სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

სინემანიის რედაქციის პროგნოზი: ვინ მოიგებს ოსკარს?

Cinemania ავტორი Cinemania
20 თებერვალი, 2019
რუბრიკა დაჯილდოებები, ოსკარი
0
სინემანიის რედაქციის პროგნოზი: ვინ მოიგებს ოსკარს?
23
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ოსკარის 91-ე კინოდაჯილდოების ცერემონიამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. “ოქროს გლობუსის“ მსგავსად, სინემანიის რედაქცია ჩვენს პროგნოზებს გთავაზობთ:

საუკეთესო ფილმი:

  • შავი პანტერა
  • რომა
  • შავი კუკლუქსკლანელი
  • “ვიცე-პრეზიდენტი”
  • ბოჰემური რაფსოდია
  • ფავორიტი
  • მწვანე წიგნი
  • ვარსკვლავის დაბადება

ჩვენი არჩევანი – რომა. ალფონსო კუარონის ფილმს 10 ნომინაცია აქვს. წელს ის არაერთი ქვეყნის კინოკრიტიკოსის ფავორიტად დასახელდა. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალებზე რომა პრიზებით აღინიშნებოდა.

სავარაუდო გამარჯვებული – ფავორიტი ან მწვანე წიგნი. რვა ნომინანტიდან გამარჯვების დიდი შანსი აქვს ლანთიმოსის ფილმს, რომელიც ასევე 10 ნომინაციისთვის იბრძვის. ბერძენი რეჟისორის ნამუშევარიც ამ დაჯილდოების სეზონზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. რაც შეეხება მწვანე წიგნს, ის ამერიკელ კრიტიკოსებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და თემატურადაც კარგად ერგება “კინოსოციალურ” კლიმატს.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:

  • კრისტიან ბეილი (“ვიცე-პრეზიდენტი”)
  • ბრედლი კუპერი (“ვარსკვლავის დაბადება”)
  • უილემ დეფო (“Eternity’s Gate”)
  • რამი მალეკი (“ბოჰემური რაფსოდია”)
  • ვიგო მორტენსენი (“მწვანე წიგნი”)

ჩვენი არჩევანი – კრისტიან ბეილი. მართალია ბეილს უკვე აქვს ერთი ოსკარი (მაშინ როლისთვის საგრძნობლად დაიკლო), მაგრამ ამ როლისთვის (ამჯერად წონაში მოიმატა) ის მაინც საკმაოდ ძლიერი კონკურენტია. ჩვენს არჩევანს მხარს უმაგრებს ბეილის “ოქროს გლობუსზე” გამარჯვებაც.

სავარაუდო გამარჯვებული – რამი მალეკი. დრამის კატეგორიაში “ოქროს გლობუსზე” სწორედ მალეკმა გაიმარჯვა. მალეკმა მიიღო “ბაფტაც”. კრიტიკოსები დებიუტანტ ნომინანტს გამარჯვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ასახელებენ.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

  • იალიცა აპარისიო (“რომა”)
  • გლენ კლოუზი (მეუღლე)
  • ოლივია კოლმანი (“ფავორიტი”)
  • ლედი გაგა (“ვარსკვლავის დაბადება”)
  • მელისა მაკარტი (“Can You Ever Forgive Me?”)

ჩვენი არჩევანი – ოლივია კოლმანი. უპირობო ლიდერი და ნამდვილად წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსია. არათუ წლის, არამედ ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება გვიჩვენა კოლმანმა. მისთვის ყველა ჯილდო 100%-ით დამსახურებული და ალალია.

სავარაუდო გამარჯვებული – გლენ კლოუზი. რა თქმა უნდა, კლოუზის შესრულებაც ძლიერი იყო. მისი გამარჯვების მთავარი იარაღი შემდეგია: ის უკვე საკმაოდ დიდ ასაკშია და ოსკარის მოპოვების შანსები სულ უფრო ნაკლებად აქვს, ამავდროულად კლოუზი 7-ჯერ იყო უკვე ნომირირებული. დაგვეთანხმებით, ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს “ოსკაროსანის” წოდებას.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:

  • მაჰერშალა ალი (“მწვანე წიგნი”)
  • ადამ დრაივერი (“შავი კუკლუქსკლანელი”)
  • სემ ელიოტი (“ვარსკვლავის დაბადება”)
  • რიჩარდ ი. გრანტი (“Can You Ever Forgive Me?”)
  • სემ როკველი (“ვიცე-პრეზიდენტი”)

ჩვენი არჩევანი და სავარაუდო გამარჯვებული – მაჰერშალა ალი. ამ შემთხვევაში ჩვენი აზრები თანხვედრაშია. მიუხედავად იმისა, რომ ალი ოსკაროსანია (2017 წელს მთვარის შუქისთვის) ის მაინც ძლიერ კონკურენტად გვევლინება სხვა ნომინანტებთან მიმართებაში.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

  • მარინა დე ტავირა (“რომა”)
  • რეგინა კინგი (თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება)
  • ემა სტოუნი (“ფავორიტი”)
  • რეიჩელ ვაისი (“ფავორიტი”)
  • ეიმი ადამსი (“ვიცე-პრეზიდენტი”)

ჩვენი არჩევანი – რეიჩელ ვაისი. კიდევ ერთი ოსკაროსანი მსახიობი (2006 წელს ერთგული მებაღისთვის). ვაისის შანსები მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც “ბაფტაზეც” გაიმარჯვა.

სავარაუდო გამარჯვებული – რეგინა კინგი. კინგის სამსახიობო შესრულებაც ნორმალური იყო, თუმცა ამერიკელი კრიტიკოსები ყველაზე მეტად სავარაუდოდ, სწორედ მისკენ იქნებიან – შესაძლო “ბალანსის” დაცვისთვის და #ოსკარისულთეთრია სკანდალის თავიდან აცილების მიზნით.

საუკეთესო რეჟისორი:

  • სპაიკ ლი (“შავი კუკლუქსკლანელი”)
  • პაველ პავლიკოსვსკი (ცივი ომი)
  • იორგას ლანთიმოსი (“ფავორიტი”)
  • ალფონსო კუარონი (“რომა”)
  • ადამ მაკეი (“ვიცე-პრეზიდენტი”)

ჩვენი არჩევანი და სავარაუდო გამარჯვებული – ალფონსო კუარონი. კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც ორ აზრს არ ითვალისწინებს. კუარონი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარისთვის (ასეთი ეპითეტით რომა თავად რეჟისორმა შეამკო) ოსკარს აუცილებლად აიღებს. ამაზე ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოებიც მეტყველებს. კარგი ის არის, რომ თუ ჩვენი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა, ამ კატეგორიაში დარჩენილი ნომინანტებიდან არც ერთისთვის ოქროს ქანდაკება არ დაგვენანება.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი:

  • ცივი ომი
  • “Capernaum”
  • “Never Look Away”
  • რომა
  • წვრილმანი მძარცველები

ჩვენი არჩევანი – წვრილმანი მძარცველები. დაუღალავად განვაგრძობთ ჰიროკაძუ კორეედას ბრწყინვალე ფილმის ლობირებას, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევარი ყველა ჯილდოს იმსახურებს, თუმცა დიდი ალბათობით წვრილმანი მძარცველები მხოლოდ კანის კინოფესტივალის გამარჯვებულის სტატუსით დარჩება. პრინციპში როდესაც პალმის რტო გაქვს, უოსკარობა დიდად არ განაღვლებს.

სავარაუდო გამარჯვებული – რომა. კუარონის ფილმმა ოქროს გლობუსი და BAFTA უკვე მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის წევრებმა არნახული ფანტაზია თუ არ გამოიჩინეს ამ კატეგორიაში ალფონსო კუარონი აუცილებლად გაიმარჯვებს. გახდება თუ არა რომა საღამოს ტრიუმფატორი რამდენიმე დღეში შევიტყობთ, თუმცა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კუარონის დრამას, როგორც იტყვიან ხოლმე ოსკარი უკვე “ჯიბეში აქვს”.

ადამ დრაივერიადამ მაკეიალფონსო კუარონიბოჰემური რაფსოდიაბრედლი კუპერიგლენ კლოუზიეიმი ადამსიემა სტოუნივარსკვლავის დაბადებავიგო მორტენსენივიცე-პრეზიდენტითუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდებაიალიცა აპარიციოიორგოს ლანთიმოსიკრისტიან ბეილილედი გაგამარინა დე ტავირამაჰერშალა ალიმელისა მაკარტიმეუღლემწვანე წიგნიოლივია კოლმანიოსკარიოსკარი 2019პაველ პავლიკოვსკირამი მალეკირეგინა კინგირეიჩელ ვაისირიჩარდ ი. გრანტირომასემ ელიოტისემ როკველისპაიკ ლიუილემ დეფოფავორიტიშავი კუკლუქსკლანელიშავი პანტერაცივი ომიწვრილმანი მძარცველები
Previous Post

10 დასამახსოვრებელი ფრაზა ფილმიდან "ქენდი"

Next Post

ნიკოლას ვინდინგ რეფნმა თამაშ "Division 2"-ის თრეილერი გადაიღო

Next Post
ნიკოლას ვინდინგ რეფნმა თამაშ “Division 2”-ის თრეილერი გადაიღო

ნიკოლას ვინდინგ რეფნმა თამაშ "Division 2"-ის თრეილერი გადაიღო

ახალი ამბები

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
4862

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
3800

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3765

ბოლოს დამატებული

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

F9-ის (Fast & Furious) ახალი თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
15 აპრილი, 2021
0

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ზაკ სნაიდერის „Army of The Dead“-ის გამოსვლის თარიღი და ოფიც.თრეილერი

ავტორი Cinemania
14 აპრილი, 2021
0

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

2021 წლის ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020