კონგზე“ დაკვირვების გარეშეც შეიძლება მიმიკის შემჩნევა. მის სახეზე როგორც ადამიანისაზე იღბეჭდება მოწყენილობა, სიხარული, ბრაზი და ა.შ, რაც ე.წ მონსტერვერსისათვის უცნაურია. ასევე თრეილერიდან ნათლად ჩანს და ისმის კიდეც ნარატორის სიტყვები, რომ კაიჯუების ბრძოლა უკვე საკმაოდ დიდხანს, ასლეულებია მიმდინარეობს მიმდინარეობს. ასევე კადრში ვხედავთ იმ მომენტს, როდესაც კონგი მფრინავ ლურჯ „ხომალდებთან“ (სავარაუდოდ Xilien-ები – პლანეთშორისი დამპყრობლები, რომლებიც სხვადასხვა პლანეტებზე უზარმაზარ მონსტრებს აგზავნიან, რომ შემდგომში მარტივად დაიპყრონ ესა თუ ის პლანეტა) ერთად გაურკვეველ კუნძულზე იმყოფება, სადაც ამავე უცხოპლანეტელების დახმარებით შექმნის მის ნაჯახს, რომლესაც უკვე გოძილას წინააღმდეგ გამოიყენებს.
რაც ყველაზე საინტერესოა, რა თქმა უნდა თრეილერის უკანასკნელ წამებში ხდება, როდესაც მეტალის უზარმაზარი კონტეინერი იხსენება და იქიდან უშველებელი მეტალის, წითელთვალება მონტრი, Mechagodzilla ამოდის. მისი გამოჩენა სავარაუდოდ აზიელ ბოროტმოქმედს უნდა უკავშირდებოდეს, რომლის სახელიც ჯერ-ჯერობით არ ვიცით, თუმცა თრეილერის შინაარსისა და მიმდინარეობის მიხედვით მთვარი ანტაგონისტის როლს იგი უნდა ასრულებდეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ „Warner.Bros“-ს მონსტრების სამყაროსათვის (Monsterverse), „Godzilla vs Kong“ მე-4 ფილმი იქნება. პირველი 2014 წელს, „Godzilla“-ს სახით ვიხილეთ , შემდგომ 2017-ში დავტკბით „Kong: Skull Island“-ით, ხოლო 2019-ში შედგა „Godzilla: King of the Monsters“-ის პრემიერა.
ფილმში მონაწილეობას იღებენ კინოფრანჩიზის წინა ნაწილებიდან ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და ასევე ახალი მსახიობები: Millie Bobby Brown (Stranger Things) and Kyle Chandler (Manchester by the Sea), Julian Dennison (Deadpool 2), Brian Tyree Henry (Spider-Man: Into the Spider-Verse), Demian Bichir (The Nun), Alexander Skarsgard (Big LIttle Lies), Eisa Gonzalez (Baby Driver), Jessica Henwick (Underwater), Rebecca Hall (The Prestige) and Lance Reddick (John Wick: Chapter 3).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფილმის რეჟისორი ადამ ვინგარდია, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ Death Note, The Guest და V/H/S-ის ორი ნაწილი გადაიღო. იმედს ვიტოვებთ, ამ ორი საკულტო მხეცის შერკინება ნამდვილად საინტერესო იქნება და ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მაყურბელს გაუჩნდება „რომელი აღმოჩნდება გამარჯვებული?“ იქნება.
ბლოკბასტერის პრემიერა კინოთეატრებსა და „HBOMAX“-ზე 31 მარტს არის დაგეგმილი