სხვადასხვა ფილმების, სერიალებისა თუ ანიმაციების პერსონაჟების ერთიმეორეში გაერთიენება და ამავე გმირების გადასხვაფერება ილუსტრატორების საყვარელი გასართობია. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სინემანიას ერთგულმა მკითხველმა უამრავი სახალისო ინფორმაცია გაიგო და არაერთი სახალისო ფოტოსესია ნახა. იერ და სტილ შეცვლილი სახელოვანი პერსონაჟების გარდა ხშირად გვხვდებოდა საკმაოდ განსხვავებული პროექტებიც, მაგალითად ვიმოგზაურეთ ვირტუალურ მუზეუმში, სადაც ვნახეთ სახელგანთქმული გმირების პრეისტორიული თავის ქალები, ვიყავით მოწმენი, თუ როგორ გახდნენ ცნობილი ადამიანები ანიმაციური პერსონაჟები და პირიქით, ვიხილეთ რეფოტოგრაფირების არაერთი შესანიშნავი პროექტი და ზოგიერთი პერსონაჟის სქესის ცვლილებასაც კი ვნახეთ. ამასთან ერთად თემატური განსხვავებების გარდა, გვხვდებოდა სხვადასხვა სტილში შესრულებული პროექტებიც, თუმცა ამჯერად რასაც შემოგთავაზებთ სრულიად განსხვავებული იქნება აქამდე ნაჩვენები ყველაფრისაგან.
ორიგამი — ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების ან სხვა საგნების კეთების ტრადიციული იაპონური ხელოვნებაა. საქმე იმაშია, რომ ფიგურის შექმნისას არ შეიძლება ქაღალდის გადახევა. ნებისმიერი ფიგურა ან ნივთი, რომელიც არტისტს აქვს ჩაფიქრებული შედგება ერთი დაურღვეველი ქაღალდის ნაჭრისაგან, რომლის (ნივთის) გახსნის შემთხვევაში, ქაღალდი მის პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს. თვალსაჩინოებისათვის შემოგთავაზებთ ხანმოკლე ვიდეოს, თუ რამდენად რთულ, თუმცა მიმზიდველ ხელოვნებაზე გვაქ საუბარი.
ორიგამის კომპლექსურობას არაფერი ზღუდავს, გარდა ფურცლის ზომისა და რა თქმა უნდა არტისტის გამოცდილებისა. ინტერნეტში ცნობილი არტისტი, Louise Cassidy ცნობილი გახდა სახელგანთქმული პერსონაჟების ორიგამების შექმნით, რომლელთა ჩვენბაც ჩვენი ერთგული მკითხველისათვის გადავწყვიტეთ.