კანის სამხატვრო ხელმძღვანელის, ტიერი ფრემოს განცხადებით, მომავალ კვირას მთავარ საკონკურსო პროგრამას კიდევ რამდენიმე ფილმი შესაძლოა დაემატოს. გუშინ გამოცხადებული შედეგებით, ამ სექციაში სულ 18 ფილმი დასახელდა. ფრემო ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 20-21-ით გაიზრდება. ამის შესახებ მან The Hollywood Reporter-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
მომავალ კვირას კიდევ ხუთ, ექვს ფილმს დავასახელებთ და აქედან რამდენიმე მთავარ საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მთლიანობაში ვგეგმავთ 20, 21 ფილმის წარდგენას ამ პროგრამაში.
ეს ნიშნავს, რომ ისეთი რეჟისორის ახალი ნამუშევრები, როგორიცაა ლარს ფონ ტრიერი, ნური ბილგე ჯეილანი და მაიკ ლი, შესაძლოა კვლავ ვიხილოთ ოქროს პალმის რტოსთვის ბრძოლაში.