კინომოყვარულებმა არაერთი შესანიშნავი ისტორია ვიხილეთ ჯაშუშების შესახებ, თუმცა როგორც არსებობენ სუპერგმირები, ასევე არსებობენ სუპერჯაშუშებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ წონდების ე.წ „შპიონები“ არც ისე მრავლად არიან, მაინც არსებობენ ეგზემპლარები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებენ, ხოლო ის ვიზეც დღეს ვისაუბრებთ უდაოდ გენტლმენია და იგი ბრიტანელია. არა, ეს ჯონი ინგლიში არ არის, თუმცა ისიც MI6-ის თანამშრომელია, იგი აგენტი 007-ის სახელით არის ცნობილი და მას უბრალოდ ბონდს, ჯეიმს ბონდს უწოდებენ.
მიმდინარე ეტაპზე ჯეიმს ბონდის შესახებ 24 სრულმერაჟიანი ფილმია გადაღებულია (25-ე ფილმი, „No Time To Die“-ს პრემიერა თავდაპირველად 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა რეჟისორმა, დენი ბოილმა პროექტი დატოვა, ხოლო შემდგომ Covid-19-ც დაიწყო 🙂 და 1953 წლიდან არაერთი რომანი და ნოველაა დაწერილი, პირველი კი სახელგანთქმულმა ჟურნალისტმა, მწერალმა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა იან ფლემინგმა გამოაქვეყნა.
უყურე „No Time To Die“-ს თრეილერს4 adjaranet.com-ზე

ჯეიმს ბონდი არაერთმა ცნობილმა სახიობმა განასახიერა, მათ შორის, ტიმოთი დალტონმა, როჯერ მურმა, შონ კონერიმ და პირს ბროსნანი, ხოლო ამჟამად აგენტი 007-ის როლს დენიელ კრეიგი 4 ფილმის მანძილზე ასრულებს. სუპერჯაშუშის შესახებ ისტორიები ცნობილია სროლებით, ორთაბრძოლებით, ჩახლართული ისტორიებით, ლამაზი ქალბატონებით, დასამახსოვრებელი ლოკაციებითა და რა თქმა უნდა ექსკლუზიური საათებით, ეგზოტიკური ავტომობილებითა და ზოგადად შესანიშნავი გაჯეტებით. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჭკვიანი ხელსაწყოებით თანამედროვე ადამიანის გაკვირვება საკმაოდ რთულად არის შესაძლებელი (განსაკუთრებით 20-30 წლის წინანდელ ფილმებში ნაჩვენები ხელსაწყოებით) სინემანიას გუნდი მაინც ეცდება შემოგთავაზოთ, აგენტი 007-ის ყველაზე დასამახსოვრებელი საიდუმლო მოწყობილობები, რომლის ქონაც თუნდაც დღეს ნებისმიერ ჩვენთაგანს გაახარებდა.
9. სათვალე რენტგენი
8. დარტის მტყორცნი საათი
7. მრავალფუნქციური ერიქსონის მობილური ტელეფონი (თანამედროვე სამყაროსათვის კი უბრალოდ სმარტფონი)
6. ასაფეთქებელი სიგარეტი
5. JetPack
4. მრავალფუნქციური კეისი
3. ასაფეთქებელი კალამი
2. გასაღების მრავალფუნქციური ასაცმელი
1. მაჯის საათები
პ.ს ჯეიმს ბონდის ავტომობილები ნამდვილად დამოუკიდებელ სტატიას იმსახურებენ.