სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

20 კინოპერსონაჟი, რომლებიც ეკრანზე გამოჩენისთანავე შეგვიყვარდა

Cinemania ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2019
რუბრიკა გასართობი, სახალისო
455
20 კინოპერსონაჟი, რომლებიც ეკრანზე გამოჩენისთანავე შეგვიყვარდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასართობი პორტალი BuzzFeed, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მკითხველი და მომხმარებელი ჰყავს, ხშირად აწყობს სხვადასხვა თემებზე გამოკითხვას. ჩვენი ყურადღება კინოსთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა საინტერესო გამოკითხვამ გამოიწვია. BuzzFeed Community-ს წევრებს უნდა დაესახელებინათ კინოპერსონაჟები, რომელთაც ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიპყრეს მათი გულები და რაც მთავარია, პირველმა შთაბეჭდილებამ გაამართლა – ანუ ეს მარტივად შესაყვარებელი გმირები მართლაც აღმოჩნდნენ დამსახურებული სიმპათიის ღირსები.

ერთად გავიგოთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე “ბაზფიდის” მომხმარებელი და ჩვენს ფავორიტებს შევადაროთ მათი ფავორიტი გმირები, რომლებიც ერთი ნახვით შეიყვარეს.

1. პო დემერონი, ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება (2015)

“როცა ის კაილო რენს უყოყმანოდ გადაუდგა წინ, უკვე ვიცოდი, რომ სამუდამოდ შემიყვარდებოდა. ის პირველი წამიდანვე სიმამაცის განსახიერებაა და მუდამ ასეთად რჩება. უბრალოდ შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს.” – daisymsummers

2. მარია, მუსიკის ჰანგები (1965)

“ის ისეთი ხალისიანი, მუსიკალური და გონებამახვილია, ჩემს თავს მაგონებს… მის ამ ხასიათს ზუსტად წარმოაჩენს საწყისი სცენა მთებში, ხელებგაშლილი რომ მღერის…” – rebeccam4e04c2006

3. პიტერ პარკერი, კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016)

“ამ ფილმში პიტერ პარკერი ძალიან საყვარელია და ტომ ჰოლანდიც სრულყოფილად განასახიერებს მას. მისი საოცარი, მამაშვილური ურთიერთობა ტონი სტარკთან ფილმის დასაწყისიდანვე აშკარაა.” – google_113495385264595780498

4. კაპიტანი ჯეკ ბეღურა, კარიბის ზღვის მეკობრეები

“საკმარისია თვალი მოკრა გემბანზე რაღაც დრამატულად, ექსცენტრულად მდგომ ამ ქარიზმატულ პერსონაჟს, რომ ყურებამდე შეგიყვარდეს. მისი მორალი საკამათოა, არც გმირობა სურს და არც კეთილშობილად მოაქვს თავი, მაგრამ აი ასეთი, ბუნებრივი და ნაძირალა გვიყვარს და მუდამ გვეყვარება. ის მუდამ დარჩება ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს კინოპერსონაჟად.” – melindac4cdd9628f

5. ჰარლი ქუინი, თვითმკვლელთა რაზმი (2016)

“ვიცი, რომ ეს პერსონაჟი სიძულვილის უამრავ მიზეზს გვაძლევს, მაგრამ ეს ხულიგანი დანახვისთანავე შემიყვარდა – და ამისთვის მხოლოდ პირველი სცენები აღმოჩნდა საკმარისი.” – michellef48df58ef6

6. ჯიჯი, ჭკვიანები (2019)

“ბრწყინვალე შემოსვლა. ბრწყინვალე თამაში. ბრწყინვალე ფილმი! ჯიჯის პირველი სცენა მის პერსონაჟზე უამრავ რამეს გვეუბნება. სრულიად მესმის, რატომაც გადაწყვიტეს, კიდევ ბევრჯერ გამოეჩინათ.” – radicallexicon

7. აგენტი პეგი კარტერი, კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი (2011)

“ის, თუ როგორ მოსვამს თავის ადგილზე სექსისტ ჯარისკაცს აუღელვებლად, ერთი ღიმილით, უბრალოდ სრულყოფილებაა. ერთ წუთში მიხვდები, რას წარმოადგენს ეს პერსონაჟი – უმაგრეს ქალს, რომელიც თავით ფეხებამდე სამხედროა, მაგრამ ამავე დროს, დამაბრმავებლად გრაციოზული.” – lindseyw43e89ce33

8. ბეიბი, ბეიბი დრაივერი (2017)

“სრულიად გასაოცარია სცენაში, რომელშიც ბეიბი, სანამ მანქანაში მოთმინებით უცდის, როდის გაძარცვავენ ბანკს, მუსიკას უსმენს და ხელებით დაკვრის იმიტაციას აკეთებს… შემდეგ კი მანქანის მართვისა და პოლიციისგან თავის დაღწევის წარმოუდგენელი უნარებით გვაოცებს. მის ქარიზმას ვერავინ აღუდგება წინ.” – melindac4cdd9628f

9. ჯოკერი, ბნელი რაინდი (2008)

“მიმაჩნია, რომ აღნიშნულ ეკრანიზაციაში ამ კომპლექსური პერსონაჟის საუკეთესო ვერსიაა წარმოდგენილი. მის მიერ ბანკის გაძარცვის სცენა, რომლითაც ჯოკერი ფილმში შემოდის და როცა საკუთარ ხალხსაც კი არ ინდობს, კარგად წარმოაჩენს მის გონიერ და ამავე დროს, ულმობელ ბუნებას. დაუვიწყარი ჯოკერია.” – jungumper

10. ჯენისი, ცუდი გოგონები (2004)

“მისი პირველივე დიალოგი გვიჩვენებს, რა გონებამახვილ და იუმორით სავსე პერსონაჟთან გვაქვს საქმე… დიახ, ჯენისი ის გოგო არაა, შეურაცხმყოფელი რეპლიკა უპასუხოდ რომ დატოვოს. ამ სცენის ნახვისთანავე შემიყვარდა ისიც და დემიანიც.” – opalsocean

11. რასელი, მაღლა (2009)

“ეს პუტკუნა, მონდომებული, უსაყვარლესი ყმაწვილი დანახვისთანავე იპყრობს შენს გულს. იგი მუდამ ოპტიმისტია, ხალისიანი… კარლის ანტიპოდი და ამავე დროს, მისი ბავშვური, ვერასრულებული ოცნებების განსხეულება… მადლობა Pixar-ს ასეთი დიდებული პერსონაჟისთვის!” – elizabethschool

12. ედვარდ კალენი, ბინდი (2008)

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რობერტ პატინსონი ედვარდ კალენის როლზე იდეალური არჩევანია. ის საოცრად მიმზიდველია და ლიტერატურული გმირის თავისებურ მანერებს ფლობს. მახსოვს, თინეიჯერობისას, როცა პირველად ვნახე, კალენების ოჯახთან ერთად როგორ შემოდის პირველად ფილმში ედვარდი, გული მეც ბელასავით ამიჩქარდა.” – sophiarias

13. ქეროლი, კაპიტანი მარველი (2019)

“იგი ისაა, ვინც არის… მას არ აქვს გამარჯვებულის ღიმილი, მაგრამ ჩაცინება… უძლიერესი. ქეროლი სასაცილოა და სარკასტული, რაც სუპერგმირი ქალების იშვიათი თვისებაა. ტონი სტარკის და კაპიტანი ამერიკას მიქსს მოგვაგონებს.” – thelonedoodler

14. ჰადესი, ჰერკულესი (1997)

“დისნეის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ჰერკულესმა ბავშვობაში ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით ჰადესმა. ის მთელი ფილმის განმავლობაში შეუდარებელია და დღემდე ჩემს ფავორიტ პერსონაჟად რჩება! – katharinalukas

15. პიტერ ქუილი, გალაქტიკის მცველები (2014)

“პერსონაჟი, რომელიც კრის პრატისთვისაა შექმნილი… 80-იანების რიტმზე ცეკვა = ერთი ნახვით შეყვარებას.” – mills1995

16. ჰაგრიდი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (2001)

“გახსოვთ მომენტი, როცა ეს გაბურძგნილი გოლიათი პატარა ჰარის დეიდისა და ბიძის სახლის ზღურბლთან ტოვებს და თვალზე ცრემლი ერევა? – უკვე ამ წამიდან გვიყვარს ჰაგრიდი. პირველი შთაბეჭდილება ბოლო წამამდე მართლდება და ყველა ვგიჟდებით ამ დიდი ტანისა და დიდი გულის ადამიანზე, ჰოგვორტსის მიწების, ჰარის და მისი მეგობრების, დამბლდორისა და ყველა, მათ შორის საშინელი ცხოველების მცველზე.” – emmak26

17. მილო, ატლანტიდა: დაკარგული სამყარო (2001)

“იმ მომენტიდან, როცა მილო ეკრანზე ჩნდება თავისი შთამაგონებელი სიტყვით ატლანტიდის შესახებ, მისი ემოციური დამოკიდებულება და რწმენა ჩვენც გვატყვევებს და დაკარგული კონტინენტის არსებობას გვაჯერებს. თავიდანვე მივხვდი, რომ შემიყვარდა.” – chihirograce

18. ვალკირია, თორი: რაგნაროკი (2017)

“ტესა ტომპსონის მიერ განსახიერებული მამაცი ვალკირია თანამედროვეობისა და მითოლოგიის შერწყმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.” – mrswilhelm19

19. რაფიკი, მეფე ლომი (1994)

“დასაწყისი, რომელშიც რაფიკი პატარა სიმბას მოსანათლად მიდის, მართლაც დაუვიწყარია… რაფიკი ამ მულტფილმის საუკეთესო პერსონაჟია.” – twinma

20. ლეა ორგანა, ვარსკვლავური ომები (1977)

“დაახლოებით 7 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე ორიგინალური ტრილოგია. ეკრანზე პირველად გამოჩენის მომენტიდანვე დამატყვევა მისმა გაუგონარმა სიძლიერემ, გონიერებამ და დამოუკიდებლობამ. ასეთი ძლიერი პერსონაჟი ქალი მანამდე არ მენახა. ის იყო პრინცესა, რომელიც მხსნელს კოშკში კი არ ელოდა, თავად იბრძოდა თავისუფლებისთვის. ამან ჩემზე წარუშლელი შტაბეჭდილება მოახდინა.” – hverre04

buzzfeedბეიბი დრაივერიბინდიგალაქტიკის მცველებიგამოკითხვავალკირიავარსკვლავური ომებითვითმკვლელთა რაზმიკაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელიკაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომიკაპიტანი მარველიკარიბის ზღვის მეკობრეებიკინოპერსონაჟებიმუსიკის ჰანგებიპო დემერონიპრინცესა ლეარაფიკისაყვარელი პერსონაჟებიცუდი გოგონებიჭკვიანებიჯოკერიჰაგრიდიჰერკულესი
Previous Post

10 ფილმი, რომელიც თქვენს კრეატიულობას გაზრდის

Next Post

ეს მსახიობები ნანობენ, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს

Next Post
ეს მსახიობები ნანობენ, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს

ეს მსახიობები ნანობენ, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს

Please login to join discussion

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020