საშინელებათა ჟანრის ფილმები ყოველთვის პოპულარული იყო. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული ჟანრის პიონერი ჟორჟ მელიესის „Le Manoir du diable (1896)“-ია (ხშირად მონახულებადი ციხე), რომელმაც მაყურებელს ადრენალინი და კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი) ფილმის ყურებისას პირველად გამოაყოფინა. „Devil’s Castle“ დასახელება, რომლითაც სურათი ბრიტანეთში გადიოდა, ითვლება ისეთი შედევრების წინამორბედად, როგორებიცაა: „Bake Jizo“ და „Shinin no Sosei“, რომელთა პრემიერა იაპონიაში 1898 წელს გაიმართა, ასევე „Nosferatu“ (1922), „The Phantom of the Opera“ (1925), „Dr. Jekyll and Mr. Hyde“ (1931), „Dracula“ (1931) და „Frankenstein“ (1931). ხსენებული პერიოდი ითვლება საშინელებათა ჟანრის ფილმების ოქროს ხანად, პერიოდად, როდესაც იქმნებოდა უამრავი „Horror“ ფილმი და მაყურებელიც კიდევ მეტს და მეტს ითხოვდა.
რევოლუცია საშინელებათა ჟანრის ფილმებში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელმა რეჟისორმა, ალფრედ ჯოსეფ ჰიჩკოკმა (13.08.1899 – 29.04.1980) მოახდინა, რომელმაც ვიზუალური და ხმოვანი შეშინების მეთოდს, ფსიქოლოგიური დაუმატა. მას „The Master of Suspense“-ს უწოდებდნენ. ისტორიის განსხვავებული თხრობითა და პერსონაჟების ფსიქოლოგიური ელემენტებით გამდიდრებით, მაყურებლის უჩენდა ემპათიას ფილმის გმირების მიმართ, რის შედეგადაც იღებდა განუმეორებელ დაძაბულ სცენებს, რაც მაყურებელს მუდმივ ტონუსში ამყოფებდა. შეგიძლიათ იმსჯელოთ იმ ფაქტით, რომ ალფრედ ჰიტჩკოკის ფილმები 46-ჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული და 6-ჯერ გახდა გამარჯვებული. იგი ძალიან გავლენიან რეჟისორად ითვლებოდა, რომელიც ფილმების გადაღებების გარდა დაკავებული იყო საკუთარი სატელევიზიო შოუს, „ Alfred Hitchcock Presents“-ის წაყვანით, რომელიც 10 წელზე მეტი გადიოდა (1955-1965). მის ფილმოგრაფიაში შედის „მოყვარულის ღამე“, „ფსიქო“, „ეზოში გამავალი ფანჯარა“ და კიდევ სხვა მრავალი შედევრი.
ჰიჩკოკის შემდგომ, საშინელებათა ჟანრის ფილმების პოპულარობა ნელ-ნელ იწყებს კლებას და მისი აღმასვლა, რენესანსის პერიოდი 70-იანების დასასრულს, 80-იანებში დაიწყო და 90-იან წლებშიც გაგრძელდა. „ტექსასური ჟლეტა ბენზოხერხით“, „ეგზორცისტი“, „ცოცხალი მიცვალებულების ღამე“, „ომენი“, „ბორცვებს აქვს თვალები“, „ჰელოუინი“, „პარასკავი 13“, „ჩემი სისხლიანი ვალენტიტნი“, „სიმინდის ბავშვები“, „ჯოჯოხეთიდან აღმდგარი“, „საშინელება თელების ქუჩაზე“, „ნათება“, „იგი“, „კივილი“, „წყევლა“, „ზარი“ და კიდევ სხვა მრავალი, ეს ის საკულტო ფილმებია, რომლებმაც შეძლეს და დღემდე ღირსეულად მოგვიტანეს საშინელებათა ჟანრის ფილმები. ეს ის სურათებია, რომელთა წყალობით დღესაც გრძელდება ხსენებული კატეგორიის ფილმების გადაღება.
მიმდინარე საკითხის დასასრულს გვინდა გიამბოთ ამ თემის წამოწყების მიზეზის შესახებ. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ის ადამიანები, რომლებიც ხსენებული ფილმების გადაღებისას ძალიან ბევრი გრიმისა თუ კომპიუტერული ეფექტების „ქვეშ“ იმალებოდნენ, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა მათი ნამდვილი სახის დანახვა. გვინდა წარმოგიდგინოთ ის გასაოცარი მსახიობები, რომლებიც ზემოხსენებულ საშინელებათა ფილმებში „დრაკულას“, ფრანკენშტეინის“, „პენიუაიზისა და კიდე სხვა უამრავ პერსონაჟს ასახიერებდნენ და ბავშვობაში გვიქმნიდნენ იმის შიშს, რომ მათი პერსონაჟები ლოგინის ქვეშ, თუ კარადის უკან იმალებოდნენ.
პენიუაიზი (2018) – ბილ სკარსგარდი
ჰელოუინი (1978) – მაიკლ მაიერსი
ტექსასური ჟლეტა ბენზოხერხით (1974) – გუნარ ჰანსენი
პარასკევი 13 (1980) – კეინ ჰოდერი
წყევლა 2 – ბონი აარონსი
იგი (1990) – ტიმ კიური
ზარი (2002) – დევეი ჩესი
ფავნის ლაბირინთი – დუგ ჯონსი
წყევლა (2004) – ტაკაკო ფუჯი
ეგზორცისტი (1973) – ლინდა ბლერი
ასტრალი: თავი 2 – ტომ ფიცპატრიკი
კივილი (1996) – დეინ ფარუელი
უცხო (1979) – ბოლაჟი ბადეჯო
საშინელება თელების ქუჩაზე (1984) – რობერტ ინფლუნდი
ლეპრიკონი (1993) უორვიკ დევისი
ჯოჯოხეთიდან აღმდგარი (1987) – დაგ ბრედლი
Pinhead – დოუგ ბრედლი