როგორც თქვენთვის ცნობილია, ტომ ჰოლანდის მონაწილეობით სპაიდერ მენის კინოფრანჩიზის მესამე ფილმის, „No Way Home“-ის პრემიერა სულ ახლახანს შედგა და ბლოკბასტერზე წამსვლელთა რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ვინმე იფიქრებდა. წინასაპრემიერო ჰაიპი, რომელიც ფილმის ირგვლივ შეიქმნა, რა თქმა უნდა გამოწვეულია სხვადასხვა საკულტო პერსონაჟების სურათში გამოჩენით.
შეგახსენებთ, რომ ბლოკბასტერის პრემიერა 17 დეკემბერს შედგა, ხოლო შტატებში კინოთეატრის ბილეთების წინასწარი გაყიდვები 29 ნოემბერს დაიწყო. ფილმზე წასვლის მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ბილეთების პორტალების სერვერებმა ხალხის რაოდენობას ე.წ ტრაფიკს ვერ გაუძლო და დავარდა. ხსენებული თითქმის ყველა ძირითადი ბილეთებისა და კინოთეატრების პორტალებზე მოხდა, რამაც რა თქმა უნდა სხვა ფილმებზე წასვლის მსურველ ადამიანებსაც შეუშალა ხელი, ხოლო ზოგიერთი პორტალი, რომელიც საკუთარი პორტალის სტუმრებს სხვა ტიპის ბილეთებსა ან/და მომსაურებებს თავაზობდა, მათი პარალიზებაც ანალოგიურად მოხდა. პრობლემის გადაჭრა მალევე ვერ მოხეხდა, რამაც მაყურებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
სანამ „Spider Man: No Way Home“-ის რევიუ მზადება გვინდა შევეხოთ ფილმის პირველი დღის, პირველი უიკენდისა და ზოგადად მიმდინარე შემოსავლებს. აღსანიშნავია, რომ პრემიერის პირველ დღეს, ბლოკბასტგერმა 121 მილიონის მოგროვება შეძლო, ხოლო უიკენდის მანძილე. უკვე 600 მილიონს მიუახლოვდა და კვირა დღე სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში ჯერ კიდევ გრძელდება. მან მარტივად შეძლო Venom: Let There Be Carnage-ის გადასწრება, რომელმაც პირველ უიკენდზე 90 000 000 აშშ დოლარი მოაგროვა, ასევე გადაასწრო Star Wars: Episode IX – The Rise of Skywalker-ს და კიდე სხვა ცნობილ ფილმს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ჩინეთში პრემიერის თარიღი ჯერ კიდევ დასადგენია, რაც ხსენებულ თანხას საგრძნობლად გაზრდის. Avengers: Endgame-მა 2019 წელს პირველ დღეს 350 მილიონის მოგროვება შეძლო, თუმცა მაშინ სამყარო უდარდელად ცხოვრობდა, დღეს კი მთელს მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და ახლა ომიკრონი დამატებით ახალ სირთულეებს გვპირდება. შესაბამისად ხსენებული ორი სურათის შემოსავლების შედარება უსამართლობა იქნება.
მაქსიმალურად მარტივად, რომ ვთქვათ, Spider-Man: No Way Home ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და როგორც ჩანს ყველადროის რეკორდსმენებს, ისეთებს როგორებიც არიან, შურისმაძიებლები, ავატარი და სხვა აუცილებლად ამოუდგება გვერდში თუ არ გადაასწრებს კკდეც.
რაც შეეხება შეფასებებს ორ საათნახევრიანი ფილმი სხვადასხვა საშემფასებლო პორტალებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს. მაგალითად მიმდინარე ეტაპზე IMDB-ზე ბლოკბასტერს 9.1 ★ აქვს შეფასება, ხოლო Rotten Tomatoes-ზე სურათს კრიტიკოსებისაგან 94%, ხოლო აუდიტორიისაგან 99% გააჩნია, ჯამურად კი შეფასება გააჩნია. რაც შეეხება Metacritic, ფილმმა 72 მეტასქორი მიიღო, ხოლო მომხმარებლებისაგან 9.1. შესანიშნავმა ბლოკბასტერმა სულ რაღაც ორი დღეა აიღო სტარტი და ანალიტიკოსთა აზრით არაერთ რეკორდს დაამყარებს, ჩვენ კი ის დაგვჩენია წავიდეთ კინოთეატრებში და დიდ ეკრნებზე დავტკბეთ გრანდიოზული სანახაობით