სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

Moon Knight-ის ახალი თიზერი და ყველაფერი რაც Marvel-ის ახალი სერიალის შესახებ ვიცით

Cinemania ავტორი Cinemania
15 იანვარი, 2022
რუბრიკა გასართობი, თრეილერი, კინოგურმანი, კლუბი, საინტერესო, სიახლეები
0
Moon Knight-ის ახალი თიზერი და ყველაფერი რაც Marvel-ის ახალი სერიალის შესახებ ვიცით
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ უკვე არაერთხელ განვიხილეთ მარველის კინოსამყაროში მიმდინარე მოვლენები და ამასთან ერთად შევეხეთ დაგეგმილი ბლოკბასტერებისა თუ TV შოუების პრემიერის თარიღებს, ასევე როგორც მათში მონაწილე მსახიობებსა და პერსონაჟებს. კეპი, რკინის კაცი, ჰალკი, თორი და სხვა,  ის სუპერგმირიები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა თავბრუდამხვევ ისტორიებში იღებდნენ მონაწილეობას და არაერთხელ დაამარცხეს წარმოუდგენლად ძლიერი ბოროტმოქმედები.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მარველის მეოთხე და მეხუთე ფაზებისათვის არაერთი მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი, ტვშოუ და ანიმაციაა დაგეგმილია და გამოსული. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის ბოლოდან დისნეისა და მარველის არაერთი პროექტი ვიხილეთ: „The Falcon and The Winter Soldier“, „WandaVision“,  „Loki“, „Black Widow“,  „What If?!“ და სხვა.  „Shang-Chi and The Legend Of The Ten Rings“-ის, „Eternals“-ის, „Hawkeye“-სა და „Spider Man: No Way Home-ის“ ყურება სულ ახლახანს დავასრულეთ და ნელ-ნელა უახლოვდებით იმ ნიშნულს, სადაც ძველი პერსონაჟები მაქსიმალურად ახლებით ჩანაცვლდებიან. ჩვენი წინა სტატიებიდან გაიგებდით, რომ მარველის გაფართოებულ კინოსამყაროში „Moon Knight“-იც ჩაერთვება, პერსონაჟი, რომელიც კომიქსების მოყვარულთათვის 70-იანი წლებიდან არის ცნობილი, ხოლო დანარჩენი მაყურებელი კი მას დაგეგმილი ტელესერიალიდან გაიცნობს.

შეგახსენებთ, რომ „Moon Knight“ ცნობილია, როგორც მარკ სპექტორი, ყოფილი შტატების ჯარისკაცი, რომელიც ღალატის შედეგად მოკლეს, თუმცა ეგვიპტის მთვარის ღმერთთან დადებული გარიგების შედეგად რეინკარნირებულ იქნა და ახლა ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის. პერსონაჟისა და დაგეგმილი სერიალის შესახებ ნელ-ნელა მეტი და მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, მათ შორის ის რომ მომავალ ორშაბათს, 17 დეკემბერს „Moon Knight“-ის სრულფასოვანი თრეილერის პრემიერა შედგება, სადაც გამოსვლის თარიღსა და ზოგადად დაგეგმილი სერიალის შესახებ ზოგად ინფორმაციას გავიგებთ. მანამდე კი სტუდიამ საკუთარ Twitter-ის გვერდზე შოუს კიდევ ერთი თიზერი გაავცელა და მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო სულ რაღაც 15 წამიანი გრძელდება, საკმაოდ ბევრი ახალი და საინტერესო დეტალის შემჩნევა გახდა შესაძლებელი:

მეორე თიზერი

Tune in MONDAY for the world trailer premiere of the all-new @disneyplus original series, @marvelstudios’ #MoonKnight 🌙 during the NFL Super Wild Card matchup on @espn/@abcnetwork. pic.twitter.com/p248BIAcM7

— Hulu (@hulu) January 15, 2022

თიზერიდან რამოდენიმე საკმაოდ საინტერესო ფაქტი ხდება ცნობილი, პირველი ის რომ მთვარის რაინდი, საკმაოდ ცივსისხლიანი პერსონაჟი იქნება, რასაც მარტივად მისი ზურგით დგომა და ჩვენთვის უცხო პერსონაჟისათვის გამეტებით სახეში რტყმა ამტკიცებს,  ასევე შეგახსენებთ, რომ „Moon Knight“-ი მარკ სპექტორის ალტერ ეგოა, რომელიც ეგვიპტის ღმერთის, ხონშუს ნების გამტარებელია, ასევე პერსონაჟს „იდენტურობის დისოციაციური აშლილობა“ აწუხებს, მარტივად რომ ვთქვათ პიროვნების გაორება, რასაც ოსკარ აიზეკის სარკის წინ დგომა და წამიერი გარდასახვა ამტკიცებს. მას საკუთარ თავში შექმნილი ჰყავს არაერთი პიროვენბა, რომლებსაც სხვადსხვა ხასიათი გააჩნიათ, სხვადასხვა როლებს ასრულებენ და განსხვავებული საქმიანობების სპეციალისტებიც არიან. მთვარის რაინდის ეს კანონიკური შტრიხიც აუცილებლად იქნება გამეორებული სერიალში. ამის შემჩნევის საშუალებას თავად პერსონაჟ(ებ)ი იძლევა, როდესაც იგი საუბარს იწყებს იმის შესახებ, თუ როგორი ძნელია ვერ არჩევდე სიზმარსა და ცხადს. თრეილერში ასევე ისმის პერსონაჟის ალტერ ეგოების ხმაც, რომლებსაც თავისთავად საუბრის დროს ხმის ტემბრი და რითმი ეცვლებათ (იხილეთ პირველი თიზერი). ხშირად „Moon Knight“-ს Batman-ს ადარებდნენ, რადგან, როგორც ბრიუს უეინი, ასევე მარკ სპექტორი წარამტებული ბიზნესმენია. ორივეს შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ, რასაც რა თქმა უნდა გაჯეტების შექმნასა და ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ. ორივე შესანიშნავი გამომძიებელია და მიუხედავად იმისა, რომ ორივე საკმაოდ რაციონალურ პერსონაჟია, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. მათ შორის ერთი დიდი განსხვავება მაინც რჩება, მთვარის რაინდს სუპერძალები გააჩნია და იგი ცეცხლსასროლ იარაღსაც იყენებს.

პირველი თიზერი

აქვე შეგახსენებთ, რომ საწყისი ეტაპისათვის მთვარის რაინდის შესახებ დაიგეგმა 55-60 წუთიანი ქრონომეტრაჟის ექვსი ეპიზოდისაგან შემდგარი ტელესერიალი, რომლის გადაღებებიც ბუდაპეშტში მიმდინარეობდა.  ოსკარ აიზეკი, რომელიც „Moon Knight“-ს განასახიერებს, მარველის კინოსამყაორში მანამდეც გამოჩენილა და 2016 წლის „X-Men: Apocalypse“-ში , უძველესი მუტანტის, „Apocalypse“-ის როლი შეასრულა, თუმცა მისი ხსენებულ როლში ამოცნობა საკმაოდ რთული საქმეა. შესაბამისად სუპერძალების მქონე პერსონაჟების გასახიერება მსახიობისათვის რაიმე ახალი არ იქნება, თუმცა ის რომ მსახიობს ერთი პროექტის ფარგლებში ხუთამდე პერსონაჟის გასახიერება მოუწევს მაინც საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება. ასევე, თუ პროტაგონისტზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი მეტოკეც. ცნობილია რომ Moon Knight-ში ბოროტმოქმედს Ethan Hawk განასახიერებს, რომელიც სულ ერთი წამით გამოაჩინეს და მოკლე წინადადების თქმა მოასწრებინეს „There’s Chaos in You“ (შენში ქაოსია). თავად ითანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან მისი პერსონაჟი David Koresh-ის მაგალითზე შექმნა (დევიდ კორეში დავითიანების სექტის ლიდერი იყო, რომელმაც 1993 წელს ტექსასის ერთ-ერთ ქალაქში, სექტის სხვა წარმომადგენელთან ერთად საკუთარი „ციხესიმაგრიდან“ ცეცხლი გაუხსნა შტატების ჯერ პილიციას, შემდგომ კი FBI-სა და თავდაცვით ძალებს. ოპერაცია 1993 წლის 17 თებერვალს დაიწყო და 51 დღე მიმდინარეობდა, საბოლოოდ სექტის აბსოლუტურად ყველა წევრი გარდაიცვალა (ხანძარში), მათ შორის 21 ბავშვი (ბავშვები თავად სექტის წევრებმა იარაღიდან დახოცეს). მთვარის რაინდს კომიქსებში საკმაოდ ბევრი მეტოქე ჰყვს, შესაბამისად რთულია წინასწარ თქვა თუ ვინ იქნება მთავარი ბოროტმოქმედი ხსენებულ სერიალში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ითანის კალიბრის მსახიობი ნებისმიერ დავალებას გაართმევს თავს. თუ ამომწურავ არა, დაახლოებით ინფორამციას სულ რაღაც 2 დღეში გავიგებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ წესით სერიალში მოვლენები ეგვიპტის ღმერთების დაპირისპირების ირგვლივ უნდა განვითარდეს, სადაც დრო ასევე გამოძიებებსა და საინტერესო Plot Twist-ებს დაეთმობა. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ სერიალის პრემიერა იმაზე უფრო ადრე შედგება ვიდრე მას ელოდნენ და ვარაუდობენ რომ ეს მარტის დასაწყისში მოხდება.

Black Spectre
შესაძლო ბოროტმოქმედი – Black Spectre: ხსენებული სახელით მარველის სამყაროში ორი ადამიანი, Carson Knowles და Ryan Trent იყვნენ ცნობილნი. ორივე მათგანი Moon Knight-ს უწევდნენ წინააღმდეგობას და ორივე მათგანისათვის Black Spectre ალტერ ეგოა. ფანები „The Falcon and The Winter Soldier“-სა და „WandaVision“-ში აღმოჩენილი სხვადასხვა საინტერესო დეტალებით, ხსენებულ ბოროტმოქმედს უწინასწარმეტყველებენ სერიალში გამოჩენას, თუმცა ამის გასაგებად მინიმუმ Treiler-ს უნდა დაველოდოთ

შეგახსენებთ, რომ პერსონაჟი პირველად 1975 წელს, Werewolf by Night #32-ში გამოჩნდა. მისი შემქმნელები მწერალი დაგ მოენჩი და მხატვარი დონ პერლინი არიან. რაც შეეხება Moon Knight-ის ძალებს აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მას დეტექტივის არაჩვეულებირივი შესაძლებლობები გააჩნია, ასევე სრულფასოვნად ფლობს არაერთ საბრძოლო ხელოვნებასა და ცეცხსასროლ იარაღს. მას ზებუნებრივი ფიფიზკური ძალა, სიჩქარე და გამძლეობა გააჩნია, რომელთა სიმძლავეზე  მთვარის ციკლი დიდ ზეგავლენას ახდენს. როგორც უკვე ვახსენეთ, კომიქსების თანახმად, პერსონაჟს „იდენტურობის დისოციაციური აშლილობა“, მარტივად რომ ვთქვათ პიროვნების გაორება აწუხებს.

moon knightteasertrailerთიზერითრეილერიითან ჰოკიმთვარის რაინდიოსკარ აიზეკი
Previous Post

რატომ უნდა დაიწყოთ ჯეიმს განის PeaceMaker-ის ყურება (Spoiler Free რევიუ)

Next Post

ცნობილი ადამიანები საკუთარი ახალგაზრდობის გვერდით (108 ფოტოსურათი)

Next Post
ცნობილი ადამიანები საკუთარი ახალგაზრდობის გვერდით (108 ფოტოსურათი)

ცნობილი ადამიანები საკუთარი ახალგაზრდობის გვერდით (108 ფოტოსურათი)

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

გასართობი

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ახლა კითხულობენ

10 საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

10 საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ავტორი Cinemania
23 სექტემბერი, 2017
0

ოდესის მე-9 კინოფესტივალი

ცნობილია ოდესის მე-9 კინოფესტივალის გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
22 ივლისი, 2018
0

თრეილერი: “Doom Patrol” – DC-ის კომიქსის ახალი ტელეეკრანიზაცია

თრეილერი: “Doom Patrol” – DC-ის კომიქსის ახალი ტელეეკრანიზაცია

ავტორი Cinemania
17 თებერვალი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020