ჯუდი დენჩის ციურიხის კინოფესტივალზე “Golden Icon“-ის ჯილდოს გადასცემენ. ოსკაროსანი მსახიობი ფესტივალზე ახალ ნამუშევარს, “Red Joan” წარადგენს. მსახიობს კარიერის განმავლობაში არაერთი პრიზი აქვს მიღებული.
კინოკარიერაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოებენ დონალდ საზერლენდსაც.
ციურიხის მე-14 კინოფესტივალი 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე გასტანს.