Netflix-ის გამომწერთა რაოდენობსა ყოველთვიურად იზრდება და მიმდინარე ეტაპზე ასტორნომიულ ციფრსაც მიუახლოვდა და დღეის მდგომარეობით თითქმის მეოთხედ მილიარდს მიაღწევს. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში სტრიმინგ გიგანტს საკუთარი შოუების, სერიალებისა თუ მხატვრული ფილმების წარმოება უწყობს ხელს, რომელიც აბოლიტურდ ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. ასევე მათ პროექტებში ჰოლივუდისა და ზოგადად სხვადასხვა ქვეყნების (რეგიონალური) ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ სტრიმინგ გიგანტი თითქმის ყოველკვირეულად ახალ-ახალი, ხარისხიანი პროექტებით გვანებრიბრებს, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მაყურებელთა ყურადღება ადამ მაკკის შავი კომედიისაკენ „Dont Look Up“-კენ იყო მიპყრობილი, რომლის პრემიერაც სულ ახლახანს შედგა
ფილმში მონვლენები ორი შედარებით უცნობი ასტრონომის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც სხვადასხვა მედია საშულებებითა და არამარტო ცდილობენ დედამიწის მოსახლეობის გაფთხილებას, გარდაუვალი აპოკალიფსის შესახებ – ლურჯ პლანეტას უზარმაზარი კომეტა უახლოვდება. მათი არავის სჯერა, შტატების ხელისუფლება კი სიმართლლის დამავლას ცდილობს და სრულმასშტაბიანი პანიკის არიდების მიზნით ყველა საშუალებას იყენებს იმისავის, რომ „მეამბოხეებს“ ხმის ამოღების შესაძლებლობა არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ აპოკალიფსისა და მათ შორის დედამიწის კომეტის მეშვეობით განადგურების შესახებ არაერთი ფილმი გვაქვს ნანახი, ნეთფლიქსი, ფილმის რეჟისორთან, ადამ მაკკეითან ერთად დაუვიწყარ სანახაობას დაგვპირდა და შეიძლება ითქვას, რომ პირობა ნაწილობრივ შეასრულეს.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ფილმის მნახველები ორ ბანაკად გაიყვნენ, ერთნი ვისაც ფილმი ძალიან მოეწონათ და ისინი ვინც ამობებ რომ გაცილებით მეტს ელოდნენ. უნდა ითქვას ის, რომ, მაკკეიმ და ნეტფლიქსმა მართლაც საინტერესო პროექტი შემოგვთავაზეს, თუმცა გარკვეული მინუსებით. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება, სრულყოფილი განათება, მაკკეისათვის დამახასიათებელი ტექსტები ეკრანზე და ოსკაროსანი კინემატოგრაფისტის, ლინუს სენდგრენის შესანიშნავი ნამუშევრი. მიუხედავად იმისა, რომ მაკკეი ცნობილია თავისი იუმორით და ფილმიც ჩანაფიქრის მიხედვით სატირიკული შავ კომედია უნდა ყოფილიყო, ხშირად იგრძნობა ჩავარდნები, განსაკუთრებულად ფილმის ბოლოს, როდესაც ყველაფერი ზედმეტად დრამატული ხდება. ასევე რატომღაც მაკკეი სრულიად მოულოდნელად გვთავაზობს უაზროდ ხანგრძლივ და მოსაწყენ კადრებს (მცენარეები, ბავშვები, ხვლიკები და ა.შ.) რომლებიც ერთი შეხედვით არავითარ აზრს არ ატარებს, ხშირად აღნიშნული ღიმილსაც კი იწვევს, თუმცა არამგონი რომ ეს გამიზნული ყოფილიყო…
შეგახსენებთ, რომ ფილმში ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“ – ქეით ბლანშეტი, მერილ სტრიპი, ტიმოტი შალამე, ჯონა ჰილი, მელანი ლინსკი, არიანა გრანდე, მეთიუ პერი, კრის ევანსი, ტაილერ პერი, რობ მორგანი, მარკ რაილანსი, კიდ კუდი, ჯინა გერშონი და რონ პერლმანი, ხოლო მთავარ როლებში ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი. ერთი შეხედვით მსგავსი სამასხიობო გუნდი ფილმზე მხოლოდ დადებითად უნდა ასახულიყო, თუმცა არა. დრო გაბრწყინებისათვის ვერც ერთ მსახიობს ვერ ეყო, გამონაკლისად შეგვიძია კეიტ ბლანშეტისა და ტაილერ პერის დუეტი ჩავთვალოთ, სადაც მსახიობები ტელეწამყვანების როლებს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო და ჯენიფერი შესანიშნავად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, ხანდახან მათ საკუთარი პერსონაჟები ღალატობენ, რომლებიც მაყურებელთა ყურადღებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჭერენ.
ზოგადად ისაუბრო ფილმზე სპოილერების გარეშე საკმაოდ რთულია და ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარი დასკვნა ფილმზე თავად უნდა გააკეთოს. სურათი ცდილობს იყოს დრამა, ცდილობს იყოს სატირა და ცდილობს იყოს შავი კომედია, ცოტ-ცოტა წარმატებას ყველგან აღწევს, თუმცა დაწყებული საქმე ბოლომდე ვერცერთი მიმართულებით ვერ მიჰყავს. რონ პერლმანის, ჯონა ჰილისა და მერილ სტრიპის გამოჩენები ხშირად გაგახალისებთ, იქნება მომენტები, როდესაც ყველაფერი ძალიან მოსაწყენი გახდება, იქნება სცენები, რომლებიც დრამატული აღმოჩნდება და იქნება კადრები, რომელიც გაგიჩენთ შეკითხვას – რატომ? ფილმზე ცუდიაო ვერც ამას ვვიტყვით, თუმცა როგორი მოლოდინებიც იყო ფილმის ირგვლივ ისინი ნამდვილად ვერ გაამართლა. მაგრამ საბოლოოდ ერთი რამ ნათელია, ფილმი აუცილელბად იმსახურებს თქვენ ყურადღებას, ხოლო დანარჩენს კი თავად განსჯით, იმსახურებს თუ არა ფილმი იმ შეფასებებს, რომელიც მას მიმდინრე ეტაპზე გააჩნია – imdb 7.4 ★, Rotten Tomatoes AUD – 77%