ჩვენი წინა სტატიებიდან გაიგებდით, რომ მარველის გაფართოებულ კინოსამყაროში „Moon Knight“-იც ჩაერთვება, პერსონაჟი, რომელიც კომიქსების მოყვარულთათვის 70-იანი წლებიდან არის ცნობილი, ხოლო დანარჩენი მაყურებელი კი მას დაგეგმილი ტელესერიალიდან გაიცნობს. რამოდენიმე დღის წინ და გუშინ ჩვენ შემოგთავაზეთ ხანმოკლე თიზერი და ახალი თრეილერი დაგეგმილი შოუს შესახებ ასევე გთავაზობდით სრულ ინფორმაციას, რომელიც შოუს შესახებ იყო ცნობილი.
დღეს კი მსოფლიო კინემატოგრაფიისათვის, განსაკუთრებით კი ფრანგული კინოსათვის ტრაგიკული დღეა, რადგან სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ გასპარ ულიელი გარდაიცვალა…
Hollywood Reporter იუწყება, რომ სამშაბათს საფრანგეთში, სავოიას რეგიონის ერთ-ერთ ფერდობზე თხილამურებით სრიალისას ფრანგმა მსახიობმა, შეჯახების შედეგად თავ-კისრის მძიმე ტრამვა მიიღო. მისი აგენტისა და ოჯახის თქმით, ის ვერტმფრენით გრენობლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მომდევნო დღეს, ოთხშაბათს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მსახიობი „Hannibal Rising“-ში, ახალგაზრდა ჰანიბალ ლექტორის როლის შესრულებისათვის გახდა ცნობილი, ფილმი, რომელიც მისი პირველი ინგლისურენოვანი სურათი იყო, ხოლო მოგვიანებით ივ სენ ლორანის ბიოგრაფიულ ფილმში, „Saint Laurent“-ში თავად სახელგანთქმული დიზაინერი განასახიერეა. ასევე, მონაწილეობა მიიღო Xavier Dolan-ის „It’s Only The End Of The World“-ში, „The Dancer“-სა და „A Very Long Engagement“-ში (რისთვისაც მან Cesar-ის ჯილდო მიიღო). მისი ბოლო ფილმი ფრანგული რომანტიკული კომედია, „Sibyl“ იყო, სადაც მსახიობმა როლი ვირჯინ ეფირასთან და ადელ ეგზარქოპულოსთან ერთად შეასრულა. ის ასევე შანელის სუნამოს Bleu de Chanel-ის სახე გახდა, რომლის კომერციული რეკლამაც თავად მარტინ სკორსეზემ და ლონგჩემპმა გადაიღეს. 37 წლის მსახიობმა ოსკარ აიზეკთან და ითან ჰოკთან ერთად „Moon Knight“-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან Anton Mogart/Midnight Man-ის როლი შეასრულა. ბოლო პერიოდში თხილამურებით სრიალი, საკმაოდ სარისკო გართობა ხდება, საკმარისია 7 გზის მსოფლიო ჩემპიონის მაიკლ შუმახერის ისტორია გავიხსენოთ, როდესაც ფორმულა ერთის ვარსკვლავი ანალოგიურად თხილამურებით სრიალისას დაიმტვრა და დღემდე განსაკუთრებულად მძიმე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება (ოჯახი ყველაფერს საიდუმლოდ ინახავს)…