ტორონტოს კინოფესტივალიდან მალევე, ცნობილი ხდება იმ ფილმების სია, რომლებიც წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე ძმები კოენების, პოლ გრინგრასის და ალფონსო კუარონის ფილმების მსოფლიო პრემიერები გაიმართება.
ვენეციის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალბერტო ბარბერამ ფესტივალზე სტრიმინგ სერვისების გიგანტი, Netflix-იც მოიწვია და კომპანიის ექვს ფილმს აჩვენებს, მ. შ. კოენების “The Ballad of Buster Scruggs”, გრინგრასის “22 July”, კუარონის “Roma” და ორსონ უელსის დაუმთავრებელი ფილმი “The Other Side of the Wind”.
ვენეციის 75-ე ფესტივალს დემიენ შაზელის ფილმი, “First Man” გახსნის. ასევე მსოფლიო პრემიერა გაიმართება ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტისა, “A Star Is Born”. გარდა ამისა მთავარ საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება იორგოს ლანთიმოსის “ფავორიტი”, ლუკა გუადანინოს “Suspiria”, მაიკ ლის “Peterloo”, კარლოს რეიგადასის “Neustro Tiempo” და სხვა.
სექციაში NON-FICTION ნაჩვენები იქნება სერგეი ლოზნიცას “Process”, ემირ კუსტურიცას “El Pepe, Una Vida Suprema”, ცაი მინ-ლიანის “Your Face” და სხვა.
ფესტივალზე მოეწყობა ტერენს მალიკის 2011 წელს გადაღებული სიცოცხლის ხის სპეციალური ჩვენება. წლევანდელი ჟიურის პრეზიდენტი გილერმო დელ ტოროა. ფესტივალი სტარტს 29 აგვისტოს აიღებს და 8 სექტემბრამდე გასტანს.