არ არის გასაკვირი, რომ ადამიანები ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან, არც ის იქნება გასაკვირი, როდესაც ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი ან/და ნებისმიერი სხვა ცნობილი ადამიანი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. მაგალითად, ავიღოთ კირა ნაიტლი და ნატალი პორტმანი, ჯოსეფ გორდონ ლევიტი და ჰიტ ლეჯერი, ელაიჯა ვუდი და დენიელ რედკლიფი, ეს ის მსახიობები არიან, რომლებიც ხშირად მაყურებელს ერთმანეთში ერევა და რომელიმე არტისტის ახალგაზრდობაც კი ჰგონიათ. ჩვენს წინა სტატიაში შემოგთავაზეთ იმ ცნობილი ადამიანებისა და მათი შვილების ჩამონათვალი, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს, ასევე გაჩვენეთ თუ როგორ გამოიყურებიან/გამოიყურებოდნენ ცნობილი მშობლები და მათი შვილები ერთსა და იმავე ასაკში. ახლა კი გვინდა შემოგთავაზოთ, ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს და მათი გვერდი გვერდ დანახვა დაგაბნევთ კიდეც!