სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ფოტოები: 2019 წლის ოსკარის ნომინანტთა პირველი როლები

Cinemania ავტორი Cinemania
23 თებერვალი, 2019
რუბრიკა დაჯილდოებები, ოსკარი
0
ფოტოები: 2019 წლის ოსკარის ნომინანტთა პირველი როლები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მსახიობებს, რომლებიც 2019 წლის ოსკარზე არიან წარდგენილნი, განსხვავებული სამუშაო გამოცდილება აქვთ… მაგალითად, ალფონსო კუარონის რომაში მთავარი როლის შემსრულებლისათვის ეს სადებიუტო ნამუშევარი იყო, აი გლენ კლოუზი კი საკუთარ კარიერაში 100-მდე ფილმს ითვლის.

მაშ ასე, ერთად გადავავლოთ თვალი ამერიკის კინოაკადემისს 91-ე დაჯილდოების ნომინანტთა პირველ ფილმებს:

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

კრისტიან ბეილი – ვიცე

პირველი სერიოზული როლი კრისტიანმა 12 წლის ასაკში, ანასტასიაში შეასრულა. 2011 წელს კი პირველი ოსკარი დაიმსახურა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის.

ვიგო მორტენსენი – მწვანე წიგნი

მსახიობი კინოეკრანებზე პირველად 1985 წელს გამოჩნდა ფილმში მოწმე. ამჟამად ის მესამედაა წარდგენილი ოსკარზე, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ჯილდო არცერთხელ მოუპოვებია.

რამი მალეკი – ბოჰემური რაფსოდია

ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი მაყურებელმა სერიალ გილმორის გოგოებიდან გაიცნო.

უილიამ დეფო – ვან გოგი

1981 წელს დეფომ მონაწილეობა მიიღო ფილმში “უსიყვარულოდ”… ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის მხოლოდ ოთხჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე, თუმცა გამარჯვებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია.

ბრედლი კუპერი – ვარსკვლავის დაბადება

2001 წელს ბრედლი ლეგენდარულ სერიალის, სექსი დიდ ქალაქში, ეპიზოდურ როლში მოგვევლინა. გავიდა წლები და მან გადაწყვიტა თავად გადაეღო ფილმი, რომელიც 2019 წლის ოსკარზე არაერთი ნომინაციის მფლობელი გახდა.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

იალიცა აპარიციო – რომა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მექსიკელი მსახიობისათვის ეს პირველი როლია, მისი ძირითადი პროფესია კი საბავშვო ბაღის მასწავლებლობა გახლავთ. სადებიუტო ნამუშევარი და მაშინვე ოსკარის ნომინაცია – ვფიქრობთ, შესანიშნავი დასაწყისია!

გლენ კლოუზი – მეუღლე

40 წლის წინ თეატრის მსახიობმა გადაწყვიტა ბედი კამერის წინაც ეცადა – მისი ახალი კარიერა სატელევიზიო პროექტებით დაიწყო, დიდ ეკრანზე კი პირველად 1982 წელს მოგვევლინა ფილმში მსოფლიო გარპის მიხედვით.

ლედი გაგა – ვარსკვლავის დაბადება

ცნობილი მომღერალი მაყურებელმა მსახიობის ამპლუაში პირველად ამერიკულ საშინელებათა ისტორიაში იხილა.

ოლივია კოლმანი – ფავორიტი

ის ტელეეკრანებზე პირველად 2000 წელს, ტელესერიალ “Bruiser”-ში გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, თუმცა მისთვის ეს პირველი ნომინაციაა ოსკარზე.

მელისა მაკარტი – Can You Ever Forgive Me?

მსახიობის ერთ-ერთი პირველი როლი ასევე სერიალ გილმორის გოგოებში იყო, რის შემდეგაც ის ორჯერ იყო წარდგენილი ოსკარის სხვადასხვა ნომინაციაში.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

მაჰერშალა ალი – მწვანე წიგნი

2017 წლის ოსკაროსანი მსახიობი პირველად მაყურებელმა ერთ-ერთ სატელევიზიო სერიალში იხილა, სადაც ის ექიმის როლს განასახიერებდა.

ადამ დრაივერი – შავი კუკლუქსკლანელი

ასევე სერიალში შეასრულა სადებიუტო როლი ადამ დრაივერმაც. მის შემთხვევაში ეს “უცნაური გამომძიებელი” იყო.

სემ ელიოტი – ვარსკვლავის დაბადება

სემმა საკუთარი კარიერა ეპიზოდური როლების შესრულებით დაიწყო, პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი კი მის შემოქმედებაში შეუსრულებელი მისია გახლდათ.

სემ როკველი – ვიცე პრეზიდენტი

მსახიობმა გასულ წელს უკვე მოიპოვა ერთი ოსკარი ფილმისთვის სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისი სადებიუტო ნამუშევარი კი 1989 წლის საშინილებათა ფილმი “ჯამბაზების სახლი” იყო.

რიჩარდ ი. გრანტი – Can You Ever Forgive Me?

მსახიობი პირველად 1986 წლის ფილმში უითნეილი და მე გამოჩნდა, 33 წლის შემდეგ კი ოსკარის პირველი ნომინაციაც მოიპოვა.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

მარინა დე ტავირა – რომა

მექსიკელი მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევარი ფილმი უკუჩვენებები გახლავთ.

რეჯინა კინგი – თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება

რეჯინას კარიერა სერიალ 227-ით დაიწყო, როდესაც ის 14 წლის იყო.

ემა სტოუნი – ფავორიტი

ცნობილი მსახიობი დიდ ეკრანებზე პირველად 2007 წელს გამოჩნდა ფილმში ძალიან ცუდი.

რეიჩელ ვაისი – ფავორიტი

რეიჩელის სამსახიობო კარიერა 1993 წელს, ტელესერიალ “ინსპექტორ მორსში” შესრულებული ეპიზოდური როლით დაიწყო.

ემი ადამსი – ვიცე პრეზიდენტი

ემის დებიუტი კი 1999 წელს შედგა ფილმში მომაკვდინებლად ლამაზი.

ადამ დრაივერიალფონსო კუარონიამერიკული საშინელებათა ისტორიაბოჰემიური რაფსოდიაბრედლი კუპერიგილმორის გოგოებიგლენ კლოუზიემა სტოუნიემი ადამსივარსკვლავის დაბადებავიგო მორტენსენივიცეიალიცა აპარიციოკრისტიან ბეილიმარინა დე ტავირამელისა მაკარტიმეუღლემომაკვდინებლად ლამაზიმოწმემსოფლიო გარპის მიხედვითმწვანე წიგნიოლივია კოლმანირამი მალეკირეიჩელ ვაისირეჯინა კინგირიჩარდ ი. გრანტირომასამი ბილბორდი ებინგის საზღვარზესემ ელიოტისემ როკველისექსი დიდ ქალაქშიუილიამ დეფოფავორიტიშავი კუკლუქსკლანელიძალიან ცუდი
Previous Post

ოსკარის სცენა: კრისტალური ღრუბელი თუ ტრამპის ქოჩორი?

Next Post

ფილმები იმაზე, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით

Next Post
ფილმები იმაზე, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით

ფილმები იმაზე, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020