სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ოქროს გლობუსი 2019“ – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

Cinemania ავტორი Cinemania
26 დეკემბერი, 2018
რუბრიკა დაჯილდოებები, ოქროს გლობუსი
0
“ოქროს გლობუსი 2019“ – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახალ წელთან ერთად წლის უმნიშვნელოვანესი კინოდაჯილდოებებიც ახლოვდება. რიგში ჯერ კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება “ოქროს გლობუსია”, ამიტომ გადავწყვიტეთ, თავი მოვუყაროთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც კინომოყვარულებმა წლევანდელი ცერემონიის შესახებ უნდა იცოდნენ.

2018 წლის “ოქროს გლობუსი”, ჰარვი ვაინშტაინის ახლად აგორებული სკანდალით დაწყებული აურზაურის და კამპანიის ფონზე ახალი ტონით და სულისკვეთებით ჩატარდა. მსახიობების დიდი ნაწილი, მათ შორის მერილ სტრიპი და ანჯელინა ჯოლი კამპანია Time’s Up-ის სოლიდარობის ნიშნად შავ კაბებში გამოცხადდნენ; ნატალი პორტმანმა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარდგენილ ყველა მამაკაც კანდიდატს სიტყვით მიმართა; ოპრა უინფრიმ კი გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდა ქალების თაობის მომავლისადმი მიძღვნილი ძლიერი გამოსვლის გამო ოვაციები დაიმსახურა. მოკლედ, მთელი ცერემონიალის ატმოსფერო ოქროს გლობუსის დაჯილდოებების ისტორიაში სრულიად გამორჩეული იყო.

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებულმა ფრენსის მაკდორმანდმა თავის სიტყვაში ახსენა “ტექტონიკური ძვრები ინდუსტრიის ძალაუფლების სტრუქტურაში”, რითაც ჰოლივუდში საკმაოდ გავრცელებულ უსამართლო, ხშირად დისკრიმინაციულ სისტემას გაუსვა ხაზი. მსახიობმა განაცხადა, ასევე, შემდეგი: “ამ დარბაზში მყოფი ქალები აქ ლუკმაპურის სათხოვნად არ მოსულან. ჩვენ სამუშაოდ ვართ”.

გამორჩეული იყო სატელევიზიო დრამის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებულიც: სტერლინგ კ. ბრაუნი პირველი შავკანიანი მსახიობია, რომელმაც სერიალში ეს ჩვენ ვართ შესრულებული როლისთვის აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.

რაც შეეხება ოქროს გლობუსის 2019 წლის ცერემონიალს:

როდის ჩატარდება “ოქროს გლობუსი 2019”?

2019 წლის დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2019 წლის 6 იანვარს. მის ტრანსლაციას NBC უზრუნველყოფს. ჩვენი დროით კი დაჯილდოება 7 იანვარი რომ თენდება, დილას 5 საათზე დაიწყება.

სად ჩატარდება ცერემონიალი?

ოქროს გლობუსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს უმასპინძლებს ბევერლი ჰილზის “ჰილტონი”, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია.

ვინ იქნება ოქროს გლობუსი 2019-ის წამყვანი?

ცერემონიალს წაიყვანენ ევას მკვლელობისას და გრეის ანატომიის ვარსკვლავი სანდრა ო და ბრუკლინი 9-9-ის მსახიობი, კომიკოსი ენდი სამბერგი – დუეტი, რომელიც დაჯილდოებაზე მაყურებლის წინაშე 2018 წელსაც წარდგა, წლევანდელი ცერემონიალის მთავარი მასპინძლის, სეთ მეიერსის თანაწამყვანი იქნება.

ამ დაჯილდოებაზე “ოქროს გლობუსის ელჩი” ისან ელბა იქნება – ოქროს გლობუსის გამარჯვებულის, იდრის ელბას ქალიშვილი. მისი მოვალეობა იქნება გამარჯვებულებისთვის ჯილდოების გადაცემა და კულისებიდან და პირიქით, მათი თანხლება. ელჩის ფუნქციაა, ასევე, ფილანტროპულ საქმიანობაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში.

ვინ არიან “ოქროს გლობუსი 2019”-ის ნომინანტები?

2019 წლის ოქროს გლობუსზე, ტრადიციულად, ვარსკვლავთცვენაა, თუმცა ნაცნობი მსახიობების დიდი ნაწილი ახალ ამპლუაში მოგვევლინა. საუკეთესო მსახიობი ქალის (მხატვრული ფილმი) კატეგორიაში ნიკოლ კიდმანი, გლენ კლოუზი და ლედი გაგა არიან ნომინირებულები; ჯიმ კერი, მაიკლ დუგლასი და დონალდ გლოვერი – საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში, ოღონდ არა მხატვრულ ფილმში, არამედ სატელევიზიო სერიალში (მიუზიკლი/კომედია). ემი ადამსი და რეჯინა კინგი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში იბრძოლებენ მინისერიალის/მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში; სანდრა ო და ჯულია რობერტსი კი სატელევიზიო დრამის კატეგორიაში იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები. საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ბრედლი კუპერს (ვარსკვლავის დაბადება), ასევე გამოცდილ რეჟისორს, სპაიკ ლის ვიხილავთ, რომლის ნამუშევარმაც – BlacKkKlansman – ნომინაცია დაიმსახურა საუკეთესო დრამის (მხატვრული ფილმი) კატეგორიაში. მას კონკურენციას გაუწევს შავი პანტერა. – ნომინანტთა სრულია სია შეგიძლიათ იხილოთ აქ 

როგორი იქნება ცერემონიალის დრესკოდი?

გრძელი საღამოს კაბები და კლასიკური პიჯაკები ცერემონიალის ტრადიციული დრესკოდია. მომავალ დაჯილდოებაზე ოსკარ დე ლა რენტას, ჟივანშის, ივ სენ ლორენისა და მაღალი მოდის სხვა დიზაინერების ნამუშევრების გვერდით ვარსკვლავები სავარაუდოდ სხვა, მეტ-ნაკლებად ცნობილი მოდელიორების სამოსსაც მოირგებენ.

ვინ იყვნენ ოქროს გლობუსის საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები 2018 წელს?

როგორც აღვნიშნეთ, 2018 წელს ოქროს გლობუსზე შავი ფერი ჭარბობდა. შესაბამისად, ვარსკვლავების უმეტესობა ელეგანტურად გამოიყურებოდა. მათ შორის გამოირჩეოდნენ: ანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანი, დიანა კრიუგერი, ვიოლა დევისი, ზოე კრავიცი და დაკოტა ჯონსონი. ვნახოთ, წელს როგორი ჩაცმულობით გაგვაოცებენ მსახიობები.

#TimesUp2019ახალი წელიბრედლი კუპერიდაჯილდოებადრესკოდიენდი სამბერგიისან ელბანომინანტებინომინაციებიოქროს გლობუსი 2019რაც უნდა ვიცოდეთსანდრა ოსეთ მეიერსიფაქტებიცერემონიალიწამყვანები
Previous Post

#ვერგავიგე - ანუ, რისი თქმა სურს დარენ არონოვსკის ფილმში "შადრევანი"

Next Post

ედგარ რაითმა "აქუამენის" რეჟისორს ოსკარს დაჰპირდა

Next Post
ედგარ რაითმა აქუამენის რეჟისორს ოსკარს დაჰპირდა

ედგარ რაითმა "აქუამენის" რეჟისორს ოსკარს დაჰპირდა

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020