12 აგვისტოს ლოს ანჯელესში Teen Choice Awards-ის მორიგი ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულებს ტრადიციულად სერფინგის დაფა გადაეცათ.
გამარჯვებულები მთლიანად ფანების ხმების მიხედვით ვლინდება და ის კინოს გარდა, მუსიკის, ინტერნეტისა და მოდის ინდუსტრიასაც მოიცავს.
თინეიჯერების დრამატული რჩეული მსახიობი ქალი და კაცი ზენდაია და ზაკ ეფრონი გახდნენ ფილმიდან დიდებული შოუმენი, ხოლო ექშენის კატეგორიიდან რობერტ დაუნი უმცროსი და სკარლეტ იოჰანსონი ფილმისთვის შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი.
რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არც შავი პანტერა დარჩენილა, რომელმაც სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
გამარჯვებულთა სრული სია ნახეთ აქ.