კინოსამყაროს სხვადასხვა წარმომადგენლის გაერთიენება ერთიმეორეში და ამავე პერსონაჟების ადამიანების რეალობაში ჩვენება ილუსტრატორების საყვარელი გასართობია, რასაც ადამიანის უსაზღვრო ფანტაზია უწყობს ხელს. ძირითადად ვაწყდებით ლამაზად დახატულ სახელგანთქმულ პერსონაჟებს ალტერნატიული ისტორიებით, სადაც ისინი საკუთარი იერიდან გამოდიან და სრულიად განსხვავებულ ხასიათს ირგებენ. აი მაგალითად ცოტა ხსნის წინ „გვესტუმრნენ“ ორსული დისნეის პრინცესები, იმის წინ გაჩვენეთ სასახლეში მცხოვრები ლამაზმანების თანამედროვე თინეიჯერობა, ამასთან ერთად გვყადა დეპრესიული და ცხოვრების რუტინისაგან დაღლილი პერსონაჟებიც. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული პერსონაჟები სხვადასხვა პოსტებში სრულიად განსხვავებულად გამოიყურებიან (იგულისხმება თემატიკა) მაინც რჩება ერთი დიდი საერთო მსგავსება, რასაც ხელით ან/და კომპიუტერით დახატული ნახატი ჰქვია.
ახლა კი გვინდა წარმოგიდგინოთ სრულიად განსხვავებული ფოტოსესია, სადაც ყაზახმა არტისტმა, „Kanat Nurtain“-მა გასაოცარი სანახაობა შემოგვთავაზა. ახალგაზრდა და გამოცდილმა ხელოვანმა ყველასაგან განსხვავებულ „ტილოზე“ აღბეჭდა ცნობილი და საკულტო კინოსცენები სცენები. საქმე იმაშია, რომ იგი ხმელი და ნედლი ფოთლებისაგან ჭრის სხვადასხვა ფორმებს, შემდგომ მის ირგვლივ არსებულ ინტერიერსა თუ ექსტერიერს არწყამს, რასაც უკვე შემდგომ გარკვეული კუთხითა თუ რაკურსით ფოტოს უღებს. შედეგად გასასოცარ სანახაობას ვიღებთ.