მაიკლ ბეი ცნობილი რეჟისორი და პროდუსერია, რომელმაც გრანდიოზული და თავბრუდამხვევი ვიზუალური ეფექტების მქონე ფილმებით გაითქვა სახელი. მის ფილმოგრაფიაში შედის ისეთი განსაკუთრებული სურათები და ფრანჩიზაბი, როგორებიცაა:, „ტრანსფორმერები“, „კუ ნინძები“, „განკითხვის დღე“, „მე ვარ მეოთხე“, „საშინელება თელების ქუჩაზე (2010), „პარასკევი 13“, „პერლ ჰარბორი“ და რა თქმა უნდა „არმაგედონი“.
ამასთან ერთად, მაიკლ ბეი თანამშრომლობდა, ასევე საკმაოდ სახელგანთქმულ რეჟისორებთან: სტივენ სპილბერგთან, დევიდ ს. გოიერთან და ჯონ კრასინსკისთან. ყველა ფილმი მისი მონაწილეობით, პროდუსერის თუ რეჟისორის როლში, გამოირჩევა არასტანდარტული ვიზუალური ეფექტებით. აფეთქებები, ავარიები, რობოტები, მანქანები, რბოლები და კოსმოსი მაიკლ ბეის ფილმებისათვის დამახაიათებელი დეტალებია.
„6 Underground“-ის სარეკლამო რგოლი რაიან რეინოლდსთან ერთად
მიმდინარე ეტაპზე ინტერნეტში ცნობილი რეჟისორის ახალი სურათის, „6 Underground“-ის თრეილერი ვრცელდება, სადაც რაიან რეინოლდსი, რომელიც ხსენებულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს, სარეკლამო რგოლის მიმდინარეობისას აღნიშნავს, რომ კონკრეტულად ეს ფილმი მაიკლ ბეის ფილმოგრაფიაში განსაკუთრებულად გრანდიოზული ნამუშევარი იქნება.
„როდესაც მაიკლ ბეის ფილმში იღებ მონაწილეობას, დარწმუნებული იყავი, რომ მონაწილეობას იღებ მაიკლ ბეის საუკეთესო ნამუშევარში. ახლაც, მეცნიერებს არ გააჩნიათ საკმარისი ტექნოლოგია, რათა სრულიად განახორციელონ მისი იდეები. დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ „6 Underground“ „ყველაზე მაიკლ ბეი ფილმი“ იქნება მაიკლ ბეის ფილმოგრაფიაში“ – აღნიშნავს რეინოლდსი
მოკლედ რომ ვთქვათ, „6 Underground“ ჯაშუშური სტილის ბლოკბასტერია, სადაც 6 მილიარდერი საკუთარი სიკვდილის ინსცენირებას ახდენს იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ ბოროტმოქმედებს და სამყარო გადაარჩინონ.
თრეილერში „Deadpool“-ის ვარსკვლავი, ერთ დეტალს აღნიშნავს – 13 დეკემბერი, ეს ის თარაიღია, როდესაც ბეის უკანასკნელი ნამუშევრის ხილვა „Netflix“-ზე იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ „6 Underground“-ის რეჟისორიც და პროდუსერიც თავად მაიკლ ბეია. ამასთან, ფილმში რაიან რეინოლდსის გარდა მონაწილეობას იღებენ: მელანი ლორანი, დევიდ ფრანკო, მანუელ გარსია ფერე, ადრია არონა, ბენ ჰარდი, სებასტიან როშე, კორი ჰოუკინსი, ჯეიმს მიურეი და სხვები.