სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

36-მდე ცვლილება, რომელმაც Justice League რადიკალურად სხვა ფილმად აქცია

Cinemania ავტორი Cinemania
22 მარტი, 2021
რუბრიკა გასართობი, კვირის ისტორია, რევიუ, საავტორო სტატიები, საინტერესო, სიახლეები, ცნობილი ადამიანები
0
36-მდე ცვლილება, რომელმაც Justice League რადიკალურად სხვა ფილმად აქცია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე თვის 18 რიცხვში „HBOMAX“-სა და კინოთეატრებში შედგა „Zack Snyder’s Justice League“-ის პრემიერა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი #ReleaseSnyderCut (გამოუშვით სნაიდერის ვერსია) მოძრაობის დამსახურებაა, რომელსაც 2020 წელში მილიონობით ადამიანი შეუერთდა და საბოლოოდ  კინოსტუდია აიძულა წასულიყო კომპრომისზე და სნაიდერის ვერსია ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

ჩვენ პორტალზე უკვე არაერთი სტატია მიეძღვნა ხსენებულ საკითხს, სადაც ჯერ, გამარჯვება აღვნიშნეთ, შემდგომ კი ფილმის ირგვლივ შევაჯამეთ ყველა ის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა მკითხველისათვის. დროის მსველობასთან ერთად ჩვენს ერთგულ მითხველს ყველანაირ სიახლეს ვაწვდიდით დაგეგმილი და აწი გამოსული ბლოკბასტერის ირგვლივ. ახალა კი დრო დადგა, რომ შევაჯამოთ სანიდერის უკანასკნელი ერთი წლის ნამუშევარი, სადაც რეჟისორმა სამართლიანობის ლიგის საკუთარი, საწყისი ხედვა შემოგვთავაზა და ამასთან ერთად აღვნიშნოთ ყველა ის მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც უიდონისა და სნაიდერის ვერსიებში მოვიძიეთ:

Major Spoilers, თუ ახალი ფილმი ნანახი არ გაქვთ, უმჯობესია ჯერ ამ ბმულზე უყუროთ ბლოკბასტერს და შემდგომ დაუბრუნდეთ კითხვას

#1 სნაიდერის ვერსიის ფორმატი (ნახატის სიმაღლე და სიგანე) 1:4:3-ია (Imax-ის ფორმატი), როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული, ნაცვლად უიდონის მიერ გამოყენებული 1:85:1-ისა (შტატებში გამოყენებული სტანდარტული ფორმატი);

 

#2 ფილმის ქრონომეტრაჟი ორ საათნახევრით უფრო მეტია ვიდრე წინა და მას R შეფასება აქვს;

 

#3 ე.წ Opening Scene ორივე ფილმში რადიკალურად განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვერსიაში თავდაპირველად ვხედავთ სუპერმენს: პირველში მას სმარტფონზე იღებს მოზარდი, ხოლო მეორეში ვხედავთ თუ როგორ კვდება (Batman v. Superman: Dawn of Justice);

 

#4 თვალში საცემი რადიკალური ცვლილება, რა თქმა უნდა Steppenwolf-ის გარეგნობაა;

Snyder's version of Steppenwolf is more menacing and alien-like

 

#5 ამაზონელთა და Steppenwolf-ის ბრძოლა გაცილებით დიდ ხანს გრძელდება და მათი შერკინების მეტ დეტალს ასახავს;

On the left there are Amazons trapped and on the right Hippolyta looks on in anguish

 

#6 ქალი საოცრების ცოდნა Mother Box-ების შესახებ აიხსნება, მის მიერ უცნობი გამოქვაბულის პოვნით, სადაც ყველაფერი დეტალურად არის ახსნილი, მათ შორის პარადემონებისა და „Darkseid“-ის შესახებ;

Diana on the left and a closeup of the cave painting on the right with the caption, "a parademon!"

 

#7 სნაიდერის ვერსიაში აკუამენის ისტორია მეტად არის გაშლილი, სადაც უილიამ დეფოს ვულკოს ნახვაც კი არის შესაძლებელი, რომელიც ცდილობს არტური დაარწმუნოს იმაში, რომ მან ატლანტის კანონიერი მეფის ადგილი დაიკავოს;

 

#8 უიდონის ვერსიიდან გამომდინარე Steppenwolf ყველას საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟი და სამყაროების გამანადგურებელი გვეგონა, სიამრთლე კი სამწუხაროდ სულ სხვაგვარი ყოფილა. დიდი და ბოროტი მგელი, თურმე Desaad-ს ემორჩილება, რომელიც უკვე თავად Darkseid-ს აწვდის ინფორმაციას;

 

#9 უიდონის ვერსიაში ამაზონელებს, ატლანტებს, ბერძენ ღმერთებსა და ადამიანებს Steppenwolf ებრძოდა, ახალში კი თურმე ეს ბოროტება Darkseid-ის ჩაუდენია;

 

#10 ბარი ალენის (Flash) ფილმში პირველი შემოსვლა რადიკალურად განსხვავებულია იმისაგან რაც წინა ვერსიაში ვიხილეთ;

Barry leaning over Iris in the street after rescuing her

 

#11 ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილებები ვიქტორ სტოუნს/Cyborg-ს შეეხო, სადაც სნაიდერმა საკმაოდ ღრმად და საფუძვლიანად შემოგვთავაზა ხსენებული პერსონაჟის ისტორია;

Cyborg flying

 

#12 ბრიუსის უეინის პირველი შეხვედრა ყველა მეტაადამიანთან დაახლოებით იგივე სცენარით ვითარდება, პატარა შტრიხების დამატებით, ასევე როგორ დიანას პირველი შეხვედრა სტოუნთან;

 

#13 ემბერ ჰარდის მერას სცენა თითქმის შეუცვლელი დარჩა. ერთადერთი რასაც რეჟისორის ხელი შეეხო იყო პერსონაჟის აქცენტი;

 

#14 უიდონის ვერსიაში სუპის გაცოცხლებაზე საუბრისას დებატებში ძირითადად ბრიუსი და დიანა იღებენ მონაწილეობას, ახალ ვერსიაში კი მთელი გუნდი ჩართულია;

 

#15 სცენა, სადაც ლოის ლეინი და მარტა კენტი საუბრობენ რადიკალურად განსხვავდება იმისაგან რაც თავდაპირველად იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ ლოისს სინამდვილეში Martian Manhunter ესაუბრება, რომელიც მარტად არის შენიღბული;


#16 Mother Box-ის დახმარებით სუპს გააცოცხლებისას, ვიქტორი კუბთან არის მიერთებული, რა დროსაც მას აქვს ხილვა, სადაც დიანა და არტური გარდაცვლილები არიან, ხოლო კლარკს ბეტმენის დაგლეჯილი ნიღაბი უჭირავს ხელშ და თვალები წითლად უნათებს;

 

#17 უიდონის ვერსიაში ბეტმენის დანახვისას კლარკი ღამურას მოისვრის და პოლიციის მანქანას მიანარცხებს, რის შემდგომ უკვე ლოისი გამოჩნდება კადრში და კლარკი მშვიდდება. სნაიდერის ვერსიაში კი სუპერმენი თვალებიდან სხივს ესვრის ბეტმენს მანამ სანამ მას ლოისი არ დაუძახებს;

 

#18 … და კვლავ ერთ-ერთი დიდი ცვლილება კიბორგს ეხება. უიდონის ვერსიაში მამა სტოუნი ცოცხალია. სნაიდერის ვერსიაში კი იგი გუნდისათვის თავს წირავს;

 

#19 კლარკისა და ლოისის სცენა კენტების ფერმაზე რადიკალურად განსხვავებულია, ასევე როგორც დიალოგები;

 

#20 გუნდის გეგმა Steppenwolf-ის დასამარცხელბად საკმაოდ კარგად და დეტალურად არის აღწერილი. თავად ჩანაფიქრის აზრი უიდონის ვერსიისაგან არ განსხვავდება, თუმცა დეტალების გაგებისას, რომელიც თეატრალურ ვერსიაში თავისდროზე არ შევიდა, მომენტალურად ნათელს ფენს ყველაფერს, რადგან ხვდები თუ რატომ და რა მიზეზით აკეთებს შემდგომ ქმედებას თითოეული პერსონაჟი;

 

#21 სახელგანთქმული მარტოობის ციხესიმაგრე (Fortress of Solitude), სადაც კლარკს მისი მამების ჯორ-ელისა და ჯონის ხმები ესმის. ეს ის ადგილია, სადაც იგი ახალ, შავ კოსტიუმს აღმოაჩენს;

Pa Kent says, "Fly, son. It's time." and Jor-El says, "You will help them accomplish wonders."

Superman levitating

 

#22 როგორც უკვე აღვნიშნეთ სნაიდერის ვერსიას R შეფასება აქვს, რაც საკმაოდ ბევრი სისხლის ჩვენების საშუალებას იძლეოდა. დამიჯერეთ ვისაც ნანახი არ გაქვთ ფილმი იმაზე მეტად სისხლიანია ვიდრე წარმოგიდგენიათ;

A character getting impaled on a stake

 

#23 სლავური წარმოშობის ოჯახი, რომელსაც Flash, უიდონის ვერსიაში გადაარჩენს ახალში ვერსიაში მათი სცენა ამოღებულია, ასევე როგორც ის სახალისო მომენტი, როდესაც არტური სიმართლის ლასოს დააჯდება;

 

#24 ალფრედს გაცილებით მეტი ეკრანული დრო ეთმობა, ასევე როგორც მის კომუნიკაციას სხვადასხვა პერსონაჟებთან;

Alfred working on a car as Superman walks up

 

#25 სნაიდრის ვერსიაში Unity-ის (სამი Mother Box-ის გერთიანებულ ვერსიას) რადიკალუად სხვა დიზაინი აქვს, რის გამოც გმირების  Steppenwolf-თან ბრძოლა აბოლუტურად განსხვავებული გამოვიდა;

In the theatrical release, the unity look like a ball of aluminum foil while it's more cube-like in the Snyder cut

 

#26 სუპის უკანასკნელ ბრძოლაში გამოჩენა გაცილებით უკეთესია ვიდრე წინაში;

Superman says "Well, I believe in truth. But I'm also a big fan of justice" in the theatrical release. He says, "Not. Impressed" in the Snyder cut

 

#27  სუპერმენისა და კიბორგის მიერ Unity-ის დაშლისას აღარ არის მასიური აფეთქება როგორც იყო წინა ვერსიაში;

 

#28 ფლეში დროში იმოგზაურებს

 

#29 Steppenwolf-ის სიკვდილი რადიკალურად განსხვავებულია

 

#30 უიდონის ვერსიაში დიანა საკუთარი ხმლით Steppenwolf-ის ნაჯახს ამტვრევდა, ახალში კი იგი ბოროტ მგელს თავს კვეთს, ხოლო ნაჯახს ყინულის სუნთქვით ანადგურებს სუპი;

 

#31 ბოლოსაკენ ვხედავთ Darkseid-სა და DeSaad-ს, რომელიც სამომავლოდ გეგმავენ დედამიწაზე შემოჭრას;

Darkseid and DeSaad standing on platform surrounded by tons of parademons

 

#32 ლოისი ორსულად არის

A closeup of a pregnancy test box

 

#33 ბეტმენის კოშმარი მომავალზე, რომელიც უიდონის ვერსიაში იყო, თუმცა არა ამ მასშტაბის;

 

#34 ბრიუს უეინის კოშმარიდან გამოღვიძებისას ხვდება Martian Manhunter, რომელიც ატყობინებს მას, რომ მალე Darkseid ესტუმრება დედამიწას და რომ მათ სასწრაფოდ უნდა იპოვონ Anti-Life Equation-ი;

 

ნამდვილად სამწუხაროა, რომ ზაკის ცხოვრებაში ბლოკბასტერის გადაღებისას ასეთი მძიმე ტრაგედია მოხდა და ამის გამო მას პროექტის დატოვება მოუწია, რის შემდგომაც რეჟისორის ადგილი ჯოშ უიდონმა დაიკავა. თუმცა ზაკმა დაამტკიცა, რომ მისი ფილმის ხედვა გაცილებით საინტერესო, მრავალმხრივი და დამაინტრიგებელი იყო ვიდრე ის ფრანკენშეიტნის მონსტრი, რომელიც უიდონმა შექმნა. ახალი ვერსია ნამდვილად იმსახურებდა იმ 90 მილიონს რომელიც Warner.Bros-მა დამატებით გამოყო, იმ ოთხ წელიწადს, რომელიც ვიცადეთ და თითეულ იმ ძალისხმევას, რომელიც #ReleaseSnyderCut-ში ჩავდეთ ყოველმა ჩვენთაგანმა

Justice Leaguezack snyder's justice leagueზაკ სნაიდერისამართლიანობის ლიგა
Previous Post

ცნობილი ადამიანები და მათი შვილები ერთი და იგივე ასაკში

Next Post

რა ვნახეთ და შევიტყეთ „Godzilla vs Kong“-ს მეორე თრეილერიდან

Next Post
რა ვნახეთ და შევიტყეთ „Godzilla vs Kong“-ს მეორე თრეილერიდან

რა ვნახეთ და შევიტყეთ „Godzilla vs Kong“-ს მეორე თრეილერიდან

ქვიზები

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

გასართობი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ახლა კითხულობენ

კრის ჰემსუორთის საუკეთესო ინსტაგრამ პოსტები, რომლებსაც გულგრილად ვერავინ დაათვალიერებს

კრის ჰემსუორთის საუკეთესო ინსტაგრამ პოსტები, რომლებსაც გულგრილად ვერავინ დაათვალიერებს

ავტორი Cinemania
15 აგვისტო, 2018
0

10 საინტერესო ფაქტი, რომელიც საყვარელი სერიალების შესახებ არ იცოდით

10 საინტერესო ფაქტი, რომელიც საყვარელი სერიალების შესახებ არ იცოდით

ავტორი Cinemania
1 აგვისტო, 2017
0

ცნობილია გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების მეხუთე სეზონის გამოსვლის თარიღი

ცნობილია “გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების” მეხუთე სეზონის გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
1 აპრილი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020