როდესაც იხსენებთ მეოცე საუკუნის უდიდეს პიროვნებებს თავისთავად გონებაში მომენტალოურად ამოდის ძლიერი პოლიტიკოსების, მომხიბლავი მსახიობების, გამორჩეული მხატვრების, ნიჭიერი სპორტსმენებისა და შესანიშნავი მომღერლების ყველაზე ხატოვანი ფოტოსურათები, რომელიც აუცილებლად ფოტოგრაფის გადაღებულია. ერთ-ერთი გასული საუკუნის შესანიშნავი ფოტო არტისტი კი ფილიპ ჰალსმანია, ლატვიელი წარმოშობის ფოტოგრაფი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო პორტრეტისტად ითვლება. მისი ფოტოსურათები აუცილებლად გექნებათ ნანახი, რადგან იმ პერიოდის ცნობილი ადამიანების ყველაზე ცნობილი პორტრეტული ფოტოები სწორედაც, რომ ფილიპის გადაღებულია. კენედი, სალვადორ დალი, ალფრედ ჰიჩკოკი, ოდრი ჰეპბერნი და მრავალი სხვა ყოველი მათგანი მოხვდა ჰალსმანის ობიექტივში, რამაც მსოფლიოს ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოსურათები აჩუქა:
Philippe Halsman
