21 ივლისს გამოვლინდა ოდესის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები.
ბელარუსი რეჟისორის, დარია ზუკის ფილმმა “ბროლის გედი” გრან პრი მოიპოვა. ეს იყო პირველი ბელარუსული ფილმი ფესტივალის ისტორიაში.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ბერძენი რეჟისორის, ბაბის მაკრიდის ფილმი “Pity” გახდა. მაკრიდმა მიიღო ასევე საუკეთესო რეჟისორის პრიზიც.
ჟიურიმ სპეციალური პრიზით აღნიშნა, რუმინულ-ფრანგული ფილმი “პოროროკა“.
საუკეთესო მსახიობად ვიქტორ პოლსტერი დასახელდა ფილმისთვის “გოგო“.
ალისა კოვალენკოს დოკუმენტური ფილმი “Home Games” საუკეთესო ევროპულ დოკუმენტურ ფილმად დაასახელეს.
საუკეთესო უკნრაინულ ფილმად, ოლეკსანდრ ტეჩინსკის “დელტა” დასახელდა.
ინგლისელ მსახიობს, ჟაკლინ ბისეს საპატიო “ოქროს ჰერცოგი” გადაეცა.
გაეცანით ასევე ფესტივალის მცირე მიმოხილვებს: