ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება.
კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადდება 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციების მონაწილე ფილმების სია.
კინოფესტივალი გაიხსნება 16 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის ჩემი ბებია ჩვენება, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.
გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის – ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.