ჰოლივუდში 100 წელზე მეტია უკვე რაც ფილმებს იღებენ. ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იხვეწებოდა და ვითარდებოდა კინოსამყარო. კინოინდუსტრიაში არაერთი ნოვატორული იდეა დაუნერგავთ და ამასთან ერთად, სამყაროს სამომავლო განვითარების პერსპექტივაში ახალი სიტყვა უთქვამთ ფუტურისტული და თუნდაც ხანდახან რეალობისაგან შორი იდეებით. მიუხედავად იმისა, რომ კინოსამყაროს მექაში, ლოს-ანჯელესში, საუკეთესო ფილმებს იღებენ, მათი ყურებისას მუდმივად გვიჩნდება ეჭვი, რომ ესა თუ ის ეპიზოდი თითქოს სადღაც გვინახავს, ან მიუხედავად იმისა, რომ სურათი ნანახი არ გვაქვს ვიცით რამოდენიმე წამის შემდგომ რა მოხდება. აი მაგალითად ის რომ, კარგ ე.წ „ბოევიკებში“ პოლიცია გამუდმებით მოვლენების დასრულებისა და ბოროტმოქმედების დამარცხების შემდგომ სირენების თანხლებით მოდის. ამას ჩვენ კინოკლიშეებს ვეძახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა წარმოგიდგინოთ ფილმებში ყველაზე ხშირად გამოყენებული კლიშეები.
1) ფილმი, რომელშიც დაძაბული სცენარია, აუცილებლად ამინდიც მუდმივად შესაფერისი უნდა იყოს, წვიმა, ელვა, ჭექა-ქუხილი თითქოს სხვა ამინდი არც არსებობს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ელვის გავარდნის ინტერვალი 3 წამია.
2) ფილმებში გასვენებებისას, რა თქმა უნდა ამინდიც ტირის და კონკრეტულად ამ სცენის განუყოფელი ნაწილი ძლიერი წვიმაა.
3) ყველა გასვენებაში მიცვალებულის მკვლელი აუცილებლად ესწრება ცერემონიას, ალბათ რწმუნდება, ნამდვილად მოკლა ადამიანი, თუ არა.
4) ადამიანის მომენტალურად და ჩუმად „გათიშვის“ ხერხი რა თქმა უნდა ქლოროფორმია, რომელიც ცხვირსახოცზეა დაწვეთებული, თუმცა სინამდვილეში დაახლოებით 5-10 წუთია საჭირო იმისათვის, რომ ეფექტი მიიღო.
5) ტყვიებისაგან დასაცავად კეთილი პერსონაჟი ბოროტმოქმედის სხეულს ფარად იყენებს და რა თქმა უნდა დარჩენილი ბოროტმოქმედებიც ტანის გარდა სხვაგან არ უმიზნებენ.
6) პროტაგონისტსა და ბროტომოქმედების ხელჩართული ბრძოლების დროს, არ არის გასაკვირი, რომ თანმიმდევრობა აუცილებლად დასაცავია და ზრდილობიანი ბორომოქმედები, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი დამარცხება ბევრად მარტივი აღმოჩნდეს, ასაკით უფროსებს „წინ ატარებენ“ და სათითაოდ ებრძვიან კეთილ პერსონაჟს.
7) არცერთ სურათში, არ აქვს მნიშვნელობა სამყაროში აპოკალიპსია დაწყებული თუ არმაგედონია მოსალოდნელი, მილიონობით ადამიანი იღუპება, თუმცა პატარა ძაღლი აუცილებლად უნდა გადარჩეს.
8) ყველა „ბოევიკში“ კეთილი პერსონაჟები, განსაცვიფრებელი რეგენერაციით არიან დაჯილდოვებულნი, ისეთით, რომ „Deadpool“-სა და „Wolverine“-ც კი შეშურდებათ. ხოლო მათ აგებულებაზე საერთოდ საუბარი აღარ არის. ძვლებია თუ ანდამანტის შენადნობი ვერ გაიგებ.
9) ყველა ბოროტმოქმედი ბრმაა და იარაღს ისე ესვრის მიზანს, თითქოს პირველად უჭირავს იარაღი, ხოლო კეთილი პერსონაჟი განურჩევლად მისი სქესისა, ასაკისა თუ პროფესიისა იარაღს ისე ფლობს, თითქოს 30 წელი ომში იბრძოდა და ახალა „მე-3 მსოფლიო“ ომის ვეტერანია.
10) ახალ ფილმებში სისხლის არარსებულ ლინზებზე დახატვა ახალი ტენდენციაა.
11) თანამედროვე ავტომობილი, რა თქმა უნდა ორი მავთულის, წითელისა და ლურჯის ერთმანეთზე გადაბმით ან გაკვრით იქოქება.
12) ადამიანის სხეულში დაახლოებით 5 ლიტრი სისხლია. თუმცა ფილმებში დაჭრილი პერსონაჟი ისეთ სისხლის გუბეში ზის თითქოს სპილო მოკლეს.
13) ფილმებში ეზიზღებათ ფიზიკა, შესაბამისად ყველაფერი ფიზიკის კანონების გვერდის ავლით კეთდება.
14) იარაღი და მაყუჩი… ყველას ჰგონია, რომ მაყუჩი იარაღს ხმას სერთოდ უქრობს, თუმცა ეს ტყუილია და გასროლის ხმის შემცირება დაახლოებით 10%-20% ხდება. Sound suppressor, როგორც მას ინგლისურად ჰქვია, ძირითადად გამოიყენება გასროლის მომენტში არსებული ნათების ჩასახშობად.
15) ყველა ბომბზე აუცილებად უნდა იყოს შემზარავი, წითელი ფერის წამზომი, რომელსაც გულისგასახეთად, აუცილებლად წამების კლებისას ხმა უნდა ჰქონდეს.
16) ბომბის განეიტრალება წითელი და ლურჯი სადენებს გადაჭრით არის შესაძლებელი და კეთილი პერსონაჟებიც რა თქმა უნდა მის შეჩერებას ბოლო წამზე, 00:01-ზე ახერხებენ.
17) არ არსებობს ჰოლივუდში გადაღებული ფილმი, სადაც ღამის დადგომასთან ერთად, სავსე მთვარე მსხვილი კადრით არ გამოჩნდება, თითქოს დედამიწის თანამგზავრს სხვა ციკლი არ გააჩნია :).
18) ბოროტმოქმედი, რომელმაც კეთილი დაამარცხა და მოსაკლავად იარაღი აქვს მიშვერილი, რისთვისაც მხოლოდ სასხლეტზე თითქის გამოკვრა აქვს დარჩენილი, ხანგრძლივი მონოლოგით „ართობს“ მაყურებელს, რა დროსაც იწყებს მისი ნამდვილი მოტივაციისა და ფარული ჩანაფიქრის ახსნას, რაც თავისთავად პროტაგონისტს, ან მის მეგობარს საკმარის დროს აძლევს იმისათვის, რომ მოვლენები მათ სასიკეთოდ შემოტრიალდეს.
19) სცენაში არავინ არ ჩანს და არც ხმა არ ისმის მანამ სანამ, კადრი მასზე არ გადავა.
20) კეთილი გამოუცდელი პერსონაჟი იარაღით ხელში ბოროტმოქმედთან მაინცდამაინც ისეთ მანძილზე მივა, რომ მას იარაღს წაართმევენ და ყველაფერი თავდაყირა დადგება.
21) ფილმში გამოყენებული ყველა ფოტოსურათი, რა თქმა უნდა ცუდად შესრულებული ფოტოშოპია.
22) ციხეში მყოფ მამაკაცებსა და ქალბატონებს ინტენსიურად ამარაგებენ კოსმეტიკით.
23) პერსონაჟი აუცილებალად ყველაფერ ცუდსა და ბინძურს იტყვის მეორე გმირზე, მერე შეჩერდება და მოსაუბრე პარტნიორს კითხავს. „ახლა უკან მიდგას ხომ?“
24) ფილმის სცენარის „დამცავი ველი“ ისე იცავს კეთილ პერსონჟს, რომ ბოროტმოქმედებმა ნაცვლად იმისა, რომ გმირი ერთი მეტრის დაშორებიდან „საცერად“ აქციონ ტყვიასაც კი ვერ არტყამენ.
25) ყველა ფილმში არის ერთი დიდი წითელი ღილაკი, რომელსაც არ უნდა დააჭირო, თუმცა ყველა ყოველთვის მაინც ჩადის ამ „ცოდვას“.
26) ბოლო მომენტში, პერსონაჟი, რომელიც ყველას მკვდარი ეგონა, მოულოდნელად წამოდგება და მთლიანად სისხლით დაფარული, ბოლო გასროლას მაინც ეცდება, თუმცა მას კეთილი პერსონაჟი აუცილებლად შეაჩერებს.
27) მძინარე პერსონაჟისათვის რეალობაში ძაღლის ლოკვა, სიზმარში სანატრელ ქალთან კოცნის შემცვლელია.
28) საპირისპირო სქესის ბავშვობის მეგობრები წლების მერე აღმოაჩენენ, რომ მუდად ყვარებიათ ერთმანეთი და უბრალოდ ამის შესახებ არ იცოდნენ.
29) „კაცურად შემებრძოლე“ (იარაღის გარეშე) განწირული ბოროტმოქმედის უკანასკნელი სიტყვები თავის გადასარჩენად.
30) პენსიაზე გასული ძალოვანი სტრუქტურის წარჩინებული თანამშრომელი, თავისი საყვარელი ადამიანების ან/და სამყაროს გადასარჩენად ვალდებული ხდება ახალგაზრდობა გაიხსენოს და ერიანად ამოხოცოს ბოროტმოქმედები.
31) უკანასკნელი ბრძოლა ვერ შედგება, თუ ფილმის მსვლელობის დროს გაცნობილ და ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებულ პერსონაჟებს შორის გულისამაჩუყებელი საუბარი არ შედგება, რომელიც აუცილებლად მხურვალე და განგრძლივი კოცნით უნდა დაგვირგვინდეს, თუმცა აშკარად ამის დრო და ადგილი არ იყო.
32) სათვალე და კეპი შენიღბვის საუკეთესო საშუალებაა.
33) სცენარისტის ტელეპორტი ფილმებში გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა, რადგან ფილმებში საკმაოდ გრძელი მანძილების დაფარვა გაგიკვირდებათ და მომენტალურად ხდება.
34) არ არსებობს რუსი მაფიოზი, რომელსაც ოთახში მართლმადიდებლური ხატი არ უკიდია და ბეჭებზე ვარსკვლავები არ ჰქონდეს დახატული.
35) ჰოლივუდის ფილმებში არასოდეს იყვანენ თარჯიმნებს. ეს განსაკუთრებულად არის შესამჩნევი მაშინ, როდესაც ფილმებში რუსული სიტყვებია გამოყენებული და დაწერილი, რომელიც წაკითხვისას სრული აბსურდია.
36) ყველანაირი კატასროფა, აპოკალიფსი თუ არმაგედონი რა თქმა უნდა შტატებში იწყება. ღმერთმა იცის ნიუ იორკი უკვე მერამდენედ აღადგინეს, მხოლოდ იმისთვის რომ მოდევნო ფილმში კვლავ გაანადგურონ.
37) ბოროტმოქმედი შემზარავი სახით მოსაკლავად უახლოვდება პროტაგონისტს იქამდე, სანამ მგირი არ იპოვის გადარჩენისათვის გამოსავალს.
38) პერსონაჟები კლავიატურაზე ბეჭდვისას, აშკარად უბრალოდ უტყაპუნებენ მას (Faceroll).
39) როდესაც პერსონაჟს ავტომობილით საიდანმე გადახტომა მოესურვება, იქვე აუცილებლად აღმოჩნდება კომფორტულად მოწყობილი ტრამპლინი, რომელიც პირდაპირ იწვევს გმირს ეპიკური ნახტომისაკენ.
40) ყველა ბოროტმოქმედი გიჟდება მსხვერპლის კისერზე დაჭერაზე და მის ჰაერში აწევაზე.
41) ყველა ფილმში ბომბის აფეთქებამდე ბოლო 1 წუთი პატიოსანი 5 წუთი გრძელდება.
42) ფილმებში პერსონაჟებს განსაკუთრებით უმართლებთ. არ აქვს მნიშნველობა, თავსხმა წვიმაში მოყვნენ თუ ზღვიდან ამოვიდნენ დაახლოებიღ 15 წამია საჭირო იმისათვის, რომ იგივე ტანსაცმელში სრულიად მშრალები აღმოჩნდნენ. ამას რა თქმა უნდა სტილისტის მიერ გასწორებული ვარცხნილობა და კარგი ვიზაჟისტის მაკიაჟი არ დააკლება.
43) უკანასკნელ ბრძოლაში, როგორც ავღნიშნეთ, ამინდის შესაფერისი უნდა იყოს, წვიმა, ელვა და ა.შ. თუმცა პროტაგონისტების გამარჯვებასთან ერთად, მომენტალურად კაშკაშა მზე გამოდის და ყველაფერი ირგვლივ მშრალი და ნათელია, თითქოს 10 წამის წინ წვიმა საერთოდ არ იყო.
44) ყველაზე გამართული ავტომობილიც კი, მაშინ როდესაც პერსონაჟს განსაკუთრებულად ჭირდება გაურკვეველი მიზეზით არ იქოქება იმ მომენტამდე, სანამ კატასტროფის მოხდენამდე 1 წამი არ დარჩება.
45) ეპიზოდებში, სადაც კეთილი პერსონაჟი ავტომობილით ბორომოქმედს მისდევს, მას მეექვსე გრძნობა უვითარდება, რადგან მან ყოველთვის იცის თუ რა მარშრუტით წავა და სად უნდა დახვდეს ანტაგონისტი უზარმაზარ ქალაქში.
46) ბოროტმოქმედს დამახასიათებელი ფიზიკური დეფექტი და აუცილებელი განსხვავებული აქცენტი უნდა ჰქონდეს.
47. სამყაროს გადარჩენა, სხვადასხვა კატასტროფებისაგან ან ბოროტმოქმედებისაგან მხოლოდ შტატებსა და შტატების მაცხოვრებლებს შეუძლიათ, რამხელა ვალშია სამყარო მათ წინაშე, ვინ მოთვლის…