ჩვენს წინა სტატიაში აღვნიშნეთ, რომ Covid-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, თვეების მანძილზე, მსოფლიოს მასშტაბით ყველა მსხვილი, თუ წვრილი კინოთეატრი დახურულია. ამას ავტომატურად მოჰყვა არაერთი მსხვილბიუჯეტიანი ფილმის გადადება და სხვა სურათების გადაღებების შეჩერება. ამის ნათელი მაგალითი „Disney“-ის სახელგანთქმული ანიმაციური ფილმის, „Mulan“-ის რიმეიქია, რომელის პრემიერაც თავდაპირველად მიმდინარე წლის 27 მარტს იყო დაგეგმილი. მას შემდეგ, ფილმის გამოსვლის თარიღი არაერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დისნეიმ მიიღო გადაწყვეტილება, კინოთეატრების გვერდის ავლით, საკუთარ სამაუწყებლო პლათფორმაზე, „Disney+“-ზე მომდევნო თვის დასაწყისში (04.09.20) განეთავსებინა ფილმი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ფიქსირებული თვიური გამომწერის თანხისა, რომელიც დადგენილია თაგვის სახლის სტრიმინგ სერვისის მიერ (7$; 21₾), მულანის ყურება დამატებით 29.99$ აშშ დოლარის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, რაც საკმაოდ ბევრია იმის გათვალისწინებით, რომ გამომწერებსა და ზოგადად მაყურებელს, სახლის პირობებში მოუწევთ ფილმის ყურება, რასაც მწარმოებელი კომპანიისათვის არანაირი ხარჯი არ აქვს.
ხსენებულ ინფორმაციას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდენენ კინომოყვარულები, რაც საკმაოდ ცუდად აისახა დისნეის იმიჯზე. პირველ რიგში, აღსანიშნავია კინოთეატრების პოზიცია, რომლებიც აღშფოთებულები იყვნენ დისნეის გადაწყვეტილებით. ისინი აღნიშნავდნენ, რომ პანდემია მათ საქმიანობაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახა და დღემდე უზარმაზარ ზარალს ნახულობენ (ცნობილია, რომ კინოთეატრებმა უკანასკნელ 3 თვეში 40 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი ნახეს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია). ნახევარ წელიწადზე ოდნავ ნაკლებია, რაც მათ კარებებზე ნიშანი „Closed“ არის ჩამოკიდებული და როდემდე გაგრძელდება ასე, არ იციან. მულანი (და TeNeT მათ შორის) იყო ის ნათელი წერილი, რომელსაც კინოთეატრები დიდი იმედით უცდიდნენ. ეს იყო ის მცირე შანსი, რომ კინოთეატრები გადარჩენილიყვნენ და ისედაც მძიმე სიტუაციაში ოდნავი შვება ეგრძნოთ. ზოგიერთი კინოთეატრის მეპატონემ დემონსტრაციულად, პროტესტის ნიშნად „Mulan“-ის უზარმაზარი პოსტერი საკუთარი ხელით დაშალა (მეტად კორექტული იქნებოდა გვეთქვა სიამაყით გაანადგურა).
La réaction d’un exploitant suite à la décision de Disney… #Mulan pic.twitter.com/I2uWICofve
— Destination Ciné (@destinationcine) August 6, 2020
ასევე კინოსაზოგადოება აღნიშნავს, რომ არ აპირებდნენ აბსურდული თანხის გადახდას მულანის საყურებლად, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ისინი პატიოსნად, ისედაც იხდიან „Disney+“-ის გამომწერის ყოველთვიურ გადასახადს. მიმდინარე ეტაპზე, „ComicBook.com“-სა და „Variety“-ის Twitter გვერდებზე შეიქმნა ე.წ „Poll“-ბი, სადაც დაიწყო ხმის მიცემა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 85% არ გეგმავს გადაიხადოს დამატებითი 30$ ფილმის საყურებლად. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დისნეიმ მამაცური ნაბიჯი გადადგა და მაყურებლის გასახარებლად უარი თქვა კინოთეარებზე, არომატულ, გემრიელ და დიდ „ყველის“ ნაჭერეზე უარი მაინც ვერ თქვა და თავისდაუნებურად უკვე ხაფანგში გაბმულმა პატარა მიკიმ, აღარ იცის რა უნდა ქნას. ამასობაში მაყურებელთა და კინომოყვარულთა აღშფოთება უზარმაზარ ნეგატიური ტალღასთან ერთად მხოლოდ მატულობს, რადგან ვარაუდობენ, რომ ზუსტად იგივე შესაძლოა „Marvel“ მორიგი ბლოკბასტერის „Black Widow“-ს ირგვლივაც განვითარდეს.
Will you rent #Mulan on Disney Plus for $29.99?
— Variety (@Variety) August 4, 2020
Will you rent #Mulan on #Disney+ for $29.99?
— ComicBook.com (@ComicBook) August 4, 2020
ამ ყველაფრიდან, სულ მალე ორი დასკვნის გაკეთების საშუალება გვექნება , რაც სულ მცირე მომავალი ნახევარი წლის კინოპროგნოზის გაუკეთების საშუალებას მოგვცემს. პირველი, თუ დისნეის ჩანაფიქრი გამართლდა და ფილმმა დაგეგმილ ფორმატში კარგი ან/და ნორმალური შემოსავალი მიიღო მაშინ, ყველა ის ფილმი, რომლებიც კინოთეატრების გახსნას უცდიდნენ, მომენტალურად აღმოჩდნებიან სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმაზე (Netflix, HBOMax, Disney+ და სხვა მრავალი) და დაახლოებით იგივე ფორმულით იმუშავებენ, რაც გავმეორდებით და კინოთეატრებისათვის გილიოტინაში თავის გაყოფის ტოლფასი იქნება. ან კიდევ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდება და დისნეის ჩანაფიქრი ფრთებს ვერ შეისხამს და ფილმის ბიუჯეტი, რომელიც 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (მარკეტინგული ხარჯების გარეშე) წყნარად და მშვიდად ამოფრინდება მსუნაგი თაგვის ჯიბიან, რაც სხვებისთვისაც კარგი მაგალითი იქნება, რათა კინოთეარების გახსნას დაუცადონ და ნელ-ნელა ყველაფერი უწინდელ კალაპოტს დაუბრუნონ.