როგორც თქვენთვის ცნობილია „მარველმა“ ძალიან ჭკვიანურად მოახერხა ფილმების ეტაპობრივი შექმნა. თავდაპირველად ისინი ამა თუ იმ პერსონაჟის შესახებ დამოუკიდებელ სურათს, დამოუკიდებელი სცენარით იღებდნენ, თუმცა შემდგომ მათ საბოლოოდ ერთი, დიდი და გლობალური ისტორიის ქვეშ აერთიანებდნენ, რომელმაც მოტაცებული ტონი სტარკის ამბავიდან, მის გარდაცვალების ისტორიამდე, „Avengers: Endgame“-მდე მიგვიყვანა.
მას შემდეგ, რაც დასრულდა „უსასრულობის ქვების“ საგა, შურისმაძიებლებისათვის ახალი სირთულეების გადალახვის ეტაპი დადგა. ახალი სირთულეების შესახებ ოფიციალურად მარველის „Phase 4“-ის ფილმებითა და შოუების დახმარებით შევიტყვეთ, რომელიც სულ ახლახანს Thor: Love and Thunder-ით დასრულდა. ახლა კი მარველის კინოსამყარო მეხუთე ფაზისათვის ემზადება, რომლის შესახებაც გუშინ თავად კევინ ფაიგიმ სან დიეგოს კომიკონზე ისაუბრა. ბევრი პროექტის გამოსვლის შესახებ ჯერ კიდევ 2020-ში დაანონსებული Phase 4-ის პრეზენტაციიდან ვიცოდით, მაგალითად როგორიც არის Black Panther: Wakanda Forever, The Marvels, She-Hulk და სხვა, ამჯერად გვაქვს სურვილი შემოგთავაზოთ ინფორმაცია მარველის მეხუთე ფაზისათვის დაგეგმილი აბოსლუტრურად ყველა პროექტის შესახებ, ასევე როგორც მათი გამოსვლის თარიღები:
როგორც ვიდეოდან ხედავთ. გარდა მეხუთე ფაზისა, კევინ ფაიგიმ ასევე შემოგვთავაზა მეექვსესათვის დადგეგმილი გარკვეული ბლოკბასტერების ჩამნათვალი, მათ შორის ორი ფილმი Avengers-ების შესახებ, Secret Wars და The Kang Dynasty.