სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კინოფრანჩიზები, რომელთა გაგრძელებები ვეღარ ვიხილეთ

Cinemania ავტორი Cinemania
23 მარტი, 2022
რუბრიკა გასართობი, კლუბი, რევიუ, საინტერესო, სახალისო, სიახლეები, ტოპ 5, ფილმი VS
0
კინოფრანჩიზები, რომელთა გაგრძელებები ვეღარ ვიხილეთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ ჰოლივუდის მეგა ფრანჩიზების ეპოქაში ვცხოვრობთ, ეპოქაში, სადაც ეს ინდუსტრია მრავალმილიარდიანი შესმოსავლის წყარო გახდა.  ჩამოსათვლელადაც კი ძნელია, იმ ფრანჩიზების რაოდენობა, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს კინო ინდუსტრიაში, თუმცა, სადაც არიან გამარაჯვებულები, იქ დამარცხებულებიც აუცილებად გამოჩნდებიან.

ძირითადად არსებობს ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ხორციელდება დაგეგმილი ფრანჩიზების (ე.წ სერიების) გადაღება. პირველ რიგში, არადამაკმაყოფილებელი შემოსავლები (Box Office), რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმმა კინოთეატრებსა და შემდგომ უკვე საერთო კინოგაქირავებაში ვერ მიაღწია გარკვეულ წარმატებას და ამა თუ იმ მიზეზის გამო მოსალოდნელი თანხები ვერ მოაგროვა. ასევე, ფილმის წარუმატებლობას კინო კრიტიკოსები განსაზღვრავენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნეგატიური შეფასებებით მაყურებელს ფილმის ყურების ენთუზიაზმს უკლავენ. სწორედ ეს ორი ინგრედიენტი ხდება წარუმატებლობის რეცეპტი და შესაბამისად ფრანჩიზის გაუქმების მიზეზიც.

დაგეგმილი კინოფრანჩიზების ჩამონათვალი, რომლებიც აღარ გადაუღიათ:

THE LAST AIRBENDER

გენიალური მულტიპლიკაციური სერიალის ადაფტაცია – ფილმი აბსოლიტური კატასტროფა აღმოჩნა. საშინლად შერჩეული კინომსახიობები, ცუდი სპეც. ეფექტები, კიდევ უფრო უარესი სცენარი და ისტორიის თხრობა – არანაირი ემოცია. პირველივე კვირის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ანგისა და მისი მეგობრების თავგადასავალის შესახებ მე-2 ფილმს აღარ გადაიღებდნენ.

FANTASTIC FOUR

მგონი არავინ იცის, თუ როგორ არის შესაძლებელი გადაიღო კარგი ფილმი შესანიშნავ ოთხეულზე. ფრანჩიზის გაცოცხლების უკანასკნელი მცდელობა ჯოშ ტრანკს 2015 წელს ჰქონდა, თუმცა საშინელი სცენარისა და უამრავი შეცდომის გათვალისწინებით ეს მცდელობაც კრახით დასრულდა.

JOHN CARTER

„ჯონ კარტერი“ იყო იდეა, რომელიც მშვენივრად ჟღერდა ქაღალდზე. ფილმი წარმოადგენს  პოპულარული ფენტეზი ჟანრის წიგნის ეკრანიზაციას. იგეგმებოდა, რომ ფილმი თავისი სიკველებით შეეჭიდებოდა ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან ბეჭდების მბრძანებელი და ვარსკვლავური ომები, თუმცა უზარმაზარი ბიუჯეტის მიუხედავად ფილმი ყველა მხრივ ცუდი აღმოჩნა.

ERAGON

“ჰარი პოტერის“ გამოსვლასთან ერთად სამყარომ საკმაოდ ბევრი ფენტეზი სტილის ფრანჩიზა იხილა, სადაც ბავშვებს ამა თუ იმ მიზეზების გამო სპეციალური შესაძლებლობები გააჩნდათ. ამ ჟანრის ერთერთი წარმომადგენელი „ერაგონი“ იყო, თუმცა წიგნის მიხედვით გადაღებულმა პირველმა ფილმმა ცხადყო, რომ ფრანჩიზას გაგრძელება არ ეწერა.

ENDER’S GAME

„ენდერის თამაში“ აღწერილი მოვლენები და სამყარო საკმაოდ მასიურია, რაც კარგი კინოფრანჩიზის გადაღების საშუალებას იძლეოდა. ფილმი 2013 წელს გამოვიდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ისტორიები ახალგაზრდა მოზარდების შესახებ, რომლებიც სამყაროს გადარჩენას ცდილობნენ ყველაზე პოპულარული იყო. ასევე, ფილმში მონაწილეობა სხვადასხვა მეგა ვარსკვლავებმაც მიიღეს, რაც ფილმის წარმატების მიზეზი უნდა გამხდარიყო, თუმცა… ფილმი სხვა ცნობილი ბლოქბასტერების ფონზე უბრალოდ არ გამოჩნდა და  „დაიკარგა“.

MASTER AND COMMANDER: THE FAR SIDE OF THE WORLD

ფილმი Aubrey Maturin-ის 20 დასრულებული ნოველიდან ერთ-ერთის ეკრანიზაციაა და მოგვითხრობს ისტორიას სამხედრო გემის კაპიტანის შესახებ, რომელიც ნაპოლეონის დროინდელ ომებში იღებდა მონაწილეობას. იმის და მიუხედავად, რომ კინოკრიტიკოსებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს კინოლენტა, ფილმმა ვერ მოიზიდა საკმაო შემოსავალი იმისათვის, რომ მას წარმატებულის სტატუსი მოეპოვებინა, შესაბამისად მალევე გადაწყდა, რომ რასელ ქროუს მიერ შესრულებული კაპიტანის როლის ისტორიას სამყარო აღარ იხილავდა.

THE GOLDEN COMPASS

ფილმი სანახაობრივად საკმაოდ ლამაზი გამოდგა და ოსკარიც კი მოიპოვა ვიზუალურ ეფექტებში, თუმცა კინოთეატრებისა და გაქირავებისაგან მიღებულმა შემოსავლებმა ვერ დაფარა ფილმის ხარჯები, რის გამოც ფრანჩიზის გადაღება უსასრულო ვადით გადაიდო.

THE CHRONICLES OF NARNIA

დაწერილია შვიდი წიგნი „ნარნიის ქრონიკების“ შესახებ, თუმცა ეკრანიზირებულია მხოლოდ სამი. ცნობილია, რომ პირველი ფილმი აბსოლიტური ჰიტი იყო, თუმცა რაც მეტი დრო გადიოდა ინტერესი კინოფრანჩიზის მიმაღთ სულ კლებულობდა. არ არის გასაკვირი, რომ წიგენბი საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა ხანმოკლე პერიოდით. „The Voyage of the Dawn Treader“-ის გამოსვლასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ ინტერესი ნარნიის მიმართ უკვე საკმაოდ ჩამცხრალი იყო და შემდგომი ფილმების გადაღება არამომგებიანი იქნებოდა.

PRINCE OF PERSIA: THE SANDS OF TIME

„Prince of Persia: The Sands of Time“ ამავე დასახელების ცნობილი კომპიუტერული თამაშისა და მეგა ფრანჩიზის ეკრანიზაცია. იმის და მიუხედავად, რომ მოლოდინები დიდი იყო, ფილმის სუსტმა სცენარმა და უზარმაზარმა ბიუჯეტმა, არ მისცა ჯეიკ ჯილენჰოლს მეორედ მოერგო სპარსეთის პრინცის როლი და კინოფრანჩიზის გადაღება საბოლოოდ გააუქმეს.

HELLBOY

ახლა, როდესაც გამოვიდა ახალი ფილმი Hellboy-ს შესახებ, ნათელი გახდა, რომ გილიერმო დელტოროს ორიგინალი ფრანჩიზის მესამე ეპიზოდს ვერასოდეს ვიხილავთ. ორივე ფილმის წარმატებული შემოსავლებისაა და შეფასებების მიუხედავად, უცნობი რჩება თუ რატომ ვერ ვიხილეთ პერლმანის შესრულებით ეშმაკის როლი კიდევ ერთხელ.

AMAZING SPIDER-MAN

2002 წლიდან ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ობობა ვიხილეთ. სამი ფილმი ტობი მაგვაიერის შესრულეებით და ორიც ენდრიუ გარფილდის (The Amazing Spider-Man). ცნობილია რომ „გასაოცარი ადამიანი ობობას“ ფრანჩიზაში ორ ფილმზე მეტი უნდა მოხვედრილიყო, თუმცა სონის ბოსებმა სხვანაირად გადაწყვიტეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ადამიანი ობობა მარველის კინოსამყაროს შეუერთდა და სრუილიად ახალი, წარმატებული კინოფრანჩიზა  წამოიწყო.

 

28 DAYS LATER

პირველი ფილმის წარმატების შემდგომ, დამაჯერებლად ჟღერდა, რომ სტუდია სიკველს აუცილებლად გადაიღებდა და ასეც მოხდა. ხუთი წლის შემდგომ კინოეკრანებზე ვიხილეთ „28 კვირის შემდეგ“, ისტორია წინა ეპიზოდის ერთ-ერთ გადარჩენილზე, რომელიც ნატოს ბრიტანულ თავშესაფარში ზომბი ვირუსით აინფიცირებს სხვა ადამიანებს. ზომბი ჰორორის ჟანრის მოყვარულები ფრანჩიზის გაგრძელებას, სათაურით „28 თვის შემდგომ“ დიდი მოლოდინით ელოდნენ, თუმცა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მესამე ეპიზოდის გადაღება გაუკვეველი დროით გადაიდო.

JUSTICE LEAGUE

ცნობილია, რომ DC და MARVEL ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც კონკურენტები არიან, არამარტო კომიქსების, არამედ კინოფრანჩიზების წარმოებაშიც კი. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ DC ცდილობს, თავისი კინოფრანჩიზები, ისევე წარმატებული იყოს როგორიც მარველის, თუმცა ხშირ შემთხევაში საწადელს ვერ აღწევს. ერთ-ერთი ასეთი წარუმატებელი Justice League-ის ფრანჩიზაა –  ხანმოკლე და კატასტროფული. მიუხედავად იმისა, რომ სნაიდერის ვერსიამ სიტუაცია საგრძნობლად გამოასწორა და ასევე, უახლოეს მომავალში საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანი DC-ის ბლოკბასტერების პრემიერებია დაგეგმილი, ოახლოესი 5 წლის მანძილზე, თუ მეტი არა კიდევ ერთ ფილმს Justice League-ის სახით ვერ ვიხილავთ.

TRON

Tron: Legacy ცნობილი 80-იანების ფილმის TRON-ის სიკველია.  სუსტი სცენარითა და უაზრო ისტორიით ფილმმა ვერ მიაღწია იმ წარმატებას, რომელსაც მიაღწია მისმა წინამორბედმა. როლების შემსრულებელი მეგავარსკვლავებისა და Daft Punk-ის მუსიკის მიუხედავად ფილმა მაინც ვერ მოაგროვა საკმარისი შემოსავლები, რის გამოც მისი მესამე ფილმის გადაღება გადაიდო.

NATIONAL TREASURE

„ნაციონალური საგანძურმა“ და მისმა გაგრძელებამ „ნაციონალური საგანძური: საიდუმლოებების წიგნმა“ გამაოგნებელ წარმატებას მიაღწიეს. ფილმი დამაინტრიგებლად მთავრდება, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ბენ გეიტს საიდუმლოებების წიგნს (წიგნი, რომელშიც ფილმის თანახმად ყველანაირი კონსპირაციული თეორიის შესახებ პასუხი არსებობს) აძლევს და სთავაზობს 47-ე გვერდის ნახვას. იმის და მიუხედავად, რომ სცენარი დაწერილია „ნაციონალური საგანძურის“ მესამე ნაწილს გადაღბა ჯერ არ დაწყებულა და აი უკვე წლებია, რაც ფანებისათვის სასიდუმლოდ რჩება თუ რა ეწერა წიგნის 47-ე გვერდზე.

KICK-ASS

Kick-Ass მარველის ერთ-ერთი ადრეული წამოწყებაა, რომელმაც საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა კომპანიას. პირველი ფილმი დადებითად შეფასდა კრიტიკოსების მიერ და რაღაც კუთხით საკულტოდაც იქცა. ფილმში მონაწილეობდნენ ნიკოლასს კეიჯი, აარონ ჯონსტონი და ქლოი გრეის მორტცი, რომლებიც ასევე თავიანთი როლების შესასრულებლად ფრანჩიზის გაგრძელებაში Kick-Ass 2-ში დაბრუნდნენ. თუმცა გაგრძელებამ ვერ მოიპოვა ის საკულტო აღიარება და შემოსავლები, როგორც მისმა პრიკველმა.  შესაბამისად გადაწყდა, რომ მესამე ეპიზოდის გადაღებას მწვანე შუქი აღარ აენთებოდა.

 

დასრულებადაუსრულებელიდაწყებაკინოკინოფრანჩიზაფილმი
Previous Post

„Amazon“-მა “Metro-Goldwyn-Mayer“-ის შესყიდვის პროცედურები დაასრულა

Next Post

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების შვილები

Next Post
როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების შვილები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების შვილები

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

გასართობი

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ტანსაცმელი რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ღონისძიებებზე ეცვათ

ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ახლა კითხულობენ

სახალისო ილუსტრაციები: თანამედროვე პოპ-კულტურის ცნობილი პერსონაჟების სხეულის აგებულება

სახალისო ილუსტრაციები: თანამედროვე პოპ-კულტურის ცნობილი პერსონაჟების სხეულის აგებულება

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2020
911

ირაკლი კვირიკაძე და ენტონი ჰოპკინსი

ირაკლი კვირიკაძე და ენტონი ჰოპკინსი ერთად ითამაშებენ!

ავტორი Cinemania
21 ივლისი, 2018
0

“მულანში” სიმღერები არ იქნება

“მულანში” სიმღერები არ იქნება

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
337

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020