ჰერბერტ უელსი, მე-19-20 საუკუნეების მწერალია, რომელმაც საკუთარი რომანით დედამიწა დროის მანქანებით დაავირუსა და არცაა გასაკვირი, რომ დღემდე ამ თემისადმი ინტერესი არ ჩამცხრალა.
იცოდით, რომ „THR“-ის გამოკითხვის თანახმად, რომელშიც რესპოდენტებს უნდა ეპასუხათ თუ რომელი კინოფრანჩიზის გაგრძელების ხილვა სურთ ყველაზე მეტმა ადამიანმა, კერძოდ კი 71%-მა რობერტ ზემეკისის ფანტასიკას „უკან მომავალში“ დაუჭირა მხარი.
რობერტ ზემეკისმა აბსოლიტრად საკულტო და ეპოქალური ფრანჩიზა შექმნა, ფილმი, სადაც მარტი და დოკი (ფილმის პროტაგონისტები) 80-იანი წლების DeLorean-ში ჩასვა და დროში სამოგზაუროდ გაუშვა. რამდენჯერ ჩაფიქრებულხართ, ბავშვურად გდომებიათ დროში დაბრუნება, იქ რაიმეს შეცვლა და შემდგომ უკეთეს აწმყოში დაბრუნება, ან/და საერთოდ მომავალში თუნდაც საკუთარი თავისათვის ცალი თვალით შეხედვა, რას მიაღწიე, რა შექმენი, რად დადექი, მაგრამ მეტად საინტერესო რათქმაუნდა შედეგებია. თქვენს მიერ შეცვლილი წარსულის ან გაგებული მომავლით როგორი აწმყო დაგხვდათ. ამ ჩახლართულ შეკითხვაზე, თავისებურად, თუმცა საინტერესოდ პასუხობს ზემეკისი ფილმი, სადაც მან მოახერხა და მოვლენათა განვითარება ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის საინტერესო გახადა. მან გვითხრა, რომ კაცობირობის არსებობის მანძილზე ადამიანებს ერთი და იგივე პრობლემები აწუზებდათ.
შესაბამისად, რადგან „Cinemania“- „Adjaranet“-თან ერთად კვლავ აგრძელებს კამპანიას #სანახავიჯერკიდევბევრიგაქვს, არც მომავალი ან/და წარსულია გამონაკლისი. სანახავი ზუსტადაც რომ მომავალია და შესაცვლელი კი წარსული. „Deadpool“-ს იდეას დავესესხები და ვიმოგზაურებდი 1889 წლის 20 აპრილის ავსტრიაში და აკვანში მყოფ ჰიტლერს მოვინახულებდი. თქვენ რას იზამდით პატარა „Delorean“ რომ გყოლოდათ.