დროის მსველობასთან ერთად, მატულობს დისნეის პერსონაჟების სხვადასხვა სახის მეტამორფოზა. სახელოვანი და ნაკლებად ცნობილი ილუსტრატორები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ მკითხველსა და მაყურებელს განსხვავებული პროექტები შესთავაზონ. ზოგიერთი არტისტი, ცნობილ პერსონაჟებს ჰიპერრეალისტურად ხატავს, ზოგი უცვლის მათ იერს და ზოგიც კი, სქესს. შესაბამისად, ჩვენს პორტალზე არაერთხელ გვინახავს, სასახლეში მცხოვრები ლამაზმანების ფოტოსესიები, სადაც ისინი საკუთარი იერსახიდან გამოდიოდნენ და ირგებდნენ, ხან თანამედროვე თინეიჯერის სტილს, ხან ადამიანების რეალობაში ამოყოფენ თავს.
ცოტა ხსნის წინ შემოგთავაზეთ, გრაფიკული დიზაინერის, ლუიჯი კემო ვოლოს სახალისო ექსპერიმენტი, სადაც არტისტმა სახელგანთმქმული ანიმაციცური გმირები გააცოცხლა და მათთან ერთად სხვადასხვა ლოკაციებზე ფოტოსურათების გადაღებაც კი მოახერხა. ხსენებული თემატიკა საკამოდ პოპულარულ მიმდინარეობად იქცა და მალევე სხვადასხვა არტისტებმაც დაიყეს მსგავს პრეოქტებში საკუთარი ძალების გამოცდა. თუმცა ლუიჯის შემოქმედება მინაც ყველაზე პოპულარულად რჩება ხსენებულ თეამტიკაში., რომელმაც კიდევ ერთხელ საკმაოდ სახალისო ფოტოსესიისათვის მოგვცა საშუელბა შეგვეხედა.