არა ერთი საათი, უამრავი ენერგია, ოფლი და ცრემლია დაღვრილი იმისათვის, რომ მაყურებელმა ხარისხიანი და კარგი ფილმები იხილოს. თანამედროვე ეპოქაში და იმ პირობებში, სადაც, ფილმის რეალური თუ პანტასტიკური პერსონაჟის გასაცოცხლებლად ძირითადად კომპიუტერზე დამუშავებულ ვიზუალურ ეფექტებს იყენებენ, ზოგიერთი რეჟისორი საკუთარი ფილმის სცენებში ხარისხიან გრიმსა თუ მაკიაჟს მაინც იყენებს. ე.წ „Make up“ პერსონაჟსა და მთლიანობაში სურათს მეტად რეალურს ხდის, რაც მაყურებელს ფილმის სიუჟეტში ჩაძირვაში ეხმარება. მაგალითად, გარი ოლდმანს, ჩერჩილის როლის განსასახიერებლად, ფილმის გადაღებების დროს, სამი საათი გაუნძრევლად ჯდომა უწევდა, იმისათვის რომ ვიზაჟისტებს მისთვის სპეციალური გრიმი დაედოთ. იმისათვის, რომ გრიმის გაკეთების მსგავს საფეხურზე ახვიდე, უზარმაზარი ძალისხმევისა და შრომის ჩადება არის საჭირო. ამისათვის, სამყაროში უამრავი დამწყები და ზედმეტად ნიჭიერი ვისაჟისტი, სხვადასხვა სოციალური ქსელის დახმარებით საკუთარი უნარებისა და შრომის დემონსტრირებას ახდენს.
ისინი საკუთარ სოციალურ გვერდებზე სხვადასხვა სახისა და სირთულის უკვე გაკეთებული გრიმის ფოტოსურათებს ანთავსებენ. ზოგი საშინელებათა ჟანრის გრიმზე აკეთებს აქცენტს, ზოგი ფანტასტიკასა და ზოგიც უბრალოდ ჩვეულებრივ მაკიაჟის გაკეთებაზე მუშაობს. შესაბამისად გვინდა წარმოგიდგინოთ, ინტერნეტში ცნობილი ერთ-ერთი „Make Up“ არტისტი, ალექსის სტოუნი, რომელიც გამაოგნებელ მაკიაჟს აკეთებს. მიმდინარე ეტაპზე, ხელოვანმა მის სოციალურ გვერდზე სახალისო ფოტოსესია განათავსა, სადაც მან მაკიაჟის დახმარებით საკუთარი თავი სხვადასხვა ცნობილ ადამიანად აქცია.
