სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

Cinemania ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
რუბრიკა გასართობი, კადრში და კადრს მიღმა, კინოგურმანი, საინტერესო, სახალისო, სიახლეები, ფოტოები, ცნობილი ადამიანები
0
მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კინოინდუსტრია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა და სხვადასხვა კინოსტუდიები საუკეთესო პროდუქტის შექმნაში ერთმანეთს ეჯიბრებიან და ჯანმრთელი კონკურენციის პირობებში იქმენა პროდუქტი, რომელშიც მაყურებლი თანხას არ იშურებს. იმისათვის, რომ ფილმი წარმატებული გახადო, გარდა კარგი რეჟისორის, პროდუსერის, გადამღები ჯგუფისა და სხვა მნიშნველოვანი დეტალებისა აუცილებელია კარგი და ცნობილი მსახიობები, ე.წ MovieSellers-ები  (ვის გამოც მაყურბელი ფილმის საყურებლად მიდის). წარმატებულ ფილმებში რა თქმა უნდა სახელგანთქმული მსახიობები იღებენ მონაწილეობას და წარმოუდგენლად დიდ გასამრჯელოს იღებენ. მაგალითად, რობერტ დაუნი უმცროსმა „Avengers“-ის ფრანჩიზის უკანასკნელ ორ ფილმში „Infinity Saga“-ში, ჰონორარის სახით ერთბაშად 80 მილიონ აშშ დოლარი მიიღო. მსგავსი სახის ინფორმაცია, ასევე როგორც მსახიობების მიერ სარფიან შემოთავაზებებზე უარის თქმის საკითხები ჩვენ უკვე ერთხელ გავიხილეთ ჩვენს წინა სტატიში, თუმცა ახლა გვაქვს სურვილი შემოგთავაზოთ ის მსახიობები, რომლებმაც უბრალოდ საკმაოდ ცნობილ, გავლენიან და საკულტო პერსონაჟების გასახიერებაზე ამა თუ იმ მიზეზით თქვეს უარი. არავინ იცის, რამდენად „ისტორიული“ გახდებოდა ესა თუ ის პერსონაჟი სხვა მსახიობის შესრულებით, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ზოგიერთმა A რანგის ჰოლივუდის მსახიობმა, საკმაოდ საინტერესო და სამომავლოდ ცნობილ როლზე თქვეს უარი:

Hannibal Lectеr (The Silence of the Lambs, 1991)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
კრისტოფერ ლოიდი, პატრიკ სტიუარტი, ფორესტ სტივენ უიტაკერი და სხვა ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან შონ კონერი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ დიუვალი, ჯეკ ნიკოლსონი და რობერტ დე ნირო განიხილებოდნენ ჰანიბალ ლექტორის როლზე. შონ კონერიმ უარი თქვა როლზე და აღნიშნა, რომ სცენარი „ამაზრზენი” იყო, ხოლო რობერტ დე ნირო ზედმეტად დიდხანს ფიქრობდა… რეჟისორმა დუვალისგან პასუხი საერთოდ არ მიიღო. ვისაც არ უყოყმანია არც ერთი წამი ენტონი ჰოპკინსია… მან ოსკარიც მიიღო…

Edward Lewis (Pretty Woman, 1990)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
ამ რომანტიკულ კომედიაში რიჩარდ გირი ასრულებს ბიზნესმენ ედვარდ ლუისს როლს. მსახიობი ოქროს გლობუსზეც იყო ნომინირებული. მაგრამ ედვარდის როლი შეიძლებოდა სრულიად სხვა  მსახიობის შეესრულებინა – შონ კონერი, ჰარისონ ფორდი, სილვესტერ სტალონე და ჯონ ტრავოლტა. მაგრამ ყველა მათგანმა უარი თქვა როლზე სხვადასხვა მიზეზის გამო.

Paul Sheldon (Misery, 1990)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
ჯეიმს კაანმა შეასრულა მწერლის, პოლ შელდონის როლი ოსკაროსან თრილერში Misery, რომელიც დაფუძნებულია სტივენ კინგის რომანზე. მან მიიღო სატურნის ჯილდოს ნომინაცია თავისი ნამუშევრებისთვის. მაგრამ სანამ მსახიობი როლს მიიღებდა, პერსონაჟის განსახიერებს უორენ ბიტის, რობერტ დე ნიროს, მაიკლ დუგლასს, რიჩარდ დრეიფუსს, ჰარისონ ფორდს, მორგან ფრიმანს, მელ გიბსონს, ჯინ ჰეკმენს, დასტინ ჰოფმანს, უილიამ ჰურტს (ორჯერ), კევინ კლაინს, ალ პაჩინოს, რობერტ რედფორდს, დენზელ ვაშინგტონსა და ბრიუს უილისს შესთავაზეს . ყველა მათგანმა უარი თქვა, ხოლო  წლების შემდეგ, უილისმა ეს როლი ბროდვეის სპექტაკლში შეასრულა.

Walter White (Breaking Bad, 2008-2013)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
ბრაიან კრენსტონი საკულტო სერიალ Breaking Bad-ში პროტაგონისტს ასახიერებს. ის შოურანერმა ვინს გილიგანმა აირჩია. მაგრამ პროდიუსერებს ეს იდეა არ მოეწონათ და მათ როლი ორ მსახიობს, ჯონ კიუსაკსა და მეთიუ ბროდერიკს შესთავაზეს. თუმცა, როდესაც ორივე მათგანმა უარი თქვა, სტუდიის ხელმძღვანელები დათანხმდნენ კრენსტონს უოლტერ უაიტის როლი რომ შეესრულებინა.

General Zod (Man of Steel, 2013)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
ზაკ სნაიდერის ფილმში მაიკლ შენონმა განასახიერა მთავარი ბოროტმოქმედი, გენერალი ზოდი. ის მოვიდა კრიპტონიდან დედამიწის დასაპყრობად და დასამონებლად. საინტერესოა, რომ ის შეიძლება ვიგო მორტენსენსა ან/და დენიელ დეი-ლუისს განესახიერებინათ…

Green Goblin (Spider-Man, 2002)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
მწვანე გობლინის როლი მელ გიბსონს, ჯონ ტრავოლტას, რობერტ დე ნიროს და სხვა მსახიობებს შესთავაზეს, ასევე როგორც ნიკოლას კეიჯს, ჯონ მალკოვიჩს და ჯიმ კერის. ყველა მათგანმა უარი თქვა. საბოლოოდ როლი უილიამ დეფოს ერგო…

Captain John Miller (Saving Private Ryan, 1998)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
ტომ ჰენკსმა განასახიერა კაპიტანი ჯონ მილერი, რომელიც იღებს ბრძანებას, იპოვონ რაიანი და დააბრუნოს შინ. თავდაპირველად როლზე მელ გიბსონი და ჰარისონ ფორდი განიხილებოდნენ, მაგრამ რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ჰენქსი აირჩია.

Maximus (Gladiator, 2000)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
მაქსიმუსის როლი რასელ ქროუმ შეასრულა და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ოსკარიც მიიღო. შესაძლოა, ფილმი ასეთი წარმატებული არ ყოფილიყო, მაქსიმუსი სხვა მსახიობს რომ განესახიერებინა. ანტონიო ბანდერასი, ჰიუ ჯეკმენი ან მელ გიბსონი მოიაზრებოდნენ თავიდან როლებზე, თუმცა მათ უარი თქვეს.

Stuart “Stu” Shepard (Phone Booth, 2002)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
პროტაგონისტის როლი თავდაპირველად შესთავაზეს მარკ უოლბერგს, ნიკოლას კეიჯს, ტომ კრუზის, მელ გიბსონს და ჯიმ კერის შესთავაზეს. ყველა მათგანმა უარი თქვა. სხვათა შორის, კერი თავიდან დათანხმდა, მაგრამ შემდეგ უარი თქვა, ხოლო უოლბერგმა გადაწყვიტა მაიმუნების პლანეტის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება. საბოლოოდ როლი კოლინ ფარელს შეხვდა…

Alonzo Harris (Training Day, 2001)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic
ამ ფილმში ორი მთავარი როლიდან ერთ-ერთი კორუმპირებული დეტექტივი, ალონცო ჰარისია, რომელიც დენზელ ვაშინგტონმა განასახიერა. ფილმმა მრავალი ჯილდო მიიღო, ხოლო დენზელს  ფილმმა ოსკარი მოუტანა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში

God (Bruce Almighty, 2003)

11 Characters Nobody Wanted to Play That Ended Up Becoming Iconic

როგორც გახსოვთ, ამ კომედიაში ღვთის როლი მორგან ფრიმენმა შეასრულა. თუმცა, თავდაპირველად ის ჯეკ ნიკოლსონსა და რობერტ დე ნიროს შესთავაზეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს…

განსახიერებაგმირებიმსახიობებიპერსონაჟებიროლებიროლის შესრულებაუარიფოტოფოტოსურათებიჩანაცვლებაცნობილი ადამიანები
Previous Post

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

Next Post

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

Next Post
!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

გასართობი

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ახლა კითხულობენ

“Legendary” კომიქსის ადაპტაციას გადაიღებს

“Legendary” კომიქსის ადაპტაციას გადაიღებს

ავტორი Cinemania
1 აპრილი, 2019
0

“Won’t You Be My Neighbor?”-მა დოკუმენტური კინოს კრიტიკოსთა ჯილდო მიიღო

“Won’t You Be My Neighbor?”-მა დოკუმენტური კინოს კრიტიკოსთა ჯილდო მიიღო

ავტორი Cinemania
11 ნოემბერი, 2018
0

ხოაკინ ფენიქსს წარმოდგენა არ აქვს ჯოკერის როლი თუ უნდა ითამაშოს…

ხოაკინ ფენიქსს წარმოდგენა არ აქვს ჯოკერის როლი თუ უნდა ითამაშოს…

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2018
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020