სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ფრენსის მაკდორმანდმა თავის სამადლობელ სიტყვაში ჰოლივუდს ქალების მხარდაჭერისკენ მოუწოდა

Cinemania ავტორი Cinemania
5 მარტი, 2018
რუბრიკა დაჯილდოებები, ვიდეო
0
ფრენსის მაკდორმანდმა თავის სამადლობელ სიტყვაში ჰოლივუდს ქალების მხარდაჭერისკენ მოუწოდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სულ ცოტა ხნის წინ გამოვლინდა ოსკარების 90-ე ცერემონიალის გამარჯვებულები. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა ფრენსის მაკდორმანდმა. მან გამარჯვებულის სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას დოლბის დარბაზში მყოფ ყველა ნომინირებულ ქალს ფეხზე წამოდგომისკენ მოუწოდა და ამით როგორც ჰოლივუდის, ისე მსოფლიოს ქალებს სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. გასულ წელს ქალების სექსუალური შევიწროების საკითხის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე წლის საუკეთესო მსახიობმა გადაწყვიტა, უფრო დაწვრილებით შეხებოდა ქალებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს.

“დიდი პატივი იქნება ჩემთვის, თუ ნებისმიერ კატეგორიაში ნომინირებული ყველა ქალი ჩემთან ერთად იდგება”, – წარმოთქვა სცენიდან მსახიობმა და ხელების მოძრაობით მოუწოდა ქალებს ფეხზე წამოდგომისკენ, – “მსახიობები… რეჟისორები, პროდიუსერები, სცენარის ავტორები, კომპოზიტორები, სიმღერის ავტორები, დიზაინერები… მიდით!”

როცა დარბაზში მყოფმა ქალებმა მისი მოწოდება გაითვალისწინეს და ფეხზე წამოდგნენ, მაკდორმანდმა მერილ სტრიპს მიმართა და ქალების წარმატების მაგალითად მოიხსენია ის. “თუ შენ შეძელი, ყველა დანარჩენიც შეძლებს”, თქვა მან.

თუმცა მან ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ჰოლივუდი ქალებს საკმარისად არ ეხმარება, რადგან მათ პროექტებს ხშირად სინანსურ და სხვაგვარ მხარდაჭერას არ უცხადებს. “მიმოიხედეთ, ქალბატონებო და ბატონებო – აქ მყოფთაგან ყველას გაგვაჩნია ჩვენი ამბები და პროექტები, რომლებსაც დაფინანსება სჭირდება. და მოდით, ამ საღამოს დაინტერესებულ მხარეებზე ნუ ვისაუბრებთ. უბრალოდ, რამდენიმე ხანში მიგვიწვიეთ თქვენს ოფისებში, ან ჩვენსაში მობრძანდით, როგორც გირჩევნიათ… და ყველაფერს მოგიყვებით”.

თავისი გამოსვლა მსახიობმა მოულოდნელი სიტყვებით დაასრულა: “ორი სიტყვით მინდა დაგტოვოთ: ეტლით მოსარგებლე“.

ამ ფრაზამ მსოფლიო მაყურებელი, რომელიც ცერემონიალს ინტერნეტით ადევნებდა თვალს, დააბნია, მაგრამ ჰოლივუდისთვის ნათელია, რასაც გულისხმობდა მაკდორმანდი: ესაა ჰოლივუდურ ხელშეკრულებებში არსებული ერთ-ერთი მუხლი სპეციალურად განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ამ სიტყვებით მსახიობმა მიანიშნა იმაზე, რომ ჰოლივუდის გავლენიანმა ხალხმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გენდერულ, რასობრივ და სხვაგვარად განსხვავებული ტალანტების ჩართულობას პროექტებში.

ჰოლივუდის ტრიბუნიდან ამ შთამბეჭდავი სიტყვით ფრენსის მაკდორმანდმა არამარტო ქალებს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა, არამედ ჰოლივუდის გავლენიანი პირების ყურადღება გაამახვილა მათთვის მეტი ადგილის დათმობაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართაც გამოხატა თანადგომა, რომელთა ტალანტსაც ხშირად იგნორირებას უკეთებენ ან სათანადოდ არ იყენებენ. ყველა იმედოვნებს, რომ წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნათქვამი, რომელიც მან გამარჯვებულის ტრიბუნიდან გაცვეთილი სამადლობელი სიტყვების ნაცვლად გააჟღერა, სასიკეთო გავლენას მოახდენს როგორც ჰოლივუდის პოლიტიკის შეცვლაზე, ისევე ქალების მიმართ დამოკიდებულებაზე.

იხილეთ მისი სიტყვა სრულად:

აუდიტორიაგავლენაგამარჯვებულიდოლბის კინოთეატრიინკლუზიურიმერილ სტრიპიმხარდაჭერაოსკაროსანიპოლიტიკასამადლობელი სიტყვასაუკეთესო მსახიობი ქალიფრენსის მაკდორმანდიქალების უფლებებიჰოლივუდი
Previous Post

ჯენიფერ ლოურენსის "ლოურენსობები" ოსკარზე

Next Post

ჯიმი კიმელის საოსკარე სიურპრიზი: როგორ შეიჭრნენ გალ გადოტი, მარგო რობი და სხვები კინოში

Next Post
ჯიმი კიმელის საოსკარე სიურპრიზი: როგორ შეიჭრნენ გალ გადოტი, მარგო რობი და სხვები კინოში

ჯიმი კიმელის საოსკარე სიურპრიზი: როგორ შეიჭრნენ გალ გადოტი, მარგო რობი და სხვები კინოში

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5770

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020