უახლოეს მომავალში, განსაკუთრებით კი 2021 წლისკენ კინოსამყაროს მოყვარულთა და კრიტიკოსთა დიდი ნაწილის ყურადღება „დისნეისაკენ“ და მისი ახალი მულტიმედიური პლატფორმის, „Disney+“-კენ იქნება მიპყრობილი. შეგახსენებთ, რომ „თაგვის სახლის“ ახალი პროდუქტი, „Disney+“ წარმოადგენს „Netflix“-ისა და „HBO“-ს მსგავს პლატფორმას, სადაც თავსდება „მიკი მაუსის“ კუთვნილებაში არსებული პროდუქცია ფილმების, სერიალებისა და TV შოუების სახით – ეს არის ადგილი, სადაც „დისნეი“ ექსკლუზიურად განათავსებს ისეთ ცნობილ ფრანჩიზებს როგორებიცაა: „Star Wars“, „Avengers“, „The Pirates of the Caribbean“, „Toy Stories“ და კიდევ უამრავ, ცნობილსათაურიან ფილმს, ანიმაციასა თუ TV შოუს.
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, თაგვის სახლის უზარმაზარი კონკლომერდატი წლის განმავლობაში სხვადსხვა ჟანრის ათეულობით ფილმს, ანიმაციასა თუ ტვ შოუს იღებს. დისნეი პირველ რიგში ცნობილი გახდა ძმები გრიმების ზღაპრების ეკრანიზაციებით, სადაც ისინი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში არაჩვეუებრივ, შთამბეჭდავ და ნამდვილად თბილ მულტფილმებს იღებდნენ. დროის მსველლობასთან ერთად მიკი მაუსი „წონასში იმატებდა და იმატება“, თუმცა საკუთარი პროდუქტის ხარისხს მუდამ ინარჩუნება და მაყურებელს ყოველ ჯერზე სრულიად ახალ პროექტებს სთავაზობდა (საუბარია საკუთარი წარმოების და არა ნაყიდი კომპანიების). მაგრამ ყველაფერი სრულიად მოულოდნელად 2010 წელს ერთ წამში შეიცვალა, როდესაც კომპანიამ საკუთარი, წარსულში წარმატებული პროექტების ცოცხალი შესრულების რიმეიქების, რებუტების, სიკველების, პრიკველების და ღმერთმა იცის კიდე რეების გადაღება დაიწყო. ამ ყველაფრის ფუძემდებლად თამამად შეგვიძლია მოვიხსენით „Alice In Wonderland“, რომელმაც 2010 წელს 200 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით დისნეის 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა. სწორად მაშინ მიხვდა კომპანია რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება საერთოდ არ იყო საჭირო და ასეულობით მილიონის შოვნა ადამიანების ნოსტალგიაზე შეიძლებოდა. სწორედ მაშინ ჩართო დისნეიმ კონვეერი და დაიწყო უსულო, უგულო და აბოლუტურად ერთნაირი რიმეიქების ბეჭდვა:
Alice In Wonderlan (2010) – 1.1 მილიარდი $ შემოსავალი
Maleficent 2014 – 750 მილიონი $ შემოსავალი
Cinderella 2015 – 543 მილიონი $ შემოსავალი
The Jungle Book 2015 – 1 მილიარდი $ შემოსავალი
Alice Through The Looking Glass 2016 – 300 მილიონი $ შემოსავალი
Beauty and The Beast 2017 – 1.2 მილიარდი $ შემოსავალი
Christopher Robin 2018 – 200 მილიონი $ შემოსავალი
Dumbo 2019 – 350 მილიონი $ შემოსავალი
Lady and The Tramp – ზუსტი ციფრი უცნობია
Aladdin 2019 – 1 მილიარდი $ შემოსავალი
The Lion King 2019 – 1.6 მილიარდი $ შემოსავალი
Maleficent: Mistress of Evil 2019 – 491 მილიონი $ შემოსავალი
Mulan 2020 – ზუსტი ციფრი უცნობია, დაახლოებით 60 მილიონი $ შემოსავალი
ზემოაღნიშნული ციფრებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისნეი უახლოეს მომავალში გაჩერებას არ აპირებს და მის საკუთრებაში არსებულ აბოლუტურად ყველა ძველ ანიმაციას იგივე ბედს გაუზიარებს. ნელ-ნელა ცნობილი ხდება ინფორმაცია სხვადასხვა ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმების ცოცხალი შესრულების რიმეიქების გადაღებისა და გამოსვლის შესახებ. უახლოესი კი „101 Dalmatians“-ის რიმეიქია, სადაც როგორი უცნაურიც არ უნა იყოს პროტაგონისტად თავად კრუელა დევილი მოგვევლინება, რომელსაც ემა სტოუნი განასახიერებს.
უყურე „Cruella“-ს თრეილერს Adjaranet.com_ზე
ზოგადად სხვადსხვა ანტიგმირების შესახებ გადაღებული ფილმები საკმაოდ მეინსტრიმად იქცა და მაყურებელშიც დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა რა შინაარსის ზღაპარი უნდა შემოგვთავაზოს დისნეიმ ქალბატონი გამტყავებლის შესახებ ჯერ-ჯერობით ბურუსით არის მოცული. ერთი რაც ნამდვილად ვიცით, რომ სასტიკი ეშმაკის (Cruella Devil) ოცნებაა ყველა არსებული ცხოველის ტყავისგან შეიკეროს ტანსაცმელი, განსაკუთრებულად კი მას დალმანტინის პატარა ლეკვებისაგან შეკრეილი ქურქი ხიბლავს და ძილშიც კი არ აძლევს მოსვენების საშუალებას. ზუსტად ეს პერსონაჟი გვეყოლება საბავშვო ზღაპარში პროტაგონისტი და მის ირგვლივ განვითარდება მოვლენები.
ამასთან ერთად უახლოეს მომავალში დაგეგმილია: „The Little Mermaid“-ს, „The Jungle Book“-ს (სიკველი), „The Lion King“-ს (სიკველი), „Snow White and The Seven Dwarfs“-ს, „Aladdin“-ს(სიკველი), „The Hunchback of Notre Dame“-ს, „Rose Red“-ს (Snow White and The Seven Dwarfs-ის სიკველი), „Bambi“-სა და „Hercules“-ს ცოცხალი შესრულების რიმეიკები და მათი წარმატების შემთხვევაში უკვე მათი სიკველები. ასევე განიხილავენ, რომ გადაიღებენ პიტერ პენის, პინოქიოს, რობინ ჰუდისა და ლილო და სტიჩის რიმეიკებსაც. დიახ აი ასეთ მარაზმად იქცა თანამედროვე კინემატოგრაფია, სადაც ყველაფერი ე.წ FunService-ზეა აწყობილი. სამწუხაროა, რომ ჯორჯ ლუკასის შესანიშნავმა „Star Wars“-მაც ზუსტად იგივე ბედი გაიზიარა, რადგან ახალი ტრილოგია არაფერი თუ არა პირველის რიმეიკი, სადაც რეჟისორებმა ვერაფერი ახალი შემოგვთავაზეს და რენსაც ზუსტად იგივე გზა, ზუსტად იგივე თავგადასავლებით გაატარეს როგორც ლუკმა თავის დროზე, ოღონდ უკვე 21-ე საუკუნის ტრენდებით გაჯერებული, თუმცა ამაზე საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს.
სამწუხაროა, რომ დისნეის მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი, რომელიც რიმეიკების, რებუტების სიკველების, პრიკველების და დაუსრულებელი კინოფრანჩიზების გადაღებას გულისხმობს სხვა მსხვილი კინოსტუდიების მიერაც სიხარულით იქნა მიღებული, რომლებიც ანალოგიურად „შტამპავენ“ სრულიად უსულგულო სურათებს. ჩვენ, მაყურებლები კი რეგრესს შევეჩვიეთ და ვტკბებით მეორე და მესამე ხარისხოვანი პროექტებით და ხშირად გვავიწყდება კიდეც თუ რა არის კარგი ფილმი, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში, როდესაც კინოინდუსტიის პულსი ძლივს ისინჯება და ნორმალური პროექტების ხილვა ნახევარ წელიწადში ერთხელაც კი არ არის შესაძლებელი…
sildenafil reddit sildenafil price 100mg where to buy sildenafil over the counter
http://ssb100kv3-form-9496110.ssr.ias-lab.de
sildenafil reviews sildenafil citrate side effects п»їsildenafil
cialis daily dosage cialis manufacturer coupon 2018 prices of cialis
п»їcialis cialis price where to buy cialis
cialis buy online canadian pharmacy cialis how long does it take for cialis to work
buy levitra online cheap buy generic levitra online levitra walmart $9
Hi my friend! I want to say that this article is amazing, nice written and include approximately all vital infos. I would like to see more posts like this.
Thanks , Ӏ have just been ѕeɑrching for info approximatеly this
t᧐pic fօr ages and yours iis the best I hаve foᥙnd out till now.
However, what about the bottom line? Are you
sure concеrning the supply?
Here is my webb sitе; pay day loans online
free dating site
free dating sites