სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

„Moon Knight“-სა და Marvel-ის სხვა ახალი პროექტების თიზერ თრეილერები

Cinemania ავტორი Cinemania
13 ნოემბერი, 2021
რუბრიკა გასართობი, ვიდეო, თრეილერი, საინტერესო, სიახლეები
0
„Moon Knight“-სა და Marvel-ის სხვა ახალი პროექტების თიზერ თრეილერები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ უკვე არაერთხელ განვიხილეთ მარველის კინოსამყაროში მიმდინარე მოვლენები და ამასთან ერთად შევეხეთ დაგეგმილი ბლოკბასტერებისა თუ TV შოუების პრემიერის თარიღებს, ასევე როგორც მათში მონაწილე მსახიობებსა და პერსონაჟებს. კეპი, რკინის კაცი, ჰალკი, თორი და სხვა,  ის სუპერგმირიები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა თავბრუდამხვევ ისტორიებში იღებდნენ მონაწილეობას და არაერთხელ დაამარცხეს წარმოუდგენლად ძლიერი ბოროტმოქმედები.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მარველის მეოთხე და მეხუთე ფაზებისათვის არაერთი მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი, ტვშოუ და ანიმაციაა დაგეგმილია. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის ბოლოდან ჩვენ უკვე დისნეისა და მარველის არაერთი პროექტი ვიხილეთ: „The Falcon and The Winter Soldier“, „WandaVision“,  „Loki“, „Black Widow“,  „What If?!“ და სხვა.  „Shang-Chi and The Legend Of The Ten Rings“-სა და „Eternals“-ის ყურება სულ ახლახანს დავასრულეთ და ნელ-ნელა უახლოვდებით იმ ნიშნულს, სადაც ძველი პერსონაჟები მაქსიმალურად ახლებით ჩანაცვლდებიან. ჩვენი წინა სტატიებიდან გაიგებდით, რომ მარველის გაფართოებულ კინოსამყაროში „Moon Knight“-იც ჩაერთვება, პერსონაჟი, რომელიც კომიქსების მოყვარულთათვის 70-იანი წლებიდან არის ცნობილი, ხოლო დანარჩენი მაყურებელი კი მას დაგეგმილი ტელესერიალიდან გაიცნობს.

შეგახსენებთ, რომ „Moon Knight“ ცნობილია, როგორც მარკ სპექტორი, ყოფილი შტატების ჯარისკაცი, რომელიც ღალატის შედეგად მოკლეს, თუმცა ეგვიპტის მთვარის ღმერთთან დადებული გარიგების შედეგად რეინკარნირებულ იქნა და ახლა ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის. პერსონაჟისა და დაგეგმილი სერიალის შესახებ ნელ-ნელა მეტი და მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, ხოლო მიმდინარე ეტაპზე „Moon Knight“-ის თიზერ თრეილერის ნახვა გახდა შესაძლებელი, რომელიც Disney-იმ სხვა პრეოქტების ხანმოკლე თიზერებთან ერთად სულ ახლახანს გაავრცელა:

თიზერიდან რამოდენიმე საკმაოდ საინტერესო ფაქტი ხდება ცნობილი, პირველი ის რომ მთვარის რაინდი, საკმაოდ ცივსისხლიანი პერსონაჟი იქნება, რასაც მარტივად მისი ზურგით დგომა და ჩვენთვის უცხო პერსონაჟისათვის გამეტებით სახეში რტყმა ამტკიცებს,  ასევე შეგახსენებთ, რომ „Moon Knight“-ი მარკ სპექტორის ალტერ ეგოა, რომელიც ეგვიპტის ღმერთის, ხონშუს ნების გამტარებელია, ასევე პერსონაჟს „იდენტურობის დისოციაციური აშლილობა“ აწუხებს, მარტივად რომ ვთქვათ პიროვნების გაორება. მას საკუთარ თავში შექმნილი ჰყავს არაერთი პიროვენბა, რომლებსაც სხვადსხვა ხასიათი გააჩნიათ, სხვადასხვა როლებს ასრულებენ და განსხვავებული საქმიანობების სპეციალისტებიც არიან. მთვარის რაინდის ეს კანონიკური შტრიხიც აუცილებლად იქნება გამეორებული სერიალში. ამის შემჩნევის საშუალებას თავად პერსონაჟ(ებ)ი იძლევა, როდესაც იგი საუბარს იწყებს იმის შესახებ, თუ როგორი ძნელია ვერ არჩევდე სიზმარსა და ცხადს. თრეილერში ასევე ისმის პერსონაჟის ალტერ ეგოების ხმაც, რომლებსაც თავისთავად საუბრის დროს ხმის ტემბრი და რითმი ეცვლებათ. ხშირად „Moon Knight“-ს Batman-ს ადარებდნენ, რადგან, როგორც ბრიუს უეინი, ასევე მარკ სპექტორი წარამტებული ბიზნესმენია. ორივეს შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ, რასაც რა თქმა უნდა გაჯეტების შექმნასა და ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ. ორივე შესანიშნავი გამომძიებელია და მიუხედავად იმისა, რომ ორივე საკმაოდ რაციონალურ პერსონაჟია, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. მათ შორის ერთი დიდი განსხვავება მაინც რჩება, მთვარის რაინდს სუპერძალები გააჩნია და იგი ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საწყისი ეტაპისათვის მთვარის რაინდის შესახებ დაიგეგმა ექვსი ეპიზოდისაგან შემდგარი ტელესერიალი, რომლის გადაღებებიც ბუდაპეშტში მიმდინარეობდა.  ოსკარ აიზეკი, რომელიც „Moon Knight“-ს განასახიერებს, მარველის კინოსამყაორში მანამდეც გამოჩენილა და 2016 წლის „X-Men: Apocalypse“-ში , უძველესი მუტანტის, „Apocalypse“-ის როლი შეასრულა, თუმცა მისი ხსენებულ როლში ამოცნობა საკმაოდ რთული საქმეა. შესაბამისად სუპერძალების მქონე პერსონაჟების გასახიერება მსახიობისათვის რაიმე ახალი არ იქნება, თუმცა ის რომ მსახიობს ერთი პროექტის ფარგლებში ხუთამდე პერსონაჟის გასახიერება მოუწევს მაინც საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება. ასევე, თუ პროტაგონისტზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი მეტოკეც. ცნობილია რომ ტელესერიალში Moon Knight-ის მეტოქეს Ethan Hawk განასახიერებს. მთვარის რაინდს კომიქსებში საკმაოდ ბევრი მეტოქე ჰყვს, შესაბამისად რთულია წინასწარ თქვა თუ ვინ იქნება მთავარი ბოროტმოქმედი ხსენებულ სერიალში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ითანის კალიბრის მსახიობი ნებისმიერ დავალებას გაართმევს თავს. სრულ ინფორამციას პერსონაჟის, მისი შესაძლებლობების, მიზნების, ბოროტმოქმედისა და ზოგადად შინაარსის შესახებ 2022 წლის დასაწყისში გავიგებთ, როდესაც სერიალის პრემიერა შედგება,

ასევე გთავაზობთ მარველისა და დისნეის სხვა პროეტების (Ms. Marvel, She-Hulk, Armor Wars, Secret Invasion) თიზერებს, რომლებზეც სტუდიამ სულ რამოდენიმე წამით შეგვახედა. ერთი სიტყვით სამკმაოდ საინტერესო და ხალისიანი პერიოდი გველოდება წინ.

moon knightteasertrailerთიზერითრეილერიმთვარი რაინდი
Previous Post

ცნობილი ადამიანების მეგობრობა, რომელიც ყველასათვის სამაგალითოა

Next Post

ფოთლებზე გამოჭრილი ცნობილი პერსონაჟები და პოპ-კულტურის ელემენტები

Next Post
ფოთლებზე გამოჭრილი ცნობილი პერსონაჟები და პოპ-კულტურის ელემენტები

ფოთლებზე გამოჭრილი ცნობილი პერსონაჟები და პოპ-კულტურის ელემენტები

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

გასართობი

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ახლა კითხულობენ

ხოაკინ ფენიქსმა გაამხილა, რომ რუნი მარასთან ერთად ცხოვრობს

ხოაკინ ფენიქსმა გაამხილა, რომ რუნი მარასთან ერთად ცხოვრობს

ავტორი Thea Metreveli
8 სექტემბერი, 2017
0

საოცარი მისის მეიზელით ინსპირირებული კოლექცია: ფილმები ძლიერ ქალებზე

საოცარი მისის მეიზელით ინსპირირებული კოლექცია: ფილმები ძლიერ ქალებზე

ავტორი Cinemania
14 დეკემბერი, 2018
0

ქეით უინსლეტი “ტიტანიკის” გადაღებებს იხსენებს

ქეით უინსლეტი “ტიტანიკის” გადაღებებს იხსენებს

ავტორი Cinemania
25 ოქტომბერი, 2018
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020