არაერთი საათი, უამრავი ენერგია, ოფლი და ცრემლია დაღვრილი იმისათვის, რომ მაყურებელმა ხარისხიანი და კარგი ფილმები იხილოს. თანამედროვე ეპოქაში, იმ პირობებში, სადაც ფილმებში მონაწილეობის მისაღებად წარმოუდგენლად დიდი კონკურენციაა, სხვადასხვა მსახიობები სულ პატარა როლებზეც კი არ ამბობენ უარს, განსაკუთრებულად მაშინ, თუ ეს კარიერის დასაწყისში ხდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ყოველ ჩვენთაგანს ჰყავს საყარელი კინომსახიობი, ზოგსაც რამოდენიმე, რომლელთა ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა ამა თუ იმ ფილმს განსხვავებულსა და დაუვიწყარს ხდის, თუმცა ეს შეგრძნებები ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც აღნიშნული მსახიობის თუ ცნობილი ადამიანის კარიერას დასაწყისიდან ადევნებ თვალყურს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცნობილი ადამიანების შესახებ არაერთი სახალისო ფაქტი შევიტყვეთ და ამასთან ერთად მოვიძიეთ უამრავი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვნები იყო ჩვენი საყვარელი მსახიობების, მომღელებისა თუ ზოგადად ცნობადი სახეების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მაგალითად როგორ გამოიყურებოდნენ ისნი ბავშვობაში ან/და როგორ იმატებდნენ თუ იკლებდნენ წონაში ერთი ფილმიდან მეორემდე. თუმცა არასადოეს შევხებივართ იმ მსახიობებს, რომლებმაც უკვე შემდგომში, საკულტოდ ქცეულ როლბზე უარი განაცხადეს. არავინ იცის, რამდენად „ისტორიული“ გახდებოდა ესა თუ ის პერსონაჟი სხვა მსახიობის შესრულებით, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ზოგიერთმა A რანგის ჰოლივუდის მსახიობმა, საკმაოდ საინტერესო და სამომავლოდ ცნობილ როლზე უარი განაცხადეს.
შესაბმისად გვინდა წარმოგდინოთ ეს მსახიობები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზებით უარი განაცხადეს უდაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟების განსახიერებაზე: