ტორონტოს 43-ე კინოფესტივალს 6 სექტემბერს დევიდ მაკენზის “Outlaw King” გახსნის, რომელშიც მთავარ როლებს კრის ფაინი, აარონ ტეილორ-ჯონსონი და ფლორენს პაგი ასრულებენ.
ფაინი ლეგენდარულ შოტლანდიელ მეფეს რობერტ I-ს, იგივე რობერტ ბრიუსს ასახიერებს. ფილმი შოტლანდიის მთავრობის დახმარებით შეიქმნა და ის მსოფლიო კინოგაქირავებაში 9 ნოემბერს გაეშვება.
წლევანდელ ფესტივალს ჯასტინ კელის “Jeremiah Terminator LeRoy” დახურავს, რომელშიც მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, ლორა დერნი და დიანა კრიუგერი ასრულებენ. ფილმი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ გამბიტს ასახავს.
ტორონტო ორივე ფილმისთვის მსოფლიო პრემიერა იქნება.