2020-ში თუ ვინმე დაბრუნდა ხმაურით, ეს რა თქმა უნდა გაი რიჩია. დიდი ბრიტანეთი, კლიპის მსგავსი კადრები, გენიალური დიალოგები, შესანიშნავად გაწერილი და ნათელი პერსონაჟები, მარტივი და ამავე დროს ჩახლართული ისტორია, A რანგის სამსახიობო გუნდი და მისი განუმეორებელი სტილი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელმა რეჟისორმა 2019 წელს დისნეისათვის ალადინი გადაიღო, რომელმაც როგორც კრიტიკოსების, ისე აუდიტორიის საკმაოდ კარიგი შეფასებები მიიღო და ამავე დროს 2019-ის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა, გაი 2020-წლამდე საკუთარ განუმეორებელ სტილს არ დაბრუნებია, ხოლო ხსენებულ პერიოდში შემოგვთავაზა განუმეორებელი „The Gentlemen“, სადაც შთამბეჭდავი ისტორიის გარდა თავი მოუყარა ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან, მეთიუ მაკკონაჰი, ჩარლი ჰანემი, ჰიუ გრანტი, მიშელ დოკერი, ჯერემი სტრონგი და კოლინ ფარელი. უბრალოდ აღნიშნო, რომ ხსენებული ფილმი კარგია, ჯობია საერთოდ არაფერი არ თქვა, შესაბამისად ვისაც არ გქონიათ ჯერ-ჯერობით ჯენტლმენების ყურების ბედნმიერება უმჯობესია სტატიის დასრულების თანავე დაიწყოთ ყურება.
რა მიზეზით გაგვახსენდა გაი რიჩი? საქმე იმაშია, რომ ბრიტანელმა რეჟისორმა გადაწყვიტა კიდევ ერთი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმის გაღება, რომელშიც მისთვის უკვე კარგად ნაცბნობ და წინა ფილმებში გამოცდილ მსახიობს მისცა მთავარი როლი. დიახ საუბარია ჯეისონ სთეითემზე, რომელმაც რიჩის არაერთ ფილმში, „Snatch“-ში, „Revolver“-სა და „Lock, Stock and Two Smoking Barrels“-ში მიიღო მონაწილეობა. ორი ბრიტანელი საკამოდ კარგად იცნობენ ერთმანეთს და იციან თუ რა სჭირდება ფილმს იმისათვის რომ მაყურებლისათვის საინტერესო საყურებელი იყოს. გაი რიჩის ახალი პროექტი, სადაც ჯეისონს დაუძახეს „Wrath of Men“-ია:
უყურე Wrath of Men-ის თრეილერს adjaranet.com
როგორც თრეილერიდან ხედავთ, საკმაოდ დაძაბული, საინტერესო, ექშენით სავსე ფილმი გველოდება. თრეილერიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაციის გაგება არის შესაძლებელი. ჯეისონ სტეტემის პერსონაჟი ვინმე ორსონ ფორტუნია, დაქირავებული აგენტი და MI6-ის თანამშრომელი, რომელსაც ავალებენ საკმაოდ მნიშნველოვანი სახმელეთო (ჯავშან ავტომობილით) ტვირთების გადაზიდვას, დაცვასა და უსაფთხოებას. მისი პერსონაჟი დისციპლინირებული, გაწვრთნილი, ცივსისხლიან, სხარტად მოაზროვნე, სწრაფი და მიზანდასახული ადამიანია, რომელსაც მხოლოდ შურისძიების სურვილი ამოძრავებს. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი ჯავშან ავტომობილის ძარცვის დროს, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სტეტემის პერსონაჟი უბრალო მოქალაქე იყო და არასაჭირო დროს არასაჭირო ადგილას აღმოჩნდა მძარცველები მას შვილს მოუკლავენ, ხოლო თავად მას მოხვედრილი ტყვიის შედეგად საკმაოდ დიდი ხნით გაუშვებენ სავაადმყოფოს პალატაში კომატოზურ მდოგმარეობაში. გამოღვიძების შემდგომ იგი სიკვდილის მანქანად იქცევა და შურისძიების მიზნით იწყებს მნიშვნელოვანი ტვირთების დაცვას იმ იმედით, რომ ავტომობილს მძარცველები კვლავ დაესმხებიან თავს და იგი საკუთარი შვილის მკვლელებს ამ ჩანაფიქრის მიხედვით იპოვის. აქვე ვხედავთ, რომ მკვლელი უმცროსი ისტვუდი, სკოტი უნდა იყოს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ეყრდნობა 2 წუთიან თრეილერზე დაკვირვებას, როგორ განვითარდება სინამდვილეში მოვლენები ფილმის გამოსვლამდე რა საკვირველია არ გვეცოდინება. აქვე აღსანიშნავია, რომ ეპიზოდურ როლში ამოვიცანით ცნობილი ამერიკელი რეპერი Post Malone, რომელიც მძარცველის როლს ასრულებს. ფილმში ასევე მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ ჯოშ ჰარტნეტი და ალექს ფერნსი.
გაი რიჩის იუმორიც არსად გამქრალა, ორ წუთიან თრეილერში იმდენი სახალისო მომენტია, რამდენიც შესაძლოა ერთ ხანმოკლე სიტკომში არ იყოს. არსად გამქრალა რეჟისორისათვის დამახასიათებელი სტილი, კამერის სწრაფი მოძრაობებითა და Slow.Mo-ებით. ერთი სიტყვით წინ საკამოდ საინტერესო ფილმი გველოდება, რომელიც ჯერ კიდევ 15 იანვარს უნდა გამოსულიყო, თუმცა პანდემიის გამო პრემიერა გაზაფხულამდე გადადეს. ახლა კი ფილმის პრემიერა მაისის თვეშია დაგეგმილი.