მართალია, კორტნი კოქსის ბოლო რამდენიმე წელია აღარც საინტერესო სერიალებით გვანებივრებს და აღარც კარგი ფილმებით, თუმცა Friends-ში შესრულებული მონიკა გელერის როლით, ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებასა და ისტორიაში.
მსახიობს რომ კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. მისი ინტერვიუების კითხვა, თუ მოსმენა ერთი სიამოვნებაა და ამიტომ ყველა ჟურნალისტი ცდილობს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მაოხერხოს მასთან შეხვედრა.
მისი იუმორი რომ შეუფასებელია, ამას მსახიობი ყოველთვის გვიმტკიცებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ჯარედ ლეტოს იმიჯი მოერგო და ფანებს ფოტოც გაუზიარა.
მსახიობის ინსპირაცია ლეტოს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა, რომელშიც გულწრფელები რომ ვიყოთ, მომღერალი ნამდვილად ჰგავდა კორტნის. ამ მსგავსების შესახებ დაუკომენტარა ერთ-ერთმა ფანმა ინსტაგრამზე ლეტოს და როგორც აღმოჩნდა, კოქსიც დაეთანხმა.
https://www.instagram.com/p/Bx5SkR0g-cd/
როგორც მოსალოდნელი იყო, კორტნის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინსტაგრამზე. ლიზა კუდროუ, ჯასტინ ტერუ, გვინეტ პელტროუ, მარშა ქროსი, მელანი გრიფიტი, კეიტ მარა — ეს არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვალვებისა, რომლებმაც კორტნის ახალ ფოტოზე ბევრი იხალისეს და კომენტარებიც დაუწერეს.
საბოლოოდ კი ყველა შეთანხმდა, რომ კორტნი კოქსი უფრო ჰგავს ჯარედ ლეტოს, ვიდრე ჯარედ ლეტო თავის თავს.