ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ უამრავი კინოფრანჩიზა ვიხილეთ, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა მათგან ბევრი ახლოსაც კი ვერ მივა მსოფლიო აღიარების იმ საფეხურთან, რომელსაც ჯეიმს კამერონის ფილმმა, „ავატარმა“ მიაღწია. სურათმა, შემოსავლების კუთხით არაერთი რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს მასშტაბით 2 782 000 000 აშშ დოლარის შემოსავალი ნახა. ჩვენ მდუმარედ და მოთმინებით ველოდებით ფრანჩიზის გაგრძელებას და სანამ ჩვენ ვიცდით, ფილმის შემქმნელები დიდ იმედებს ამყარებენ სურათის სამომავლო პერსპექტივაზე
„ავატარი 2“-სა და მისი სიკველების გადაღებაბა უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. თავდაპირევლად, კინოფრანჩიზის გაგრძელების გამოსვლის თარიღად 2015 წელი იყო მიჩნეული, თუმცა, ამ თარიღმა რამდენმეჯერ გადაიწია. ცნობილია, რომ ფილმის პრემიერა საახალწლო პერიოდს უნდა დამთხვეოდა, თუმცა კონკრეტული წელი და დღე არასოდეს ყოფილა დაანონსებული. მას შემდეგ, რაც „Disney“-მ კომპანია „FOX“ შემოიერთა, მან ფილმის გაგრძელების გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა – 2021 წლის 17 დეკემბერი, თუმცა მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ხსენებული ბლოკბასტერის სიკველის პრემიერის თარიღს კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვის ნიშავი. შესაბამისად პრემიერამ მიმდინარე წლის დეკემბრისაკენ გადაიწია, ხოლო ბლოკბასტერის თრეილერის პირველი ჩვენება სულ რამოდენიმე საათის წინ შედგა, რომელიც გვაქვს სურვილი, რომ შემოგთავაზოთ:
უყურეთ Avatar: The Way of Water-ის თრეილერს
თავდაპირველად „ავატარ 2“-ის ოფიციალური დასახელება უცნობი იყო და ვარაუდობდნენ, რომ სიკველის სათაური „Avatar: The Way of Water“ იქნებოდა, თუმცა ახლა დაზუსტებულად ვიცით, რომ აღნიშნული ინფორმაცია ნამდვილია. ჯერ-ჯერობით რაც უცნობია რჩება ფილმის შინაარსია, თუმცა ჭორის დონეზე ვიცით, რომ სიკველში მოქმედება პანდორაზე ბოლო სურათის მოვლენების დასრულებიდან 30 წლის შემდგომ განვითარდება, სადაც სალი კლანის ბელადია, ხოლო ნეიტირი მთავარი სასულიერო პირი. მთავარი აქცენტი წყვილის ოჯახსა და მათ შვილებზე გაკეთდება, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებსა და თაობებს შორისი არსებულ სირთულეებზე. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ფილმში მოქმედებათა დიდი ნაწილი წყლის ქვეშ განვითარდება, რასაც თრეილერიც და მისი სახელწოდებაც ნათლად აჩვენებს.
მსხვილ ბიუჯეტიანი ბლოგბასტერების, ისეთი როგორიცაა „ავატარ 2“, უდიდესი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდოს კინოთეატრებში. იმისდა მიუხედავად, რომ ჯერ-ჯეობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახალ ფილმებში, ნაკლებ სავარაუდოა ის ფაქტი, რომ ფილმი „R“ შეფასებას მიიღებს (რაზეც მაყურებელთა ნაწილი დიდ იმედებს ამყარებდა). პირველ ფილმს „PG-13“ რეიტინგი ჰქონდა და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კინოფრანჩიზის ყველა გაგრძელებას შესაბამისი შეფასება ექნება, თუ ნაკლები არა, მაგალითად PG, რათა მაქსიმალური აუდიტორიის დაშვება მოხდეს, თუმცა რამდენად გამართლებულია იქნება და რამდენად შეეფერება აღნიშნული რეიტინგი კამერონის ფილმსა და ჩანაფიქრს ეს უკვე ცალკე განსჯის საკითხია. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ კამერონი ასევე უხელმძღვანელებს კინოფრანჩიზის მე-3, მე-4 და მე-5 ეპიზოდებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმს კამერონი, მაქსიმალურად გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და კინოინდუსტრიაში იტყვის ახალ სიტყვას, რითაც აბსოლუტურად განსხვავებულ ზღვარს დაადგენს ვიზუალური შედევრების შექმნაში.
2021 წლის აგვისტოში, როდესაც ფილმის მიმდინარე წლის დეკემბრამდე გადადება გადაწყდა, კამერონა ახსენა, რომ კინოფრანჩიზის მეორე ფილმი სრულად იყო დასრულებული, ხოლო მესამე ფილმს რამოდენიმე დღის მუშაობა დააკლდა და დაახლოებით 95%-ით იყო დასრულებული. აქვე ისიც ვიცით, რომ კამერონი ხსენებული სამყაროს ირგვლივ სულ 5 ფილმის გადაღებას გეგმავს და დიდი ალბათობით მესამე ფილმის დასრულების შემდგომ 4-5-ზე მუშაობა დაიწყო. საინტერესო და სასიხარულო ის ფაქტია, რომ გაამართლებს თუ არა ბლოკბასტერის მეორე სურათი, მესამე ფილმს მაინც აუცილებლად ვიხილავთ, რადგან ისიც უკვე ამ ეტაპზე დასრულებულია.
კამერონის თქმით, იმისათვის, რომ ფილმში სრულად გაიაზრო მისი შინაარსი, სიკველების ქრონოლოგიურად ყურება საერთოდ არ იქნება საჭირო, თუმცა მიუხედავად მსგავსი განცხადებისა ძველი მსახიობები და ნაცნობი სახეები აუცილებლად დაბრუნდებიან სამომავლო ფილმებში. ზოი სალდანა კვლავ შეასრულებს ნეიტირის როლს, ხოლო სემ უორთინგტონი ასევე დაბრუნდება, ჯეიკ სალის როლში, რომელიც კლანის ბელადია გამხდარი.
მკვდარი პოლკოვნიკი, მაილს კუარიჩი, რომელსაც სტივენ ლენგი ასახიერებდა ვარაუდობენ, რო დაბრუნდება სიკველებში, მიუხედავად იმისა, რომ ის თრეილერში არ გამოჩენილა და მომავალ ოთხ ფილმში მთავარი ბოროტმოქმედის როლსაც შეასრულებს. როგორ და რანაირად გაცოცხლდა პოლკოვნიკი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა წესით იმ პერიოდში როდესაც კაცობრიობა სხვა პლანეტებზე გადასახლდა და ავატარების შექმნა შეუძლია, ადამიანის გაცოცხლება დიდ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული, ასევე თუ გავითვალისწინე5ბთ თავად პლანეტის ზებუნებრივ ძალებს, პოლკოვნიკის გაცოცხლების საკითხი კიდევ უფრო მარტივი საკითხი ხდება. აქვე რადგან თრეილერში კაცობრიობის უზარმაზარ სამხედრო ბაზევს ვხედავთ თრეილერში, აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო რეალური ხდება.
ჯეიმს კამერონის ბოლო ინტერვიუში, რეჟისორმა თქვა, რომ დარჩენილი ოთხი ფილმის ერთობლივი ბიუჯეტი 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო ფილმი დაახლოებით 250 მილიონი დაჯდება, რაც დღეის სტანდარტებით არ არის ისეთი ბიუჯეტი რომ ვინმე გააკვირვო, თუმცა მაინც საკმაოდ სოლიდური თანხაა. იმისდა მიუხედავად, რომ „ავატარი“ 10 წლის წინ არის გადაღებული, დღევანდელი თვალსაზრისითაც მისი ვიზუალური ეფექტები თანამედროვე ბლოკბასტერებს არაფრით ჩამოუვარდება და მეტიც რამოდენიმე სურათს, რომელსაც 250+ მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა უმეტეს შემთხვევაში ჯობია კიდეც. არ არის რთული წარმოსადგენი, თუ რა იქნება ტრილოგიის შემდეგი სურათები. თუ ფრანჩიზის პირველი სურათით ვიმსჯელებთ და იმ ფაქტით, რომ ხსენებულ ორ სურათს (II და III), როგორც პირველს დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იღებდნენ არ იქნება მოულოდნელი, რომ კინოფრანჩიზამ მაყურებელს გრანზიოზული სანახაობა შესთავაზოს. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმს კამერონი აუცილებლად შეძლებს მაყურებლის გაგვირვებას, რითაც მათ თვალებს განუმეორებელ ვიზუალურ ზეიმს მოუწყობს.