სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რა მოხდა ბოლოს, როდესაც ოსკარებს წამყვანი არ ჰყავდა

Cinemania ავტორი Cinemania
20 თებერვალი, 2019
რუბრიკა დაჯილდოებები, ოსკარი
0
რა მოხდა ბოლოს, როდესაც ოსკარებს წამყვანი არ ჰყავდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამ კვირას კინოაკადემიის დაჯილდოებას 30 წლის შემდეგ პირველად არ ეყოლება წამყვანი. ოსკარის ჰოსტის პოზიციაზე ამერიკელი კომიკოსი კევინ ჰარტი იყო დამტკიცებული, თუმცა მის ჰომოფობიურ პოსტებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მან წამყვანობაზე უარი განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად იმოქმედებს ოსკარების დაჯილდოების ისედაც დაცემულ რეიტინგზე ეს ფაქტი, თუმცა საინტერესოა გავიხსენოთ, რა მოხდა ცერემონიალზე ბოლოს, როცა მას წამყვანი არ ჰყავდა.

1989 წლის დაჯილდოებას, რომელიც წამყვანის გარეშე ჩატარდა, ბევრმა “საშინელი” უწოდა და მას იმ წლის მთავარი პროდიუსერის კარიერა შეეწირა. 30 წლის შემდეგ, BBC-მ ეს ცერემონიალი გაიხსენა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა შოუს, რომელმაც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

უპირველეს ყოვლისა, ვნახოთ ვიდეო სახელწოდებით “11 წუთი, რომელმაც სამუდამოდ გააცამტვერა ჰოლივუდის პროდიუსერის ალან კარის კარიერა”

შოუ გაიხსნა საგანგებო ნომრით, რომლის მთავარი გმირიც ფიფქია გახლდათ (მას მსახიობი ეილინ ბოუმენი განასახიერებდა ყურისმომჭრელი ფალცეტით). ფიფქია მღეროდა პაროდიულ სიმღერას ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებზე, რომლებიც აშკარად არ ჩანდნენ ნასიამოვნები, როცა მათ დისნეის პრინცესა უახლოვდებოდათ. შოუ ეშხში შევიდა და საუბედუროდ, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა.“ფიფქია სცენაზე ავიდა და ფარდაც აიწია – მაგრამ მის მიღმა კაფე-ბუნგალო და მისი “მოცეკვავე ქოქოსების ფართი” ვიხილეთ” – წერს BBC.”

ეს რაღაც წამლის ზემოქმედების ქვეშ შექმნილი ფანტაზიაა ჰოლივუდის ოქროს ხანიდან. შემდეგ გამოდის რობ ლოუ და შოუ მეტი სიმღერით გრძელდება (ცეკვაც ბევრია – მას საღამოს კაბებსა და კოსტიუმებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები, ჰოლივუდის ძველი ვარსკვლავები და მაგიდაგადაცმული მოცეკვავეები ასრულებენ).

რობ ლოუ და ეილინ ბოუმენი

ეს უხერხულობამდე სასაცილო პაროდია, რომლის თვალის დევნებაც, როგორც ამბობდნენ, “ფიზიკურად აუტანელი” იყო, დაახლოებით 12 წუთს გაგრძელდა და ბოლოს, როგორც იქნა, პირველი წამყვანი გამოჩნდა.

ადამიანები, ვინც ამ ცერემონიას თვალი პირდაპირ ეთერში ადევნა, იხსენებენ, რომ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ნომერი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. “4 წუთს ამ საშინელებაზე უხერხულად გეცინებოდა, 6 წუთი უკვე ზედმეტი გეჩვენებოდა, 12 წუთი კი უბრალოდ გაუსაძლისი აღმოჩნდა.”

https://i.kinja-img.com/gawker-media/image/upload/s--juOdRyI7--/c_fit,fl_progressive,q_80,w_636/idmxixmhmrzf7kekgidi.mp4

 

საბოლოოდ, 1989 წლის ოსკარების დაჯილდოებას რამდენიმე სკანდალი მოჰყვა. ჰოლივუდის ლეგენდებმა – ჯული ენდრიუსმა, პოლ ნიუმენმა და ბილი უაილდერმა საგანგებო წერილში გაკიცხეს გამხსნელი ნომერი და მას “როგორც აკადემიის, ასევე მთელი კინოინდუსტრიის სირცხვილი” უწოდეს. ცერემონიალის პროდიუსერი ალან კარის კარიერა ამ ნომრის შემდეგ დაეცა, დისნეიმ საჩივარი შეიტანა თავისი გმირის გაშარჟებისთვის, ხოლო ამ ყველაფერმა აკადემია გვარიანად შეანჯღრია და მთელი მომდევნო დეკადა ოსკარის წამყვანებად ერთმანეთს ბილი კრისტალი და ვუპი გოლდბერგი ენაცვლებოდნენ.

დღეს ამ ნომერს მაყურებელი გაცილებით მოწყალედ უყურებს და მეტიც, მიაჩნიათ, რომ ის ძალიან სასაცილოა. თუმცა აკადემია ფრთხილად უნდა მიუდგეს ოსკარების ცერემონიალის მასპინძლის გარეშე ჩატარებას და 1989 წლის ნომრებივით არ გადაამლაშოს, თორემ მეტისმეტი მონდომებისგან შეიძლება უკუშედეგი მიიღოს, თან, ნუ დაგვავიწყდება – ინტერნეტმემეების დაუნდობელი ეპოქა ასეთ შესანიშნავ მასალას ხელიდან არ გაუშვებს.

 

1989ალან კარიეილინ ბოუმენივარსკვლავებიიუმორიკინოაკადემიაოსკარებიოსკარები 1989ოსკარი წამყვანის გარეშერობ ლოუსაშნელი გახსნასაჩივარისახალისოფიფქიაწარუმატებელი ნომერი
Previous Post

დეცლზე ფილმის გადაღებას გეგმავენ

Next Post

ცნობილია ოსკარის ნომინანტების წარმდგენების მესამე ნაწილი

Next Post
ცნობილია ოსკარის ნომინანტების წარმდგენების მესამე ნაწილი

ცნობილია ოსკარის ნომინანტების წარმდგენების მესამე ნაწილი

ახალი ამბები

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

ავტორი Cinemania
12 აპრილი, 2021
0

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2119

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
4613

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5598

ბოლოს დამატებული

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

როგორები იქნებოდნენ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები დღეს

ავტორი Cinemania
12 აპრილი, 2021
0

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020