Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება და მიმდინარე ეტაპზე ასტორნომიულ ციფრსაც მიუახლოვდა, რაც დღეის მდგომარეობით 222 მილიონ გამომწერს შეადგენს. რა თქმა უნდა ამ ყველაფერში სტრიმინგ გიგანტს საკუთარი შოუების, სერიალებისა თუ მხატვრული ფილმების წარმოება უწყობს ხელს, რომელიც აბსოლუტურდ ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს. ასევე, მათ პროექტებში ჰოლივუდისა და ზოგადად სხვადასხვა ქვეყნების (რეგიონალური) ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას. სტრიმინგ გიგანტი თითქმის ყოველკვირეულად ახალ-ახალი, ხარისხიანი პროექტებით გვანებრიბრებს, სადაც მაყურებელთა უმეტესობისათვის საყვარელ მსახიობებს სთავაზობს როლებს. უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამაუწყებლო გიგანტის რჩეული რაიან რეინოლდსია, რომლის ახალი ფილმის. „The Adam Project“-ის პრემიერა სულ ახლახანს შედგა.
ფილმში მოქმედება 13 წლის ადამის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, თუმცა მისი ცხოვრება ერთ ღამეს სრულად შეიცვლება. პატარა ადამი, რომელსაც Walker Scobell ასახიერებს მომავლიდან ბავშვობაში დაბრუნებულ საკუთარ თავს, დიდ ადამს (Rayan Reynolds) შეხვდება, რომელიც დროში მოგზაურობისას ავარიაში მოყვა. ორ ადამს, არაერთი სამეცნიერო ფანტასტიკის სტილის, რთული თავსატეხის ამოხსნა მოუწევს, რასაც თავბრუდამხვევი ექშენი მოჰყვება. უფროს ადამს უმცროსი სახიფათო, თუმცა საკუთარი თავის აღმოჩენის გამაოგნებელ თავგადასავალში მიჰყავს, სადაც ისინი ერთად სანუკვარი ოცენბის ასრულებას გეგმავენ და ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვლილ მამასთან შეხვედრას ეცდებიან. The Adam Project, ოჯახური, სათავგადასავლო კომედიაა, სადაც იუმორის ძირითადი ნაკადი რა თქმა უნდა რაიანზე არის აქცენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ რეინოლდსი ხშირად აღნიშნავს, რომ რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს ასახიერებს, ხშირად მის გმირებში ერთი და იგივე ნიშნები მარტივად შეინიშნება. ერთი სიტყვით დაგეგმილ ფილმშიც რაიანი აკეთებს იმას, რისთვისაც იგი მაყურებელს განსაკუთრებულად შეუყვარდა ენამახვილობისათვის, ქარიზმატულობისათვის, სარკაზმისა და ირონიულობისათვის, ამასთან ერთად მზრუნველობისა და ერთგულებისათვის.
როგორც უკვე ვახსენებთ, ფილმი საინტერესო საყურებელია. მოვლენები საკმაოდ დინამიურად ვითარდება და თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ემოციურ მომენტს, როდესაც მოვლენები ოდნავ კლებულობს ტემპში, საბოლოო ჯამში ფილმი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. სპილერებისაგან ვეცდები მაქსიმალურად შევიკავო თავი, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ საინტერესო კონცეფციის მიუხედავად, ბევრი რამ საკმაოდ კლიშირებულად ხდება, თუმცა გარკვეულ სიახლეებსა და მოულოდნელობებს მიაინც ინარჩუნებს. საბოლოო ჯამში ფილმი, მხოლოდ დადებით და პოზიტიურ ემოციებს ტოვებს, მისი ყურება არ გღლის, არ გაიძულებს ბევრი იფიქრო, ან/და იხსენო ესა თუ ის მომენტი. The Adam Project-ის ყურება თამამად ოჯახთან ერთად შეიძლება, სადაც უკმაყოფილო არც ერთი ოჯახის წევრი არ დარჩება.
საბოლოო ჯამში, ფილმი საკმაოდ დადებითად შეაფასეს სხვადასხვა საშემფასებლო პორტალებზეც, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ზოგიერთ პორტალზე, როგორც კრიტიკოსთა, ასევე მაყურებელთა აზრი განსხვავდება. მაგალითად IMDB-ზე, სურათს ჯერ-ჯერობით მყარი 7.0 ★ უწერია (43 000 ადამიანის შეფასებით). imdb-საგან განსხვავებით, Rotten Tomatoes-ს მომხმარებლები, გაცილებით ლმობიერი აღმოჩდნენ, რადგან მიმდინარე ეტაპზე 148 კრიტიკოსის რევიუს საფუძველზე The Adam Project-მა 70% და მიიღო, ხოლო რაც შეეხება აუდიტორიას, მან ბლოკბასტერს 80% და
დაუწერა. რაც შეეხება Metacritic-ს, ფილმმა 48 „ადგილობრივი“ შემფასებლის მიერ 55 Metascore მიიღო, რაც 100 ბალიანი შეფასების თანახმად, საკმაოდ დაბალია, თუმცა MS-ის მომხმარებლები საკმაოდ ხელგაშლილნი აღმოჩდნენ და სურათს 7.0 დაუწერეს. არც სხვადასხვა ცნობილი ინტერნეტ პორტალების ჟურანისტებს დაეზარათ ფილმის შეფასება, მაგალითად ComicBook.com-მა ფილმს 5-დან 3.5 ვარსკვლავი დაუწერა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფილმისაგან გაცილებით მეტს მოელოდნენ, რაიმე ცუდიც ვერაფერი შენიშნეს. უმრავლესობა ფილმს ძალიან დადებითად ახასიათებს, ხოლო ზოგიერთი შედევრადაც კი მოიხსენიებს. აქვე დავამატებთ იმასაც რომ, შემფასებელთა უმეტესობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი არის, სახალისო, ჩამთრევი, ემოციური და ნოსტალგიური. შედარებით უფროსი თაობა აღნიშნავს იმასაც, რომ 80-იანების სული შესანიშნავად არის გადმოცემული სურათში და მშვენივრად იმეორებს იმავე პერიოდის გარემოს. ზოგიერთი კი იმასაც აღნიშნავს, რომ ფილმის სტილიდან გამომდინარე სულ არ გეგმავდა სურათის ბოლოს ცრემლების დენას…
შეგახსენებთ, რომ ფილმის რეჟისორი შონ ლევია, რომელმაც რეინოლდსთან ერთად უკვე იმუშავა ერთ ფილმში, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგა – Free Guy. რეინოლდსა და სკობელს მარველის ვარსკვლავებიც შეუერთდნენ, ადამის გარდაცვლილი მამის როლს მარკ რუფალო ასრულებს, ჯენიფერ გარნერი ადამის დედის, ხოლო ზოი სალდანა უფროსი ადამის მეგობარ გოგონას განასახირებს. ამასთან