იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მუდმივი საკითხი კინემატოგრაფიაა, გვინდა თქვენი ყურადღება ამჯერად მსახიობებისაკენ მივიპყროთ. ხშირად ხდება ისე, რომ მსახიობებს მათი პერსონაჟების სახელებით იმახსოვრებენ, მაგალითად ის ბიჭი, რომელიც კევინ მაკალისტერს თამაშობს, ან ჯოკერი, რომელიც ფანქრით ჯადოსნურ ტრიუკს აკეთებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცნობილ პერსონაჟებზე ელენ რიპლისა (სიგურნი უივერის პერსონაჟი მხტ. ფილმში უცხოში) და მარტი მაკფლაიზე (მაიკლ ჯ. ფოქსის პერსონაჟი ფან. ჟანრის ფილმში უკან მომავალში), რომელთა მსახიობების სახელი ნაკლებად ვინმემ იცის. ეს ის ნათელი მაგალითებია, როდესაც მსახიობი და პერსონაჟი ერთნი ხდებიან და მათი განცალკევება მაყურებლისათვის ხანდახან რთულიც კი ხდება.
შესაბამისად გვინდა წარმოგდიგინოთ ბრუკლინელი დიზაინერის Angela Norris-ის პროექტი, სადაც არტისტმა სახელგანთქმული მსახიობები, მათ მიერ განსახიერებული საკულტო პერსონაჟების გვერდით დააყენე და ჩვენ, მაყურებელს მოგვცა საშუალება კიდევ ეთხელ შეგვეხედა იმ ტანდემისათვის, რასაც შესანიშნავი მსახიობი და საინტერესო პერსონაჟი ჰქვია. განსაკუთრებულად საინტერესოს ამ ყველაფერს კი ის ფაქტი ხდის, რომ ამჯერად გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მხოლოდ ის მსახიობები, რომლებმაც ცნობილი პერსონაჟები საშინელებათა ჟანრის ფილმებში განასახიერეს და დიდი ალბათობით მათ სახელი თავად პერსონაჟის სახელმა და ცნობადობამ გადაფარა: