ზოგადად სხვადსხვა ანტიგმირების შესახებ გადაღებული ფილმები საკმაოდ მეინსტრიმად იქცა და მაყურებელშიც დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა რა შინაარსის ზღაპარი უნდა შემოგვთავაზოს დისნეიმ ქალბატონი გამტყავებლის შესახებ ჯერ-ჯერობით ბურუსით არის მოცული. ერთი რაც ნამდვილად ვიცით, რომ სასტიკი ეშმაკის (Cruella De Vil) ოცნებაა ყველა არსებული ცხოველის ტყავისგან შეიკეროს ტანსაცმელი, განსაკუთრებულად კი მას დალმანტინის პატარა ლეკვებისაგან შეკრეილი ქურქი ხიბლავს და ძილშიც კი არ აძლევს მოსვენების საშუალებას. ზუსტად ეს პერსონაჟი გვეყოლება საბავშვო ზღაპარში პროტაგონისტი და მის ირგვლივ განვითარდება მოვლენები, ასევე სავარაუდოდ იმასაც შევიტყობთ თუ რატომ ან/და როგორ იქცა Cruella ისეთ ადამიანად, როგორიც ის მაყურებელმა წლების წინ გაიცნო.
უყურე „Cruella“-ს თრეილერს Adjaranet.com_ზე
ახლა კი როგორც ხედავთ ფილმის გამოსვლამდე სულ არაფერია დარჩენილი და ახალი სათავგადასავლო ზღაპრის ნახვა უკვე მაისში იქნება შესაძლებელი, შესაბამისად თაგვის სახლმა მაყურებელთა შესახურებლად და ამასთან ერთად, რომ არ ჩამოარჩენილიყო „Warner.Bros“ (რომელმაც ცოტა ხნის წინ „Space Jam 2“-ის თრეილერი გაავრცელა) მომენტალურად შემოგვთავაზა საკუთარი ზღაპრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედის Cruella De Vil-ის შესახებ გადაღებული ფილმის მეორე თრეილერი:
როგორც თრეილერებიდან ხედავთ მოქმედება ფილმში 70-იანი წლების ლონდონში ვითარდება, სადაც ჯერ კიდევ, მორცხვი, გამოუცდელი და საკუთარ შესაძლებლობების ეჭვის თვალით შემყურე ახალგაზრდა გოგონაა (Emma Stone /Estella, შემდგომ უკვე Cruell De Vil/ ) ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მომთხოვნ დიზაინერთან (ემა ტომპსონი /ბარონესა ვონ ჰელმანი/) სამუშაოდ (სავარაუდოდ) მოხვდება. როგორც თრეილერიდან ჩანს, ამ ორ პერსონაჟს შორის ურთიერთობა მალევე იძაბება, რასაც ბარონესას მიერ ესტელას დამცირების მოჰყვება, რის შემდგომაც ხდება პატარა და მორცხვი გოგონას გარდასახვა, მრისხანე, ჭკვიან და შურისძიების სურვილით აღსავსე იმ პერსონაჟად, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს, გვძულს ხან კი სულაც გვეცოდება.
შეგახსენებთ, რომ ორი ემმა, რომლებიც დაგეგმილ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ოსკაროსანი მსახიობები არაინ. ემმა სტოუნმა 2016 წელს მ/ფ ლალა ლენდში შესრულებული მთავარი როლისათვის მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, ხოლო ემა ტომპსონმა მისი პირველი ოსკარი 1992-ში მ/ფ „Howards End“-ში, ხოლო მეორე 1995-ში მ/ფ „Sense & Sensibility“-ში შესრულებული როლებისათვის მიიღო. შესაბამისად დისნეიმ ნამდვილად საუკეთესო მსახიობები მოიწვია დაგეგმილი ფილმისათვის, ასევე ორი ემას გარდა სურათში მიიღებენ მონაწილეობას მარკ სტრონგი, პოლ უოლტერ ჰაუზერი, ჯოელ ფრაი და სხვები. ფილმის რეჟისორის სკამს კრეიგ ჟილესპი იკავებს, რომელმაც თავის დროზე შემოგვთავაზა „I, Tonya“, ასევე შესანიშნავ კოსტიუმებს შემოგვთავაზებს ორი ოსკარი მფლობელი ჯენი ბივანი, რომელიც გამოირჩევა ფილმისათვის ზუსტი და საჭირო კოსტიუმების შექმნით.