კანის კინოფესტივალმა ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა 71-ე გამოშვებისთვის.
პოსტერის დიზაინი 27 წლის გრაფიკოსს, ფლორ მაქუინს ეკუთვნის, რომლის ინსპირაციის წყარო ჟორჟ პიერის ფოტოები და ჟან-ლუკ გოდარის 1965 წლის ფილმი შეშლილი პიეროა. პოსტერზე სწორედ ამ ფილმიდან ვხედავთ კადრს ჟან-პოლ ბელმონდოს მონაწილეობით.
ფესტივალი 8 მაისს ასგარ ფარჰადის ფილმით გაიხსნება.