75-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოება 2018 წლის 7 იანვარს, კალიფორნიაში გაიმართა. ტრადიციულად, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია წლის წარმატებული მხატვრული ფილმებიდან და სატელევიზიო შოუებიდან საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა. ისტორიაში პირველად, დაჯილდოების წამყვანი, კომედიანტი სეთ მეიერსი იყო
გთავაზობთ გამარჯვებულთა სრულ სიას:
კინოს სექციაში ყველაზე მეტი, 4 ოქროს გლობუსი ფილმმა “სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური” მიიღო
- საუკეთესო ფილმი (დრამა) – სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური
- საუკეთესო ფილმი (კომედია ან მიუზიკლი) – “Lady Bird”
- საუკეთესო მამაკაცი მსახიობი (დრამაში) – გარი ოლდმანი (“Darkest Hour”)
- საუკეთესო მსახიობი ქალი (დრამაში) – ფრენსის მაკდორმანდი (სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური)
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (კომედიაში ან მიუზიკლში) – ჯეიმს ფრანკო (“The Disaster Artist”)
- საუკეთესო მსახიობი ქალი (კომედიაში ან მიუზიკლში) – სერშა რონანი (“Lady Bird”)
- მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (დრამაში, კომედიაში, ან მიუზიკლში) – სემ როკველი (სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური)
- ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (დრამაში, კომედიაში, ან მიუზიკლში) – ელისონ ჯენი (მე, ტონია)
- საუკეთესო რეჟისორი – გილერმო დელ ტორო (წყლის ფორმა)
- საუკეთესო სცენარი – მარტინ მაკდონაჰი (სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური)
- საუკეთესო მუსიკა – Alexandre Desplat (წყლის ფორმა)
- საუკეთესო სიმღერა – “This Is Me” (Benj Pasek and Justin Paul) – The Greatest Showman
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “Coco”
- საუკეთესო უცხოური ფილმი – “In The Fade” (გერმანია/საფრანგეთი)
სულ ნომინირებული იყო 17 ფილმი. აქედან ყველაზე მეტი, 7 ნომიცანია წყლის ფორმამ, ხოლო 6-6 ნომინაცია კი The Post და Three Billboards Outside Ebbing, Missouri ერგო
სატელევიზიო სექციაში ყველაზე მეტი, 4 ოქროს გლობუსი სერიალმა “დიდი პატარა ტყუილები ” მიიღო
- საუკეთესო სერიალი (დრამა) – “მხევლის წიგნი” (Hulu)
- საუკეთესო სერიალი (კომედია ან მიუზიკლი) – The Marvelous Mrs. Maisel (Amazon)
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში – სტერლინგ ბრაუნი (ეს ჩვენ ვართ)
- საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – ელიზაბეტ მოსი (მხევლის წიგნი)
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში – აზიზ ანსარი (ყველაფრის ოსტატი)
- საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰანი (The Marvelous Mrs. Maisel)
- მამაკაცის საუკეთესო როლი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – იუენ მაკგრეგორი (ფარგო)
- ქალის საუკეთესო როლი – მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ნიკოლ კიდმანი (დიდი პატარა ტყუილები)
- მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – სერიალში, მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ალექსანდრ სკარშგორდი (დიდი პატარა ტყუილები)
- ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – სერიალში, მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ლორა დერნი (დიდი პატარა ტყუილები)
- საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო ფილმი – “დიდი პატარა ტყუილები“
სულ ნომინაცია 14-მა სერიალმა დაიმსახურა. აქედან ყველაზე მეტი, 6 ნომინაცია დიდი პატარა ტყუილებმა, ხოლო 4 – მტრობა: ბეტი და ჯოანიმ. რაც შეეხება სატელევიზიოს არხებს, 12 – HBO-მ, 9 – Netflix-მა და 8 – FX-მა.