ჩვენ უკვე არაერთი ფოტოსესია ვნახეთ, სადაც კინოსამყაროს სხვადასხვა წარმომადგენლებსს აერთიენებენ ერთიმეორეში და ამავე გმირებს ადამიანების რეალობაში აჩვენებენ. თანამედროვე თინეიჯერები, კიმონოში გამოწყობილები, მომავალი დედები და პლეიბოის ვარკსვლავებიც კი, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელშიც დისნეის პერსსონაჟები დაუხატიათ სხვადასხვა არტისტებს, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ოდნავ დედამიწაზე დავეშვებით და ზოგიერთ მათ ცნობილ სცენას რეალიზმს შევმატებთ.
ანდჰიკა მუსკინი შეყვარებულია დისნეისა და მის სამყაროზე. იგი საკმაოდ დიდი ხანია ხატავს და ფოტოშოპში ასხვაფერებს თაგვის სახლის მიერ შექნილი სამყაროს პერსონაჟებს. არიელი, პოკაჰინტასი, ბელ, კონკია და ჟასმინი მისი შტაგონების ძალაა. დისნეიზე შეყვარებულმა ანდჰიკამ მოისურვა რომ მისი საყვარელი პერსონაჟები მეტად რეალურები და ცხოვრებსეულები ყოფილიყვნენ,შესაბამისად, მან მათ ცნობილ სცენებს ერთი პატარა დეტალი, რეალიზმი შემატა, რამაც უკვე სრულიად შეცვალა ამ ნახატების, როგორც ვიზუალი ისე შინაარსიც.
Free Fall Of The Wind