„When They See Us“ შესანიშნავი მინი სერიალია, რომელიც აშშ-ში, კერძოდ კი ნიუ-იორკში ცენტრალურ პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც შტატი ხუთ აფრო-ამერიკელ მოზარდს 28 წლის ქალბატონის ჯგუფურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ სერიალი ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული და ჰარლემის მცხოვრები ხუთი თინეიჯერის ისტორიასა და იმ პერიოდში ხსენებულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოგვითხრობს. 1989 წელს მომხდარი დანაშაულის დროს, ბიჭები მხოლოდ მერვე კლასში იყვენენ და თითქოს და მათი უდანაშაულობის დადგენა მარტივი უნდა ყოფილიყო თუმცა…
უყურე „When They See Us“ თრეილერს adjaranet-ზე
სერიალის 4 ეპიზოდის განმავლობაში, 5 ყმაწვილს შტატი ჯერ ჯგუფურ გაუპატიურებასა და შემდგომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებეს. სერიალის ყურებისას ხვდები, რომ რეჟისორის და ასევევ სცენარის ავტორის, ავა დევერნეს მიზანი, ხსენებული გახმაურებული საქმის ხელახალი გამოძიება ამ სახით არ სურს, თუმცა ფაქტია, რომ ამ რეზონანსული საქმით და (Minor Spoiler) მოზარდების უდანაშაულოდ გასამართლების ფაქტი თანამედროვე მოსახლეობისათვის აუცილებლად ცნობილი უნდა ყოფილიყო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც აშშ-ა, სისტემა ხშირად ცდება და ადამიანებს ცხოვრებას უნდგრევს. 16 წლამდე მოქალაქეები შტატის კანონმდებლობით არასრულწლოვნები არიან, რის გამოც სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არასრულწოვანთათვის საკმარისზე მეტად მკაცრი აღმოჩნდა და მათ არასრულწლოვანთა კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით აღუკვეთეს თავისუფლება. თუმცა, პროცესი გრძელდებოდა და 2014 წელს ქალაქის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ეს ადამიანები, რის საფუძველზეც მათ კომპენსაციები გადაეცათ.
სერიალში ზემოხსენებული ისტორიის თხრობა და სასამართლო პრეცესი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. ყურებისას ხვდები, რომ ჯერ ძალიან ბრაზდები, მერე სევდა გაწვება და მერე კვლავ ბრაზდები, სიბრაზის, თანაგრძნობისა და გამწარების ცრემლები ერთმანეთში გერევა. მძიმედ საყურებელი სერიების გარდა კიდევ უფრო მეტად მწარდები, რომ იხსენებ, რომ ეს ამბავი ნამდვილ ადამიანებს, მე-8 კლასელ ბავშვებს გადახდათ და ერთ წამში თავი ჯოჯოხეთში ამოჰყვეს.
სერიალს თავდაპირველად „The Central Park Five“ უნდა რქმოდა, რადგან იმ პერიოდის მასმედიამ ხსენებულ საქმეს ასეთი სახელი შეარქვა. Kevin Richardson (Asante Blackk), Antron McCray (Caleel Harris), Yusef Salaam (Ethan Herisse), Korey Wise (Jharrel Jerome), და Raymond Santana (Marquis Rodriguez) ის ბავშვები იყვნენ, რომლებიც ქალაქმა და იმ პერიოდის მოსახლეობამ ცხოვრება დაუნგრია და თითქმის სამუდამო პატიმრობაში უკანმოუხედავად გაუშვა. ფილმი, როგორც აღვნიშნეთ, მძიმე საყურებელია, თუმცა აუცილებლად სანახავია.
სერიალი ნეტფლიქსის გადაღებულია და მისი პრემიერა 2019 წლის მაისის თვეში შედგა.