ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად ვითარდება კაცობრიობის შესაძლებლობებიც. თანამედროვე ჭკვიანი მოწყობილობებისა და სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებამ ცხოვრების ტემპის მატებაც გამოიწვია. სულ რაღაც 10 წლის წინ ფოტოსურათის რედაქტირება მხოლოდ ამა თუ იმ პროგრამის მცოდნე პიროვნებას შეეძლო, ახლა კი ამის გაკეთება ყველას საკმაოდ მარტივად, საკუთარი ტელეფონის გამოყენებით შეუძლია. ფოტოსურათის რედაქტირება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უკვე თანამედროვე აპლიკაციები წამებში ახერხებენ. არსებობს აპლიკაციები, რომლებიც ფოტოსარათს, ფერთა ფალიტრას უცვლიან, აქვთ შესაძლებლობა დაამატონ სხვადასხვა სახის ფილტრები, ადამიანები გახადონ დისნეის ზღაპრების ცნობილი პერსონაჟებზე მიმსგავსებულნი, დააბერონ ისინი, შეუცვალონ სქესი, ვირტუალურ და აუგმენტირებულ რეალობაზე საუბარიც კი არ ღირს და მათ შესაძლებლობებზე.
ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეც რამოდენიმე მსგავსი აპლიკაციის შესაძლებლობები, რომლის გამოყენებითაც სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს ვირტუალურად ეთნიკური წარმომავლობა შეუცვალეს, ასევე შესაძლებელი გახადადეს გვენახა თუ როგორი გარეგნობის შვილები შეიძლება ჰყოლოდათ სხვადასხვა ცნობილ წყვილებს და ასევე ვიხილეთ თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისნი ახალგაზრდობაში. თუმცა ეს ყველაფერი სამოყვარულო დონეზე იყო შესრულებული, თანაც გასართობი აპლიკაციით. ახლა კი გვაქვს სურვილი შეგახსენოთ რაომოდენიმე ცნობილი მსახიობი, რომლებიც ამა თუ იმ ფილმში მონაწილეობის მისაღებად თანხმობა განაცხადეს საკუთარ გაახალგაზრდავებაზე.
ჩნდება შეკითხვა, რატომ მიმართავენ კინოსტუდიები მსგავს, ძვირადღირებულ მეთოდს, როდესაც გაცილებით იაფი იქნება სხვა მსახიობი აიყვანო ახალგაზრდა პერსონაჟის როლის შესასრულებლად. ამ საინტერესო შეკითხვას შესაძლოა სხვადასხვა პასუხები გაეცეს:
- ცნობილი, თუმცა ასაკოვანი მსახიობი დღესაც მოთხოვნადია და მისი პოსტერზე გამოჩენა კარგად ყიდის ფილმს (მაგალითად რობერტ დე ნირო ირლანიელში):
- ფლეშბეკები. როდესაც ფილმს ორ თაიმლაინში, წარსულსა და აწმყოში ვუყურებთ (მაგალითად კურტ რასელი გალაქტიკის მცველებში):
- როდესაც ადამიანი დაბერების ნაცვლად პირიქით ახალგაზრდავდება (მაგალითად ბრედ პიტი, ბენჯამინ ბატონის უცნაურ საქმეში):
- როდეაც იქმენბა პერსონაჟის ახალგაზრდა კლონი (მაგალითად X24 სამურავი ლოგანში);
- და სხვა დროსთან მანიპულაციებისა და ადამიანის უსაზღვრო წარმოსახვის შემთხვევებში:
როგორც უკვე აღვნიშნეთ კინოსტუდიები სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ იმისათვის, რომ შედარებით ასაკოვანი მსახიობები გაახალგაზრდაონ, ზოგი გრიმს, ზოგიც ვიზუალურ ეფექტებს იხმარს, ზოგიც კი ორივეს ერთად. შესაბამისად გთავაზობთ 20-მდე მსახიობს, რომლებიც ამა თუ იმ როლის შესასრულებლად სხვადასხვა საშუალებებით გაახალგაზრდავეს:
Hugh Jackman „Logan“-ში (2017)

The effect is really good, the quality is also good, the head of the ball is more natural, and it is really a boon of less hair. The customer service sent a video of cleaning and cleaning. According to the method, it is really good. The overall look is much better.