რეჟისორ დევიდ კრონენბერგს საპატიო ოქროს ლომი გადასცეს ვენეციის 75-ე კინოფესტივალზე. ამით პატივი მიაგეს რეჟისორის 50-წლიან კინომოღვაწეობას. ოქროს ლომი კრონენბერგს გილერმო დელ ტორომ გადასცა.
“ჩვენ ორივე მონსტრები ვართ, შენ და მე”, ასე უპასუხა რეჟისორმა დე ტოროს, “ალბათ, გაიგებდი, რომ ჩვენ უზომო სიყვარული გვაკავშირებს მონტრების მიმართ, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ჩვენი თავები ვართ, კინოს და ხელოვნების მონსტრები”.

კანადელი ავტორი უკანასკნელად ფესტივალზე 2011 წელს იყო ფილმით სახიფათო მეთოდი.